ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სვენ მარკელიუსი (Sven Gottfrid Markelius; 1889-1972) — მოდერნისტი შვედი არქიტექტორი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტოკჰოლმის ომის შემდგომი ქალაქგეგმარების განხორციელებაში.

ჰელსინგბორგის საკონცერტო ჰოლი.

დაიბადა სტოკჰოლმში 1889 წლის ოქტომბერში. სწავლობდა სტოკჰოლმის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტსა და ხელოვნების აკადემიაში 1910-15 წლებში, მოგვიანებით ერიკ ლალერშტედტის ოფისში მუშაობდა. 1931 წელს დაწერა "აქსეპტერა", რომელსაც შვედური ფუნქციონალიზმის დაბადებას მიაწერენ, ხოლო 1932 წელს მუშაობას იწყებს ჰელსინგბორგის საკონცერტო ჰოლზე.

1962 წელს ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტმა მარკელიუსს ოქროს მედალი მიანიჭა.