მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 34
გვერდი და სტატია ვიკიპედიაში?
როგორ შევქმნა გვერდი ვიკიპედიაში? დავით მიროტაძე განხილვაწვლილი 17:19, 21 მაისი 2020 (UTC)
@დავით მიროტაძე: გამარჯობა! იხ. ვიკიპედია:თქვენი პირველი სტატია. მიყევით ინსტრუქციებს. თუკი რაიმეს ვერ გაიგებთ, მოგვმართეთ!. - OTOGI Messages 17:21, 21 მაისი 2020 (UTC)
განხილვა:ლაშიფსა
რადგანაც დაბლოკილი ვარ სტატიის განხილვის გვერდებზე, ამიტომ გწერ აქ. იგივე წერია ლაშიფსე საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც, გვ, 60, თბ. 1987--ცანგალა 20:23, 23 მაისი 2020 (UTC)
- O. K. გადავიტანოთ, ხოლო გადამისამართება დავტოვოთ. - OTOGI Messages 06:37, 24 მაისი 2020 (UTC)
შეთავაზება ჟიურის წევრობაზე
ოთო, სალამი. ივლისში, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ გეგმავს ვიკკონკურსს, რომლის თემაც იქნება ქართულ ვიკიპედიაში ქვეყნებსა და დედაქალაქებზე არსებული სტატიების შევსება-დახვეწა, საფუძვლიანად. ჯგუფის ბორდის სურვილია, რომ იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ანუ შეაფასო საკონკურსო ნამუშევრები სპეციალური ხელსაწყოთი. მოხარული ვიქნებით, თუ აქვე დაგვიფიქსირებ თანხმობას. — Mikheil მიწერა 15:46, 24 მაისი 2020 (UTC)
@MIKHEIL: მიშა, რამდენი სტატია იქნება შესამოწმებელი ?. ანუ რამდენ სტატიას უნდა გადავხედო ?. - OTOGI Messages 15:52, 24 მაისი 2020 (UTC)
- რამდენიც დაიწერება. შენ გარდა, იგივე სტატიებს შეაფასებენ ჟიურის სხვა წევრებიც. კონკურსისთვის ღია იქნება ქვეყნებისა და დედაქალაქებისთვის ყველა ის სტატია, რომელიც ქართულ ვიკიპედიაში საშინლად მცირე ზომისაა. წინასწარ ძნელია იმის გათვლა, რამდენი დაიწერება. მაგალითვისთვის შეგიძლია გადახედო ამჟამად მიმდინარე კონკურსს. კონკურსი დასრულდება 31 ივლისს და შეფასებისთვის ვადა გექნება მთელი აგვისტო. — Mikheil მიწერა 15:57, 24 მაისი 2020 (UTC)
@MIKHEIL: ფოსტაზე გამოგიგზავნე. - OTOGI Messages 16:13, 24 მაისი 2020 (UTC)
განხილვა:პრიელბრუსიე (ეროვნული პარკი)
განხილვა:პრიელბრუსიე (ეროვნული პარკი) [1] იალბუზისპირეთი , მაგრამ ქართული ვიკიპედიის „ელიტამ“ შეიძლება „პრიელბრუსიე“ დაამკვიდროს. იხ. კავკასიონი , სადაც წერია „იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი“. --ცანგალა 15:02, 29 მაისი 2020 (UTC)
@Zangala: მე, მგონია, რომ მსგავსი გეოგრაფიული სახელწოდებანი უფრო ხშირად ითარგმნება ხოლმე, მაგ., ბაიკალისპირეთი — „პრიბაიკალიეს“ არ იძახიან ხოლმე... იგივე მდგომარეობაა იმიერკავკასიაზე, ამიერკავკასიაზე და ა.შ. შენ რა ფიქრობ ?. - OTOGI Messages 15:44, 29 მაისი 2020 (UTC)
- ფაქტი ის არის, რომ ქართულ ვიკიპედიაში შეიქმნა სტატია პრიელბრუსიე (ეროვნული პარკი), რომელიც შექმნა მომხმარებელი:იაკობ მახარაძემ, მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს წევრმა. ჩემს აზრს (რიგითი მომხმარებელი) არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. აზრი, რომ ჰქონდეს დაბლოკილი კი არ ვიქნებოდი ერთი თვით.😊 --ცანგალა 16:42, 29 მაისი 2020 (UTC)
@Zangala: ჩვენ ყველანი რიგითი მომხმარებლები ვართ. აზრი აქვს, ვინაიდან პირველი შენ გამომეხმაურე ამ სათაურთან დაკავშირებით. - OTOGI Messages 16:47, 29 მაისი 2020 (UTC)
- იხ. აგრეთვე ლელო სტატია „მწვერვალების დამპყრობ ვეტერანთა შეკრება“. გაზეთი საბჭოთა დროის არის. რამდენად დაამტკიცებს ქართული ვიკიპედიის „ელიტა“? ჩემი პოზიცია გასაგებია ე. ი. იალბუზისპირეთი.--ცანგალა 17:09, 29 მაისი 2020 (UTC)
- გამარჯობა. აქაც დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ სახელის ცვლილებას ვემხრობი. მსგავსი დასახელებები ითარგმნება და ქართულში მტკიცედაა დამკვიდრებული, მაგ: დნესტრისპირეთი (Приднестровская) და ბალტიისპირეთი (Прибалтика). პატივისცემით, --იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 17:10, 29 მაისი 2020 (UTC)
@Zangala: მადლობა პასუხისთვის. თუკი ვიკი-მომხმარებლებს ელიტას უწოდებ, მაშინ შენც ამ ელიტის ნაწილი ხარ როგორც ვიკიპედიელი. @იაკობ მახარაძე: თქვენც მადლობა, გადატანა შეიძლება. - OTOGI Messages 17:17, 29 მაისი 2020 (UTC)
- „ელიტას“ — მე არ ვეკუთვნი. და მოდი ნუღარ გავაგრძელებთ. ცუდი არ იქნება თუ ჩემს მითითებულ გვერდებს ჩემი სახელით სტატიის განხილვის გვერდზე დადებ, როგორც ეს მომხმარებელი:M.-მა დადო განხილვა:რაუფ ორბეი. ჩემი ღვაწლი არ უნდა იკარგებოდეს. მადლობა.--ცანგალა 17:33, 29 მაისი 2020 (UTC)
@Zangala: ნუ ღელავ, არ დაიკარგება. - OTOGI Messages 17:35, 29 მაისი 2020 (UTC)
- მაშინ დადე ჩემს მიერ მითითებული ბმულები.--ცანგალა 17:43, 29 მაისი 2020 (UTC)
@Zangala: ბმულის დადება თეორიულად შეიძლება, მაგრამ ამ განხილვას დისკუსიაც შეიძლება მოჰყვეს და ასეთ რეჟიმში გადატანა-გადმოტანა ცუდი აზრია. მე, ვფიქრობ, რომ აჯობებს სპეციალურ შექმნილ გვერდზე შეინახო განხილვები და შემდეგ გადაიტანო, რომელიც უკვე გაქვს (გვერდი იმისთვის, რომ არ დაგავიწყდეს წამოწყებული განხილვები). ანუ, მაგ., პირობითად შენ იძახი, რომ ეს „სტატია“ ამ სათაურზეა გადასატანი, შესაძლოა ვინმე არ დაგეთანხმოს, შედეგად შენც უნდა გასცე პასუხი, მერე იმანაც და ა.შ. ანუ რეალურად მთელი განხილვის გვერდის დისკუსიის გადატანა-გადმოტანა ასე უშენოდ არაპრაქტიკულია. - OTOGI Messages 17:50, 29 მაისი 2020 (UTC)
- და ერთი თვის შემდეგ დავდო? ეს ხომ მასხრად აგდებაა. როგორც მომხმარებელი:Zangala/განხილვები მომხმარებელი:Melberg-მა შემიქმნა. განხილვა:პრიელბრუსიე (ეროვნული პარკი) — დღეს არის აქტუალური და არა ერთი თვის შემდეგ. ის ორი ბმული რაც დავდე შენს განხილვის გვერდზე არ შეიძლება დაიწეროს, რომ მოგვაწოდა ცანგალამ. რა არის აქ დანაშაული? --ცანგალა 17:56, 29 მაისი 2020 (UTC)
@Zangala: ვინ გითხრა საინტერესოა, რომ ეს გვერდი მასხრად აგდებაა ? მასხრად აგდება ისაა, რომ საქმეზე წერ და მის პარალელურად რაღაც ელიტაზე და დაბლოკვაზე ლაპარაკობ ყველა განხილვაში. თან მელაპარაკები და თან დამცინი. ასე არ გამოვა. - OTOGI Messages 18:05, 29 მაისი 2020 (UTC)
- რაც მაგ განხილვის გვერდზე მიწერია ის შეიძლება ერთი წლის შემდეგაც დავწერო. მაგრამ, როდესაც განხილვა:პრიელბრუსიე (ეროვნული პარკი) აქტიური ამიტომ ახლა უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული მომხმარებლებისთვის განხილვის გვერდზე. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. მე დავასრულე საუბარი. --ცანგალა 18:23, 29 მაისი 2020 (UTC)
„პოლიტიკა სამსჯავროზე"
