გუნარ ასპლუნდი

შვედი არქიტექტორი

გუნარ ასპლუნდი (Erik Gunnar Asplund; დ. 22 სექტემბერი, 1885 — გ. 20 ოქტომბერი, 1940) — შვედი არქიტექტორი, რომელმაც ალვარ აალტოს პარალელურად გაიარა გზა ნორდული ნეოკლასიციზმიდან ფუნქციონალიზმამდე.

სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკა.

1930 წლის სტოკჰოლმის მსოფლიო ექსპოზიციამდე ძირითადად ნეოკლასიკური სტილის შენობებს ქმნიდა მკაცრი და ლაკონიური ფორმებით. 1930 წელს მისი აქცენტი მკვეთრად იჭრება ფუნქციონალიზმში კლასიკური წონასწორობის შენარჩუნებით (მაგ. სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკა, 1924-27). მის შემოქმედებაზე ყველაზე სრულ შთაბეჭდილებას იძლევა სკუგსჩიურკოგორდენი- სასაფლაო სტოკჰოლმში, რომელზეც იგი 1915 წლიდან მუშაობდა და ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია გოტენბურგის მერიის შენობა, რომელზეც ასპლუნდი 1917-37 წლებში მუშაობდა და მასში მკაფიოდ აისახა მისი ტრანსფორმაცია ნეოკლასიკურიდან მოდერნისტულ არქიტექტურაში.

გუნარ ასპლუნდი თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან მოდერნისტ შვედ არქიტექტორად ითვლება და მან დიდი გავლენა მოახდინა გვიანდელ შვედურ და სკანდინავიელ არქიტექტორებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: