ანოსის ტბა
ანოსი (ფრანგ. Lac Anosy) — ხელოვნური ტბა მადაგასკარში, დედაქალაქ ანტანანარივუში. თავდაპირველად მის ადგილზე ჭაობი იყო, თუმცა რადამა I-ის მმართველობის პერიოდში ტბით ჩანაცვლდა. ანოსი ააშენა მისიონერმა ჯეიმზ კემერონმა, რომელმაც ტბას გულის ფორმა მისცა. ტბის შუაგულში არის კუნძული, რომელიც ქალაქთან ყელით არის შეერთებული. კუნძულზე არის პირველ მსოფლიო ომში დაცემულთა მემორიალი — ოქს-მორტის მონუმენტი, რომელიც დაამზადეს მოქანდაკე ბარბერისმა და არქიტექტორმა პერინმა 1927 წელს.[1][2] რადამა I-ის დროს კუნძულზე არსებობდა დენთის ქარხანა. მოგვიანებით იქ დედოფალ რავანამოლა I-ისთვის საზაფხულო რეზიდენცია აშენდა. ტბის ნაპირებთან იზრდება ჟაკარანდა, რომელიც ყვავილობს ოქტომბერ-ნოემბერში.[3] გვხვდება დიდი თეთრი ყანჩა. 26 ივნისს ტბაზე აღინიშნება ეროვნული დღესასწაული — მადაგასკარის დამოუკიდებლობის დღე.
ანოსი | |
---|---|
ანოსი | |
კოორდინატები: 18°54′55″ ს. გ. 47°31′18″ ა. გ. / 18.91528° ს. გ. 47.52167° ა. გ. | |
მდებარეობა | მადაგასკარი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ virtualglobetrotting.com
- ↑ internaute.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-06. ციტირების თარიღი: 2015-03-03.
- ↑ Lonely Planet