მოგესალმებით! „პოლიტიკა სამსჯავროზე“ წაგიშლიათ უკვალოდ?! ასეთი დაუნდობლობა? არ შეიძლება რეაქტირება, ჩასწორება?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Arena (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Arena: გამარჯობა! სტატიის წაშლა მოითხოვა ვიკიპედიის ორმა რედაქტორმა: @გიო ოქრო: და @Melberg:. შეგიძლიათ მათ გაესაუბროთ, ვინაიდან წაშლის ინიციატორები ისინი იყვნენ. მე, როგორც ადმინისტრატორმა შევასრულე შედეგების შეჯამება წაშლის სახით. - OTOGI Messages 11:09, 4 ივლისი 2020 (UTC)
თარგი:ინფოდაფა მონარქია
ოთო გამარჯობა, როგორ ხარ? ჩემი განხილვის სექციაში, თარგი:ინფოდაფა მონარქია, მომწერე: სტატიაში როგორც კი გამოჩნდება მერე უფრო მივხვდები. ანუ ჩემს სავარჯიშოში თარგმანი შესრულებულია და შევქმნა სტატიის ქართული ვერსია? იქ შემდგომში დასახვეწი იქნება. მივუთითებ, რომ სტატია იქმნება (მუშავდება).--Lasha-george განხილვაწვლილი 16:02, 8 აგვისტო 2020 (UTC)
- უკვე შევქმენი სტატიის ქართული ვერსია, თარგი:ინფოდაფა მონარქია, მაგრამ დასახვეწია. მე მეტი ვერ შევძელი ოთო თუმცა ვეცადე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:27, 11 აგვისტო 2020 (UTC)
- გამარჯობა OTOGI! ვმუშაობ მონარქის თარგზე (თარგი:ინფოდაფა მონარქია, ინგ. Template:Infobox monarchy), კოდები იწერება მაგალითების სახით, მაგრამ ინფოდაფები მარჯვნივ არ ჩანს. მაგალითად, ბელგიის მეფე ფილიპეს ინფოდაფა მონარქიის სახელწოდებითაა, ჩვენთან კი რატომღაც ლიდერის (!). იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო კი მმართველის ინფოდაფითაა გაფორმებული, მაგრამ ორივე ერთიდაიგივე სტატუსის მატარებელია. მე ვფიქრობ სასურველი იქნება თუ მონარქების კატეგორიაში გაერთიანდებიან. ლიდერი კი დამეთანხმებით სულ სხვა მნიშვნელობისაა, მაგალითად შეგვიძლია ლიდერის ინფოდაფაში პარტიის ლიდერი, ფრაქციის ლიდერი ან კოალიციის ლიდერი გავაერთიანოთ. მმართველი კი მონარქის (მეფე) ნაცვლადაა ინფოდაფებში გამოყენებული. მმართველი = наместник-ს, ანუ, ქვეყნის მმართველს (არა პრეზიდენტს, არამედ ოკუპირებული/ანექსირებული ტერიტორიის, მაგ. 1801 წლიდან მმართველებს – დანიშნულ ხელისუფლებს აღნიშნავს.). პრეზიდენტის ინფოდაფა ასევე შესასწორებელია, ინგლისურს მსგავსად, სადაც შტანდარტი ინფოდაფაშია, ჩვენთან კი რატომღაც ცალკე, იქვე, ოღონდ სტატიაში, ხოლო თვით ინფოდაფის კატეგორიები შინაარსით განსხვავდება.--გოგოლაური განხილვაწვლილი 05:00, 15 აგვისტო 2020 (UTC)
@Lasha-george: გამარჯობა, ცოტა მოგვიანებით გიპასუხებ... - OTOGI Messages 13:12, 19 აგვისტო 2020 (UTC)
- გაგიმარჯოს ოთო, კარგი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:09, 20 აგვისტო 2020 (UTC)
- მინიშნება მომცეს, მემგონი Module:Infobox აკლიაო...--გოგოლაური განხილვაწვლილი 03:57, 25 აგვისტო 2020 (UTC)
- siurprizi მეხმარება ოთო, უფრო სწორად 90 %-ზე მეტს ის აკეთებს. შენც თუ მოიცლი მოგვხედე. მე ვფიქრობ, ინგლისური მსგავსი რომ გამოვიდეს, როგორც მონარქიის ისე მონარქის ინფოდაფა თარგი:ინფოდაფა პოლიტიკური პოსტის მსგავსად თუ როგორცაა, მას უნდა დაეფუძნოს, მაგალითად ამჟამად, მონარქიის ინფოდაფა, როგორც ინგლისურში ვერ გამოვაჩინე. რავიცი, როცა მოიცლი შენი რჩევა მნიშვნელოვანი იქნებოდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:49, 28 აგვისტო 2020 (UTC)
@Lasha-george: თუკი ინგლისურ ვიკიპედიაში თარგი სტრუქტურულად კარგად არის აწყობილი, მაშინ ჩვენთანაც შეიძლება მსგავსი თარგის აწყობა. თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად თარგის ასაწყობად დრო არ მაქვს. - OTOGI Messages 09:01, 30 აგვისტო 2020 (UTC)
@Otogi: მიხარია შენი ნახვა. თარგი:ინფოდაფა მონარქია თითქმის დაიხვეწა. ძალიან პატარა საქმეღაა დარჩენილი ოთო. აბა გადახედე, რუსულიდან უფრო გამიადვილდა. ძალიან შრომატევადი კი იყო, მაგრამ თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. როცა დასრულდება (რაღა აკლია), მაშინ კარგი იქნება თუ ადმინისტრატორების გარდა წვდომა მასზე შეიზღუდება.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:06, 30 აგვისტო 2020 (UTC)
@Otogi: სტატიებში გამოყენებული გაქვს უკვე?. - OTOGI Messages 09:10, 30 აგვისტო 2020 (UTC)
- სტატიებში არსად ჯერ რათქმაუნდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:11, 30 აგვისტო 2020 (UTC)
@Otogi: O.K. დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვა. - OTOGI Messages 09:15, 30 აგვისტო 2020 (UTC)
- ოთო სურათიღა აკლია და ვერ ვამატებ გერბის სურათს...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:26, 30 აგვისტო 2020 (UTC)
- გაკეთდა, რუსული შრიფტი (герб) იყო შესაცვლელი. ეხლა ჩემს სავარჯიშო 2-ში გამოვიყენებ პირველად და დასრულებისას მოგწერ თუ როგორი გამოვიდა. მართლა არ მეგონა თუ შევძლებდი...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:31, 30 აგვისტო 2020 (UTC)
- @Otogi: თვითონ თარგი:ინფოდაფა მონარქია გაკეთდა, მაგრამ სავარჯიშოში დეტალებს ვერ ვსვავ ისე, როგორც ინგლისურში და მეორე ის რომ ყოფილ მონარქს ვერ მოვაშორე სიტყვა ტახტს იკავებს. ეს ორად-ორი პრობლემაა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:17, 31 აგვისტო 2020 (UTC)
- ეს თარგი – Generic template demo წაშლილია და ამიტომ ინგლისური არ გამოდის, რაც პრობლემატურია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:17, 31 აგვისტო 2020 (UTC)
- ანუ უკრაინული თარგიც ანალოგიურად ინგლისურზეა აგებული, მაგრამ რომ ამ თარგის (Template:Parameter names example) არსებობა ქართულ სივრცეში, თარგს მეც ავაწყობდი. რუსულში მონარქების თარგებად მონარქის თარგს არ იყენებენ, იყენებენ სახელმწიფო მოღვაწეს (Государственный деятель) ამიტომაცაა ჩვენთანაც ანალოგიურად. წეღან ინგლისური შევქმენი, მაგრამ ამ თარგის შეუქმნელობაა პრობლემა. მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, არადა ძალიან პატარა თარგია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:24, 31 აგვისტო 2020 (UTC)
- უკვე შეგაწუხე @Otogi:, Generic template demo← ეს თარგია შესაქმნელი, რომელზე წვდომა ინგლისურ ვიკიპედიაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ძალუძთ. ძალზედ მცირე თარგია. ეს თარგი რომ შეიქმნას, ინგლისური თარგის გაკეთებას მე ვიღებ ჩემს თავზე. ძალიან გთხოვ, როცა მოიცლი რათქმაუნდა ადვილი შესაქმნელი უნდა იყოს. ძალიან მცირე თარგია, რამდენიმე წინადადებაა. მონარქიის თარგს კი მე მივხედავ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:50, 1 სექტემბერი 2020 (UTC)
- არ ყოფილა დახურული დასაკოპირებლად, მაგრამ ვერ შევძელი შექმნა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:03, 1 სექტემბერი 2020 (UTC)
ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში
ოთო გამარჯობა, კონკურსი დასრულდა და უკვე შეგიძლია დაიწყო სტატიების შეფასება--დათო1010 06:25, 18 აგვისტო 2020 (UTC)
- გამარჯობა, დათო, მადლობა!. - OTOGI Messages 13:12, 19 აგვისტო 2020 (UTC)
ამ თარგზე უნდა დავიწყო მუშაობა. იმედია არ წაიშლება... ოთო ინფოდაფები ვერ გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ მოდული:Parameter names example შევქმენი, არც იქ და არც აქ ინფოდაფები არ გამოისახა. არადა რომ გამოვიდეს მონარქიის ინფოდაფის გაუმჯობესებული ვერსია გვექნებოდა, იქნებ გადახედო ოთო შემდეგ. უამისოდ მონარქიის ინფოდაფა ვერ აეწყობა, ხოლო მონარქიის ინფოდაფას მე მივხედავ, ამას უბრალოდ გადახედე აბა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:40, 1 სექტემბერი 2020 (UTC)
- ამ თარგში ინფოდაფა ამოვიყვანე და აღმოჩენილია ლუა – ეს ჯერჯერობით ვერ გავერკვიე თუ რა ხილია...--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:50, 2 სექტემბერი 2020 (UTC)
- სათარგმნი ყოფილა, მივხედავ...იმედია გამომივა (ინფოდაფას ვგულისხმობ).--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:55, 2 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: საერთოდ, რას გირჩევ იცი? სავარჯიშოში დაამზადე ხოლმე თარგები და მერე გადაიტანე სახელთა ძირითად სივრცეში. - OTOGI Messages 13:22, 3 სექტემბერი 2020 (UTC)
- @Otogi: ოქეი. უბრალოდ არ ვიცოდი ასე თუ გაიწელებოდა. ეს პრობლემა დარეგულირდება მაშინ, როდესაც ახლანდელ მონარქიის თარგს რუსული მოდელიდან ინგლისურ მოდელზე გადავიყვან. თვითონ რუსული ვიკიპედია არ იყენებს მისსავე მონარქებთან მიმართებაში რუსულ მონარქიის თარგს (მაგ. თარგიდან, Государственный деятель პეტრე I).--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:41, 3 სექტემბერი 2020 (UTC)
თარგი:ინფოდაფა მონარქია მცირეღაა დარჩენილი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:16, 3 სექტემბერი 2020 (UTC)
- სავარჯიშოში არ გამოდიოდა ოთო, ვცადე შემექმნა თარგი:Generic template demo, მაგრამ მას კიდევ ორი თარგი უნდა მიბმოდა, რაც ერთგვარ ბმულებს შექმნიდა ერთმანეთს შორის, ე.წ. კავშირს, ეს კი თვითონ სავარჯიშოში არ გამოდიოდა. ცალკე თარგი რომ შემექმნა კი ბატონო, მაგრამ თარგი:ინფოდაფა მონარქია რომ შექმნილიყო მას კიდევ ორი თარგი უნდა მიბმოდა და მათთან დაკავშირება უნდა მომხდარიყო. მადლობა. ერთ კვირიან ვადაში ნამდვილად დავასრულებ მონარქიის თარგს, რომელიც ნამდვილად რთული იყო.--გოგოლაური განხილვაწვლილი 05:58, 4 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: ძალიან კარგი, წარმატებას გისურვებ!. - OTOGI Messages 06:45, 5 სექტემბერი 2020 (UTC)
@Otogi: დიდი მადლობა!--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:08, 5 სექტემბერი 2020 (UTC)
მომხმარებელი:Historianguy696
გამარჯობა, ოთო. ამ მომხმარებელს როგორც ვიცი სანდოს სტატუსი არ აქვს და ავტომატურად რანაირად მოწმდება მისი რედაქტირებები? ბოლო რედაქტირებები ნახე. Gobrona განხილვაწვლილი 15:28, 4 სექტემბერი 2020 (UTC)
@Gobrona: გამარჯობა! არ ვიცი მაგ სტატიაში რა მოხდა, მაგრამ აქ → Mellow გვერდი დასამოწმებელია. სავარაუდოდ, ვიღაცამ უბრალოდ დაამოწმა გვერდი. - OTOGI Messages 06:43, 5 სექტემბერი 2020 (UTC)
გარდა ამისა, ყურადღება მიაქციე, რომ სტატიის თავდაპირველი ვერსია შეუმოწმებელია, ხოლო შენი ერთ-ერთი სტატია — შემოწმებული, რაც სტატუსებიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია. მერე რა მოხდა სტატიის ისტორიაში, არ ვიცი... - OTOGI Messages 06:56, 5 სექტემბერი 2020 (UTC)
Commons
Commons
მოგესალმებით, ერთი თხოვნა მაქვს, ერთი წელი და ორი თვეა უშედეგოდ ვცდილობ ქომონსის ადმინებთან დაკავშირებას, ვიცი თქვენ არ ხართ ვალდებული, მაგრამ მე ვერ ვეხმიანები და იქნებ უთხრათ რომელიმე ადმინს, რომ მომხსნან ბლოკი, მიწერის საშუალებაც კი შემიზღუდეს და განხილვის გვერდზეც ვერ ვწერ, როგორც თავშვი ვთქვი 14 თვეა ასეთ მდგომარეობაში ვარ--მიშო განხილვაწვლილი 12:57, 5 სექტემბერი 2020 (UTC) იდენტიფიკატორი: #360325 ბოდიში შეწუხებისთვის, მადლობა წინასწარ
ფაილები
გამარჯობა, ფაილები რატომ წამიშალეთ, სამომავლოდ, როდესაც შევქმნიდი მაგ სტატიებს ჩავსვამდი და ეგრე ერთ-ერთობით ატვირთვა არშემიძლია. ან კითხვას რა ედგა წინ ანდაც რამდენიმე კილობაიტის დაზოგვაზე უკეთესი საქმე არაა ვიკიპედიაში? ვერვხვდები. Vano 3333 14:54, 7 სექტემბერი 2020 (UTC)
@Vano3333: გამარჯობა! შემთხვევით, უკეთესი ხომ არ იქნებოდა თქვენ გეკითხათ არის თუ არა ვიკიპედიის პრაქტიკაში არათავისუფალი ფაილების მასობრივი ატვირთვა სტატიების შექმნამდე ?... ბაიტები ტექნიკური მხარეა, თქვენ არ გეხებათ... - OTOGI Messages 18:01, 8 სექტემბერი 2020 (UTC)
- დიახ მესმის, მაგრამ თავადაც იცით, რომ უამრავი სტატია და ეგეთი ფაილია, რომელიც მაგ წესებს არღვევს და ჯერ არავის დაუწყია ვიკიპედიის მაგეებისგან რეგულარულად გასუფთავება. მე ვეცადე ინტერვიკების ფოტოებზე ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო ქართული ქიმიის თემის გვერდები, მაგრამ არგამოვიდა. მე ის ვთქვი, რომ შეგეძლოთ მოგეწერათ და უკეთესი ჟესტი იქნებოდა ადმინისგან ეს, ვიდრე ეგრევე, უთქმელად წაშლა. მემგონი არ უნდა გვიკვირდეს, თუ რატომაა ვიკიპედიაში ორი-სამი კაცი აქტიური. თხოვნა იქნება ეს გვერდი წაშალოთ. მადლობა. Vano 3333 05:41, 9 სექტემბერი 2020 (UTC)
იბერიის მეფეთა შესახებ
გამარჯობა @Otogi:! აქ ვფიქრობ 23:15, 23 აგვისტო 2020-ის ვერსია უნდა დაბრუნდეს და რატომ... საერთოდ ქსე მითრიდატე II-ეს მიიჩნევს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებულ მეფედ მაშინ, როდესაც კირილ თუმანოვი მას მითრიდატე I-ად აღიარებს, მაგრამ ზოგადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ქრონიკები (ქართლის ცხოვრება, მოქცევაჲ ქართლისაჲ, ვახუშტი, თეიმურაზი და სხვ.) მითრიდატეს საერთოდ არ მოიხსენიებს (მითრიდატე ბერძნულ-ბიზანტიური, ხოლო მირდატი სპარსული სახელია). მითრიდატეს მოიხსენიებს მხოლოდ ქსე... (იხ. გიორგი მელიქიშვილი - ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, რომელი მეფეებიც ქსე-შია). გამომდინარე აქედან მირდატი და მითრიდატე ცალ-ცალკე სტატიებად უნდა დაიწეროს. ასე მაგალითად, როდესაც ქსე ამბობს, რომ მითრიდატე VII იყო ვახტანგ გორგასლის მამა, ყველა სხვა დანარჩენი წყაროს მიხედვით მირდატ V-ეა ვახტანგის მამა. ჯაბას ცნობისთვის ვუთხარი, ასევე დავწერე იბერიის გვერდზე, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა. მსგავსი შემთხვევა გვაქვს ბაკურთან მიმართებით, რომელიც თუ მოგვარდა ძალიან ბევრ პრობლემას გადაჭრიდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:24, 9 სექტემბერი 2020 (UTC)
- სალამი ოთო! დავწერე განხილვა:მითრიდატეში ასევე, მაგრამ როგორც წესი დიდი ალბათობით გამოხმაურება არ მოჰყვება. კერძოდ აქ რომ დალაგდეს მეფეთა რიგი რიგითობის მიხედვით: მითრიდატე და მირდატი უნდა გაიმიჯნოს. ბაკურიც ასევე. მხოლოდ მოქცევაჲ ქართლისაჲ გვეუბნება რომ 5 ბაკურია, ხოლო ყველა დანარჩენი წყარო გვეუბნება რომ 3-ა. (იხ. შედარება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მეფეთა სიისა ვახუშტის „საქართველოს ისტორიის“ მეფეთა სიასთან). ნაბიჯ-ნაბიჯ თუ მოგვარდება ოთო ეს პრობლემა. 1 დღეში სამყაროც არ შექმნილა. შენ გაწუხებ ისევ, იმის იმედით, რომ იქნებ დავალაგოთ ეს საკითხი... არავინ მეხმიანება განხილვის გვერდიდანაც კი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:44, 11 სექტემბერი 2020 (UTC)
დახმარება
თარგი:ქორწინებიდან ვერ გავიგე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინფოდაფის კატეგორიაში მეუღლე, თუ როგორ დავამატო კოდი რომ გამოჩნდეს...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:49, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: გამარჯობა ლაშა-გიორგი. ზუსტად რას გულისხმობ შეგიძლია ამიხსნა?. - OTOGI Messages 12:56, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- ინგ. ინფოდაფის კატეგორია: Ana Bagration-Gruzinsky
- ქართ. ინფოდაფის კატეგორია: მეუღლე= ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
მეუღლის კატეგორია შესაბამისობაში ვერ ჩავაჯინე რომ გამოჩნდეს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:31, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: ასე რომ იყოს რა უჭირს ლაშა → ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. ? - OTOGI Messages 13:37, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- ანუ თანმიმდევრობა, როგორც ინგლისურშია ისე უნდა იყოს თარიღები თუ გამოჩნდება უკეთესი!--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:40, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: თანმიმდევრობა და მსგავსი რაღაცები უკვე საკუთრივ ინფოდაფაში უნდა შეიცვალოს, რის აუცილებლობასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. - OTOGI Messages 13:41, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- თარგი:ქორწინებიდან უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ალბათ მანდაა რაღაც ლაფსუსი...--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:43, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: მოკლედ, როგორც ინგლისურშია მეუღლეების ველი ისევეა ქართულშიც, ლაფსუსს ვერ ვხედავ მე. - OTOGI Messages 13:46, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- კი, მაგრამ ანალოგიური კომბინაციით ვერაფრით ვერ ხერხდება ანას ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოჩენა და...--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:49, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: აბა ეხლა ნახე → დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. - OTOGI Messages 13:56, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- ფილტვი ხარ ოთო, ყოჩაღ!--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:58, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
დამიჯერე, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია... O.K. - OTOGI Messages 14:00, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- უბრალოდ ვერ მივხვდი, ინგლისურში ქვეკატეგორიის სათაური მეუღლეა (spouse = {{marriage...), ჩვენთან კი ქორწინება= და ისევ ქორწინება და ამას კი ვეღარ ვიფიქრებდი...--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:04, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: საქმე იმაშია, რომ ჩვენთან (და საერთოდ) ინფოდაფები ხშირად რეორგანიზაციას ექვემდებარება და ხშირად, დაფაში ძველი (აწ) გამოუსადეგარი ველები რჩება ხოლმე... P.S. ზედა კომენტარებზე პასუხის გაცემა არ დამვიწყებია, უბრალოდ დრო არ მაქვს რომ შევისწავლო საკითხი. - OTOGI Messages 14:07, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
კი, ამ მხრივ კორექტირებებია საჭირო. ზედა კომენტარებთან დაკავშირებით ძალიან ადვილია გარკვევა, უკეთესია თუ ქსე გაქვს, მაგრამ როინ მეტრეველის "საქართველოს მეფეები" კარგია, ასევე იხ. იბერიის მეფეთა სია, მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს და ვახუშტის (საფუძველი: ქართლის ცხოვრება) სიის შედარება. ვიკიპედიის პრინციპებიდან გამომდინარე ყველა ისტორიკოსის ვარიანტი თვით კონკრეტული მეფის გვერდში უნდა ჩაიწეროს, მაგრამ არა ინფოდაფასა და ინფოყუთში, რომელიც ერთგვარ გაუგებრობას იწვევს. ასევე ნავდაფა... სავარჯიშოში გავაკეთე 1. ვახუშტის და ქართლის ცხოვრების, 2. კ. თუმანოვის. უფრო ვახუშტისკენ ვიხრებით, საუბარი მაქვს ინფოდაფასა და ინფოყუთში წინამორბედის და მემკვიდრის თანმიმდევრობაზე, რომელიც ნავდაფას თუ შევქმნით (ყოფილი არ მომწონს პირადად, რადგან საუკუნეების მიხედვით დაწერას, დინასტიების მიხედვით დაწერა სჯობია) მხოლოდ ერთ ავტორზე დაყრდნობით იქნება, მხოლოდ იბერიის მეფეები გუარამამდე და განვმეორდები, ყველა ისტორიკოსის წყარო იქნება მხოლოდ ტექსტად და არა ინფოდაფებში მითითებით. ქსე-სეული მითრიდატეს მიხედვით, რომელიც გ. მელიქიშვილისეულია ესეც შეგვიძლია მოვიხსენიოთ (იხ. იბერიის მეფეთა სია, გ. მელიქიშვილის ვერსია). ოთო, უბრალოდ აქ მინდა რომ მეფეთა შავი შრიფტი ბოლოსდაბოლოს გალურჯდეს... მადლობა ყურადღებისთვის. ადვილია თუ მივხედავთ მხოლოდ იბერიის მეფეებს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:24, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
განახლება
სალამი ოთო, საქართველოს ლიდერთა სია და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი განვაახლე. შეგიძლია დაამოწმო, მადლობა წინასწარ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 20:47, 13 სექტემბერი 2020 (UTC)
- ასევე კოლხეთი, გრამატიკულად გავასწორე, მაგ. მთლი, შევასწორე მთელით.
მთავარი მდინარე, ცნობილი ფაზისის სახელწოდებით, ზოგიერთი მწერლის მიხედვით, იყო კოლხეთის სამხრეთ საზღვარი, მაგრამ, სავარაუდოდ, მიედინებოდა ამ ქვეყნის შუაგულში, კავკასიის დასავლეთიდან ევქსინისკენ, და ასევე მდ. ატიკიტუსისკენ (ძვ. ბერძნ. Ἀττίκιτος)[16] (ამჟ. მდინარე ყუბანი, მეოტების ქვეყანაში).
↑ ეს წინადადება გავასწორე და ასევე:
პოლემონის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 8) მისი მეორე მეუღლემ, პითოდორიდამ შეინარჩუნა უფლებები კოლხეთსა და პონტოზე, თუმცა ბოსფორის სამეფოზე მისი უფლებები შეწყდა.
შევასწორე: პოლემონის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 8) მისმა მეორე მეუღლემ, პითოდორიდამ შეინარჩუნა უფლებები კოლხეთსა და პონტოზე, თუმცა ბოსფორის სამეფოზე მისი უფლებები შეწყდა. მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:11, 14 სექტემბერი 2020 (UTC)
თხოვნა
@Otogi: გამარჯობა! არტაგი გადადის ადერკზე... ამასთანავე არსებობს გვერდი არტაგ I. სიამდვილეში არტაგ I-ად თეიმურაზი მოიხსენიებს, მაგრამ ძირითადად არტაგი უნდა იყოს მისი სახელი. ანუ ოთო, ამ არტაგის, რომელიც ადერკიზე გადადის და არტაგ I რომ შეერწყას...--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:50, 21 სექტემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: გამარჯობა! ჯერ განხილვა უნდა შედგეს, განხილვა უნდა დაიწო და კონსენსუსის შემთხვევაში შესაფერისი თარგი განათავსო. - OTOGI Messages 14:19, 21 სექტემბერი 2020 (UTC)
- განხილვა არტაგის გვერდზე დავწერო?--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:40, 21 სექტემბერი 2020 (UTC)
თუნდაც... ეგებ, ვინმე წინააღმდეგია ამ სტატიების გაერთიანებისა... - OTOGI Messages 14:41, 21 სექტემბერი 2020 (UTC)
- კარგი დავწერ. უბრალოდ არტაგი და არტაგ I ნამდვილად ერთიდაიგივეა. მეფეთა შედარებას ვაკორექტირებ და ვგონებ მაგ. არტაგ III რომ ქართამ II-ის ძეა საიდან, რომელი წყაროდანაა წარმოდგენა არ მაქვს...--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:52, 21 სექტემბერი 2020 (UTC)
გამარჯობა @Otogi:! გავარკვიე, biography.ucoz.com-დანა თარგი:საქართველოს მმართველები/იბერია-ში გადატანილი და ზოგიერთი მეფის მმართველობის წელი დამატებული აღნიშნულ თარგში. აღნიშნული საიტი კი წყაროს არ უთითებს... (!) თავის მხრივ ჩემს სავარჯიშოში ვაკეთებ მეფეთა შედარებას, რომელიც რათქმაუნდა წყაროების მიხედვითაა. მსგავსი თარგების უმეტესობა წყაროების მიუთითებლადაა და შესაბამისად არასწორი, რამეთუ წყარო ამ თარგებს არ გააჩნია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გამოგონილია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:13, 23 სექტემბერი 2020 (UTC)
გამარჯობათ Otogi! როცა მოახერხებთ ამ თარგზე "თარგი:სახლის ვიდეო თამაშების კონსოლები" რომ დაამატოთ PlayStation 5 და Xbox Series X/S კონსოლები. და კიდე თარგზე "თარგი:PlayStation" PlayStation 5, PlayStation 5-ის თამაშების სია, PSVR თამაშები და მასთან არსებული აქსესუარები: კონტროლერებში - DualSense, კამერებში - PlayStation HD Camera, სხადასხვაში - PULSE 3D™ უსადენო გარნიტურა და ბოლოში ლოგოც ამაზე File:PlayStation logo.svg. მადლობა წინასწარ.— დიმიტრი 00:57, 27 ოქტომბერი 2020 (UTC)
We sent you an e-mail
Hello Otogi/არქივი 34,
Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.
You can see my explanation here.
MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)
შეკითხვა
სალამი ოთო! შეკითხვა მაქვს... ჩემ სავარჯიშოში, ქართლის მეფეთა იდენტიფიკაცია, მაგ. ფარნავაზის ზემოთ ჩვენებას რომ დააკლიკებ ჩამოგიშლის აზოს გვერდს, მაგრამ ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, არსებობს ვიკიში ისეთი კოდი, რომ ჩამოშლისას უჯრები ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგ. პ. ინგოროყვას ვერსიები ერთი უჯრის ქვეშ იქნებოდა ჩამოშლისას.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:04, 27 სექტემბერი 2020 (UTC)
ოთო სალამი! შენი შექმნილია ანოსი. ანოსი აფხაზთა მეფის სახელია და პირდაპირ ანოსი რომ იყოს ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობაა არქონტი (ერისთავი) იყო თუ მეფე და ანოსის ნაცვლად ანოსის ტბად გადაკეთდეს, როგორც უცხოენოვან გვერდებზეა?--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:30, 2 ოქტომბერი 2020 (UTC)
- P.S.: თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრების ნავდაფაში მეფეები ჩავამატე, აკლდა და აფხაზთა მონარქები ჯობია სახელწოდებად, რადგან აფხაზეთის სამთავრო XVII-XIX საუკუნეების დასავლეთ საქართველოში არსებობდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:35, 2 ოქტომბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: გამარჯობა! არ მაქვს პრობლემა, როგორც ქართული ვიკიპედიისთვის იქნება უკეთესი ისე იყოს. თუმცა, მე გირჩევ, ჯერ სტატია გააკეთო აკადემიური წყაროების თანდართვით და შემდეგ სახელწოდებები შევასწოროთ. - OTOGI Messages 10:17, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- გაგიმარჯოს ოთო, ოქეი. ვახუშტი და კ. თუმანოვი ასე გვეუბნება. ოთო, რადგან აქ ხარ, მითრიდატეებს ერთხელ მივხედოთ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:33, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მე, რომ მკითხო უმჯობესია ჯერ მრავალმნიშვნელოვანი გვერდი დალაგდეს და შემდეგ, მის მიხედვით სტატიები. გაკეთდეს სია და შემდეგ სტატიები. - OTOGI Messages 10:36, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ოქეი, შენ უკეთ იცი. ოღონდ ჯობია ანოსი ერქვას მონარქს/ერისთავს და იყოს ასევე ანოსის ტბა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:40, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მასალა გაგაჩნია ანოსზე ?. - OTOGI Messages 10:47, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მასალა არა, ვახუშტის „საქართველოს ისტორიის“ 133 გვერდზე შენიშვნაა და იქ მოხსენიებულია ანოსი, რომ მეფეებამდელი ერისთავები იყვნენ მასთან ერთად (ჩამოთვლილია სახელები, მაგრამ არასრულად. სრული ვერსია კ. თუმანოვთანაა) და იქვე მითითებულია წყარო, მაგრამ ის წყარო სამწუხაროდ არ მაქვს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:02, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ისტორიული ფაქტებით დადასტურებულია, რომ ანოსი მართლად იყო პირველი ერისთავი, რაც შეეხება წყაროს ანუ მის შესახებ დეტალებს, სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ მაგ. თეოდოს I-ის ასევე ძალზედ მცირე, სტატიაში ერთი წინადადებით არის მოხსენიებული. გააკეთე ანოსის გვერდი და წყაროდ ვახუშტიში მითითებულ გვერდზე არსებულ წყაროს მივუთითებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:12, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ზუსტად, ამაზე მაქვს საუბარი, სანამ სტატია არ შეიქმნება ტბის სათაურის გასწორებას აზრი არ აქვს. - OTOGI Messages 11:13, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ანუ, სტატია რომ შევქმნა სათაური რა მივუთითოთ, მე მინდოდა ანოსი ერისთავს რქმეოდა და არა მაგ. ანოსი (აფხაზეთი) ან სხვ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:18, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ასე მემგონი არ შეიძლება, რომ შექმნა ანოსის ტბა და გადაიტანო არსებული ტექსტი და შემდეგ მანდ ჩაწერო ან ჩავწერ ანოსის ტექსტს?--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:19, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- შევქმნი ანოსზე სტატიას.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:20, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- შეგიძლია შექმნა სტატია. თუმცა ჯერ სავარჯიშოში შეგეძლო სტატიის შექმნა და შემდეგ მოგეთხოვა სათაურის გასწორება. ფაქტია მასალა არ გაქვს [სიტყვა შენია]. ორი სიტყვით, შეგიძლია იმოქმედო... - OTOGI Messages 11:22, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მსგავსი თემაა ოთო კოლხეთის სუვერენთა სია. მოგეხსენება აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია აღნიშნულმა სათაურმა, რომელი სათაურითაც მოხსენიებულია კ. თუმანისეული წყარო. კერძოდ რა მინდოდა, მონარქია გვიან დამკვიდრებული სიტყვაა და აჯობებდა ისევდაისევ (კოლხეთის სამეფოდან გამომდინარე — სამეფო→მეფე) კოლხეთის მეფეთა სია იყოს მთავარ სათაურად და წაიშალოს კოლხეთის მონარქთა სია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:31, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ანოსი შევქმენი, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანიც შევქმნა თუ არა?--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:10, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
კი, შექმენი. - OTOGI Messages 12:15, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ოთო ეს ვერ დავაკავშირე და დააკავშირე ანოსთან. მრავალმნიშვნელოვანს შევქმნი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:22, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- უი ოთო, ანესია (ანესის ტბა) და მრავალმნიშვნელოვანი არ უნდა დასჭირდეს...--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:28, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
მოკლედ, შენ რომ პირველად გესმის ამ ტბების შესახებ ფაქტია :)) მაინტერესებს რატომ ვერ დააკავშირე რუსულთან ანოსი ?. რას გიწერდა სისტემა ?. მე უპრობლემოდ დავაკავშირე. - OTOGI Messages 12:33, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- კი, პირველად მესმის😊. ბმულის დამატებას რომ დავაკლიკე, ამომიგდო ფანჯარა: კავშირი გვერდთან, წინადადებით: გთხოვთ, აირჩიოთ საიტი და გვერდი, რომელზეც გსურთ აქედან ბმულის გაკეთება. ასევე ფარჯარაშია ენის და გვერდის გრაფები. ბმულის რედაქტირებიდან ვიკიდატაზე კი ვაკეთებ და აქ ვერა...--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:39, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- კარგი, დაკავშირებულია!. - OTOGI Messages 12:41, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
განხილვა
ოთო თხოვნა მაქვს, კოლხეთის მონარქთა სიაზე რა ვქნათ (ზემოთ მოგწერე). ასევე აფხაზეთის მთავრები (ტიტულით მხოლოდ მთავრები არ ყოფილან), ეს სათაური წაშაშლელია და მონარქები უნდა მიეთითოს ანუ აფხაზთა მონარქები, რადგან სამეფო სახლის წევრებიც დე-ფაქტო მმართველობდნენ. Template:Infobox royalty (უკრ. Шаблон:Монарх) სამეფო ოჯახს, მონარქს ნიშნავს და რატომ მმართველი? (იხ. სხვ. ანალოგიური უცხოენოვანი გვერდები.).
დასამოწმებელია:
- უტუფურსი
- მითრიდატე (კოლხეთი)
- ტაო-კლარჯეთი
- იოვანე (ერისმთავარი). ყველა სტატიას წყარო აქვს მითითებული. მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:04, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- პრობლემა არაა, ჩემს სავარჯიშოში გავაკეთებ აფხაზეთის მმართველთა სიას და ჩავანაცვლოთ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:07, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- სათაური: თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები ასევე არაა მართებული. სწორია: აფხაზთა მეფები, რადგან დივნის მიხედვით მეფეები იყვნენ და გაერთიანდნენ ჯობია ანუ თარგი:აფხაზთა მეფეები!--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:12, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- სათაურის შეცვლასთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი ?. - OTOGI Messages 13:21, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- რომელ სათაურთან ოთო?--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:25, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
კოლხეთის განხილვაში წერია. არსებითად წყაროებში ნამდვილად ნახსენებია, რომ კოლხეთის მეფეები იყვნენ, მონარქი გვიანდელი ტიტულატურაა, ხოლო სუვერენს წყაროში კ. თუმანოვი ეძახის და ამიტომ მთავარ სათაურად კოლხეთის მეფეთა სია იყოს თქო.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:27, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მთავრები, მეფეები და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან დემოკრატიაა, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე იქნება. თუ რამის შეცვლა გინდა დაწერე კონკრეტულად იმ სტატიის განხილვის გვერდზე. - OTOGI Messages 13:29, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრების ნაცვლად აფხაზთა მეფეები (ასე წერია აფხაზთა მეფეთა დივანში, რომ 22 "მეფე" ჰყავდა აფხაზეთს). ანუ თარგში ანოსიდან გაერთიანდნენ ბაგრატამდე. კარგი დავწერ. არტაგზეც დავწერე რომ ადერკიზე გადადის თქო, მაგრამ...--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:32, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- არტაგის განხილვის გვერდსა და აფხაზეთის მთავრების გვერდზე დავწერე თუ ვინაა მომხრე და ვინ წინააღმდეგი. აფხაზეთის მეფეები და მთავრების თარგზე არ დამიწერია. ვგონებ შენი შექმნილია და აღარ დავწერე განხილვაში.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:54, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- აფხაზეთის მეფეების და მთავრების თარგის განხილვაშიც ჩავწერე ტექსტი. შენი შექმნილი არ ყოფილა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:27, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- გამარჯობა ოთო. განხილვაში პასუხს სავარაუდოდ არავინ დაწერს😲. თარგის სახელი უნდა იყოს აფხაზთა მეფეები, თანახმად აფხაზთა მეფეთა დივნისა და მთავარი არასწორი ფორმულირებაა, ყველა, 22-ვე მეფედ ითვლება (იოვანე და ადარნასე შავლიანები სიაში ნომირირებულნი მათი უზურპატორებად ჩათვლის გამო არ იყვნენ) და ნავდაფაში ერთი სახელწოდების, მეფეების გასწვრივ უნდა დაიწეროს.
- P.S. ყველა მეფეს ფრჩხილებში აფხაზთა მეფე უწერია და ლეონ I-ს მხოლოდ აფხაზეთი (?). სტანდარტიზაცია არ ჯობია? მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:26, 9 ოქტომბერი 2020 (UTC)
ნავდაფა და სხვ.
გამარჯობა ოთარ! თქვენი ყურადღების მიპყრობა მინდა ძველი ნავდაფის (თარგი:იბერიის მეფეები) ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობაზე. კერძოდ ძველში მითითებული მეფეები საუკუნეების გასწვრივაა მითითებული მაშინ, როდესაც არცერთ სხვა მსგავს ნავდაფაში არ არის მითითებული საუკუნეების გასწვრივ მეფეთა ჩამონათვალი... და ქვემოთ მეფეები კიდევ გამოყოფილია (რევ II · ფარნავაზ II · მითრიდატე II · მითრიდატე III · ხსეფარნუგი · ფარსმან IV). მოგეხსენება ამ თემაზე კომპლექსურად ვმუშაობ და თუ ნავდაფა ახლით ჩაენაცვლა, დამეთანხმები იბერიის მეფეთა მრავალი ვერსიის მიუხედავად ერთი ვერსია უნდა ჩაენაცვლოს. არსებულში კი ქართლის მოქცევის, ქართლის ცხოვრების, თეიმურაზის (არშაკ III-ეს მხოლოდ თეიმურაზი მოიხსენიებს.) და კ. თუმანოვის ვერსიებია აღრეული. არის კიდევ ერთი ნიუანსი: როკი და მირდატი (იგივე მითრიდატე I). მითრიდატეს და მირდატის საკითხი როგორც განხილვაში დავწერე გასამიჯნია, რამეთუ ამ ორი მეფის იდენტურობას მხოლოდ კირილ თუმანოვი აღიარებს, როდესაც ყველა ქართველი მეცნიერი ამას უარყოფს. P.S. ბევრგან დავწერე განხილვაში და პასუხი არავის მოუწერია, იქნებ ნელ-ნელა მივხედოთ ოთო იმ საკითხებს, რაშიც შენი დახმარებაა საჭირო, კერძოდ მირდატ V-ის და მირდატ IV-ის მირდატ I-ზე გადასვლის პრობლემატურობა, ბაქარ I-ის და ბაკურ II-ის ერთ სტატიად გაერთიანება და ა.შ. მადლობთ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:01, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მირდატ IV და მირდატ V წაშალე ოთო, მირდატ I-ზე გადადის! წყარო მაქვს და შევავსებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:04, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ოთო, ძალიან გთხოვ დამეხმარო, კერძოდ, მითრიდატეს გვერდი ჩემის აზრით ასე უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა შესაძლებელია დამატებაც. მირდატიდან მითრიდატეზე გადამისამართება არ მგონია საჭირო იყოს, უბრალოდ ჩაიწერებოდა ქვესათაურად, მაგ. მითრიდატე VII, მირდატ V. ანუ რა მინდა მხოლოდ პირველი სათაურები, მითრიდატე უნდა დარჩეს (გვერდზე მიწერილები ძველი ქართული წყაროების მიხედვითაა). მაგ. რატომ ვამბობ, მითრიდატე II სხვაა და მითრიდატე II კი სხვა. ამაში დამეხმარე, რომ მხოლოდ მითრიდატეები დარჩეს თითქმის, ანუ როგორც ნიმუშშია (სავარჯიშოში), რათა დალაგდეს ბოლოსდაბოლოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:29, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)
- ანუ ეს მითრიდატე II და მითრიდატე II სხვადასხვაა... როცა მოიცლი ვიმსჯელოთ, მე დარწმუნებული ვარ ადვილად გაერკვევი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:02, 17 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მითრიდატეები გაკეთდა ჯაბას და დათოს დახმარებით, მაგრამ არის კიდევ წაშაშლელებში გადატანილი "მეფეები", რომლებიც არცერთ წყაროებში არ იძებნება. კონტაქტზე გამოსვლის შემთხვევაში, როცა მოიცლი განვიხილოთ კარგი?--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:09, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)
?
- თარგი:Yesno-no მუშაობდა და ახლა აღარ კეცავს ჩემს სავარჯიშოში (მმართველების სიაში familytree-ს...) ვერაფერი გავიგე. მაგ. ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულებაში სოლომონის მემკვიდრეები ჩაკეცილი იყო, ახლა კი აღარ მუშაობს თარგი!--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:30, 19 ოქტომბერი 2020 (UTC)
- გაკეთდა, ცვლილება შემცვლელის მიერ დაბრუნებულია!--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:06, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)
თარგის დახვეწის შესახებ
ეს თარგი ვიზუალურად ჩვენი თარგის მსგავსი იყო და ფერი საქართველოს დროშის ფერების მიხედვით გადაწყდა? არადა ძალიან კი ყვირის. თავდაპირველი უფრო მშვიდი ფერია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:14, 21 ოქტომბერი 2020 (UTC)
განხილვა
ოთო გამარჯობა. სტატია თარგი:იბერიის მეფეთა გენეალოგია წასაშლელია, რადგან იბერიის სამეფოს გენეალოგიური ხის ერთგვარი გამეორება, ტავტოლოგიაა. მიშას (სიურპრიზი) ვესაუბრე ამის შესახებ უკვე. შენი დაცულია და ამიტომ ვიფიქრე შევეკითხები თქო.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:21, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)
თხოვნა
მოგესალმები ოთო. რამდენიმე კაზუსის შესახებ მინდა მოგახსენო. კერძოდ, ამ გვერდებს ვერ ვამისამართებ და სასურველია ის სახელწოდება დარჩეს, რომელი სახელწოდებაც ერთადერთია, სახელდობრ:
- არტაგი=არტაგ I-ს (სახელწოდებაზე არტაგი ვერ გადამყავს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთია და ნომერაცია I არაა საჭირო ანუ წასაშლელია.
- ქართამი=ქართამ I-ს. ასევეა ქართამი, რომელიც ერთია ისტორიოგრაფიაში და II არ არსებობს. ქართამ I-ც უნდა წაიშალოს.
- ღადამი=ადამ I. ასევეა ადამ I. ადამ II არ არსებობს... შესაძლებელია მსგავსად სახელისა ვაჩე (ქართლის მეფე), ან/და დაჩი (ქართლის მეფე), ესეც იყოს ადამი (ქართლის მეფე). ადამ I წაიშალოს.
- და ერთი კიდევ:გურგენი (VI ს.)→გურგენი (VI საუკუნე)... ეს გურგენი ცალკე საუბრის თემაა. არსებობს გიო ოქროს აზრი რომ სასურველია მას ერქვას გურგენი (ქართლის მეფე), მაგრამ ფრჩხილებში ქართლის მეფე ვაჩე და დაჩიცაა და ეს გურგენი მათგან განსხვავებით ქართული მატიანეების უმრავლესობა არ მოიხსენიებს, ამიტომ ჩემი აზრით მას უნდა ერქვას გურგენი (გურგენი=გურგენი (VI ს.)), ხოლო მეფეთ მეფე გურგენი=გურგენი (ქართველთა მეფეთ მეფე). მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:09, 31 ოქტომბერი 2020 (UTC)
- გაგიმარჯოს! სიმართლე გითხრა საერთოდ ვერ მივხვდი მე რა უნდა გავაკეთო... - OTOGI Messages 16:04, 1 ნოემბერი 2020 (UTC)
- ოთო გამარჯობა. კონკრეტულად ვერ გითხარი. გეტყვი:
- როგორც მომხმარებელს, ვერ გადამყავს მთავარ გვერდად არტაგი, რომელიც ერთადერთია ქართულ ისტორიოგრაფიაში, ხოლო არტაგ I წასაშლელებში უნდა გადამეტანა;
- მსგავსი სიტუაციაა ქართამ I-ლთან მიმართებაში, რომელიც უნდა წაიშალოს. აქაც ერთია ქართამი, რომელთან ერთად უნდა იყოს ქარძამი (მისამართდებოდეს, და მისამართდება კიდეც).
- მხოლოდ ღადამი და ადამი (ქართლის მეფე) უნდა იყოს (მაგალითი: ვაჩე (ქართლის მეფე), ან/და დაჩი (ქართლის მეფე)), ხოლო ადამ I უნდა წაიშალოს (ადამი ერთია).
- გურგენი (VI ს.)→გურგენი (VI საუკუნე) ეს მეფე უნდა იყოს უბრალოდ გურგენი და რატომ. ვაჩეს და დაჩის მსგავსად ფრჩხილებში ქართლის მეფე იმიტომ არაა სასურველი დაეწეროს, რომ ამ მეფეს მხოლოდ ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოპი კესარიელი იხსენიებს და ქართულ ისტორიოგრაფიაში მისი ვინაობა სრულიად დადგენილი არ არის, ხოლო მეფეთა მეფე გურგენი უნდა იყოს შემდეგნაირი სახელწოდებით: გურგენი (ქართველთა მეფეთა მეფე) (სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ (იხ. ბოლო გვერდის გენეალოგიური ტაბულები.), აგრეთვე, გვ. 88, შენიშვნა 40. იოანე მტბევარ-მაწყვერელის მიერ ხარისხით 995 წელს მოხსენიებული), როგორც მაგალითად ბაგრატ II (ქართველთა მეფე).
- ბარემ დიდიხანია არ გამოჩენილხარ და თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები, განხილვაშიც მიწერია, უნდა გადამისამართდეს თარგი:აფხაზთა მეფეები და 24-ვე მეფე უნდა გაერთიანდეს, რადგან აფხაზთა მეფეთა დივანი (ქართული წყაროები) მათ ყველას მეფეებად მოიხსენიებს, +ორი უზურპატორს გავაფერადებ... მადლობა გამოხმაურებისთვის ოთო.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:57, 2 ნოემბერი 2020 (UTC)
- ↑ – მე-4 პუნქტთან დაკავშირებით გიო ოქროს დავეთანხმები მაშინ, გურგენი (VI ს.)→გურგენი (VI საუკუნე) (რომელსაც წასაშლელებში გადავიტან) იყოს გურგენი (ქართლის მეფე), ხოლო გურგენი დარჩეს გურგენად, როგორც არის.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:47, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: თუკი რომელიმე გვერდის წაშლა გაინტერესებს წაშლის თარგი უნდა განათავსო. როგორც ვხვდები, მოითხოვ წაიშალოს გვერდი გურგენი (VI ს.) — ასეა ?. - OTOGI Messages 08:43, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- გურგენი (VI ს.)→გურგენი (VI საუკუნე), ესენი უნდა წაიშალოს და მას დაერქვას გურგენი (ქართლის მეფე).--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:53, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: მერე წაშლის თარგი უნდა ჩასვა. თუმცა, გადამისამართება თუ საჭიროა მისი წაშლა არ შეიძლება. საჭიროების საკითხია აქ. წაშლაზე პასუხისმგებლობას იღებ შენ. ამიტომ კარგად უნდა გაარკვიო ყოველივე. - OTOGI Messages 08:55, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- უკვე გადავამისამართე. პასუხისმგებლობას რათქმაუნდა ვიღებ. განთავსება წაშლის თარგის კი ვიცი ოთო და განვათავსებ (ამ ორ სახელთან დაკავშირებით: გურგენი (VI ს.)→გურგენი (VI საუკუნე)), მაგრამ 1-ელ და მეორე პუნქტში, შესაბამისად არტაგი უნდა დარჩეს რადგან არტაგ II არ არსებობს ისევე, როგორც ქართამ II, ანუ აქ არტაგი და ქართამი/ქარძამი უნდა იყოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:59, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- ↑ დამავიწყდა მეთქვა არტაგი და ქართამი მთავარ სათაურად ვერ გადამყავს...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:03, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: ორი წამით, ანუ გინდა რომ ქართამ I გადავიდეს ქარძამი-ზე ?. - OTOGI Messages 09:05, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- ქართამ I გადავიდეს ქართამი-ზე და დარჩება ქართამი/ქარძამი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:07, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: გასაგებია. არსებობს კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით ?. - OTOGI Messages 09:09, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- განხილვაში არ დამიწერია, რადგან ვიფიქრე, ქართამ I-ის დატოვება მაშინ, როდესაც ქართამ II არ არსებობს და მხოლოდ ქართამია არ არის საჭირო. --გოგოლაური განხილვაწვლილი 09:13, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- რავიცი, განხილვაში სხვაგან, მაგ. თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები დავწერე, მაგრამ...--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:15, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: გადავიტანე. ისე @Surprizi:-თვის დაგვეკითხა აზრი, ის მუშაობდა ინტენსიურად ამ სტატიაზე. - OTOGI Messages 09:22, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- ეგ არ მიკითხია მიშასთვის, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ იქნებოდა წინააღმდეგი. მომიწონა კიდეც ერთხელ მუშაობა ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი განახლებას საჭიროებს. იმაში რაც მოგწერე ოთო 100%-იანი ვიცი, რომ ასეა. ქართამ პირველად ისევე როგორც არტაგს – არტაგ I-ად იხსენიებს (იხ. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსას დამატება იხილეთ აგრეთვეში), მაგრამ აქ, ვიკიში (ენციკლოპედიაში) მაშინ როდესაც II არ არსებობს არაა საჭიროება I-ად იყოს მოხსენიებული.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:30, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- ოქეი. ეხლა ღადამი=ადამ I. შესაძლებელია მსგავსად სახელისა ვაჩე (ქართლის მეფე), ან/და დაჩი (ქართლის მეფე), ესეც იყოს ადამი (ქართლის მეფე).--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:37, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: გადავიტანე. კიდე რით შემიძლია დაგეხმარო ?. მომცემ ერთი ნახევარ-საათს ვიკიპედიაში რამე რო დავარედაქტირო ? :). - OTOGI Messages 09:49, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- სულ ერთი ოთო, შეგაწუხე, ადამი (ქართლის მეფე)-ზე გადავიტან მე, კერძოდ რა, თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები (აფხაზეთის სამთავრო გვიანდელია, შესაბამისად მთავრები), ეს უნდა გადავიდეს თარგი:აფხაზთა მეფეეები-ზე თანახმად აფხაზთა მეფეთა დივანისა, რომლის მიხედვით ყველა 22-ვე მეფე + 2 უზურპატორი მეფეებად ითვლებიან, და ეს→თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები უნდა წაიშალოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:53, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: თარგი აფხაზეთის მეფეები და მთავრები უნდა გადავიდეს აფხაზთა მეფეეები-ზე ?. - OTOGI Messages 09:59, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- კი ოთო, და თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები უნდა წაიშალოს (მე გადავიტან წასაშლელებში.) და უნდა გადამისამართდეს თარგი:აფხაზთა მეფეებიზე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:07, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
@Lasha-george: მორჩა ?. - OTOGI Messages 10:12, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- ჯერჯერობით კი ოთო, ბოდიში შეგაწუხე, და მადლობა დიდი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:18, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
არაფრის. კარგი. - OTOGI Messages 10:20, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
თხოვნა
ოთო, აქ ლეონ I (მრავალმნიშვნელოვანი) არსებობს და მანდვე, იყო ლეონ I, რომელიც გადავამისამართე ლეონ I (აფხაზეთი)-ზე, მთავარ გვერდად იყოს ლეონ I, ეს მინდოდა, რადგან სხვა ლეონ I არ არის.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:20, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- არ ქმნის ეგ არანაირ პრობლემას. - OTOGI Messages 13:22, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- ლეონიც ყოფილა და ლეონ I (მრავალმნიშვნელოვანი)ც... უბრალოდ (აფხაზეთი) სხვას არავის უწერია და...--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:31, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
- სალამი ოთო! ლეონი მივაბი სხვა უცხოენოვან გვერდებს. თარგი:საქართველოს მმართველები/იბერიაზე მინდა გკითხო, აღნიშნული თარგის წყაროა https://biography.ucoz.com, რომელიც, მე ვფიქრობ, წყაროს არ წარმოადგენს. შემიძლია აღნიშნული გვერდი წყაროს შესაბამისად შევავსო, რომელიც აღნიშნულს ჩაენაცვლება. როგორია შენი აზრი? რათქმაუნდა მსგავს გვერდებს (თარგი:საქართველოს მმართველები/...) ასევე არ აქვს მინიშენებული წყაროები და ამდენად თუ შევცვლი/ ჩავანაცვლებ მხოლოდ წყაროებით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:37, 5 ნოემბერი 2020 (UTC)
- აღნიშნული ბმული აკადემიური წყარო არ არის ცალსახად. - OTOGI Messages 09:28, 6 ნოემბერი 2020 (UTC)
- 100%-ით. აბსოლიტურად ყველა თარგი:საქართველოს მმართველები/... არც არაფერში გამოიყენებოდა და გამოიყენება წლების მანძილზე. ჩემი აზრით ყველა უნდა წაიშალოს. ერთადერთი, რაც კითხვას მიჩენს, არის თარგი:საქართველოს მმართველები/ქართლის ერისთავები, რომელიც შესაძლებელია ქართლის ერისთავებს დაემატოს, სანამ წაიშლებოდეს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:28, 6 ნოემბერი 2020 (UTC)
- აღნიშნული ბმული აკადემიური წყარო არ არის ცალსახად. - OTOGI Messages 09:28, 6 ნოემბერი 2020 (UTC)
- სალამი ოთო! ლეონი მივაბი სხვა უცხოენოვან გვერდებს. თარგი:საქართველოს მმართველები/იბერიაზე მინდა გკითხო, აღნიშნული თარგის წყაროა https://biography.ucoz.com, რომელიც, მე ვფიქრობ, წყაროს არ წარმოადგენს. შემიძლია აღნიშნული გვერდი წყაროს შესაბამისად შევავსო, რომელიც აღნიშნულს ჩაენაცვლება. როგორია შენი აზრი? რათქმაუნდა მსგავს გვერდებს (თარგი:საქართველოს მმართველები/...) ასევე არ აქვს მინიშენებული წყაროები და ამდენად თუ შევცვლი/ ჩავანაცვლებ მხოლოდ წყაროებით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:37, 5 ნოემბერი 2020 (UTC)
- ლეონიც ყოფილა და ლეონ I (მრავალმნიშვნელოვანი)ც... უბრალოდ (აფხაზეთი) სხვას არავის უწერია და...--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:31, 3 ნოემბერი 2020 (UTC)
სალამი ოთო. ეს გვერდი უნდა გადამისამართდეს აშოტ IV კურაპალატზე (იხ. აშოტი).--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:26, 6 ნოემბერი 2020 (UTC)
- გადაიტანე ლაშა, არ მცალია ხომ ხედავ... - OTOGI Messages 13:32, 6 ნოემბერი 2020 (UTC)
- ok.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:33, 6 ნოემბერი 2020 (UTC)