აშოტ I დიდი

(გადამისამართდა გვერდიდან აშოტ კურაპალატი)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აშოტ კურაპალატი.

აშოტ I დიდი, კურაპალატი (გ. 29 იანვარი, 826, დოლისყანა) — ტაო-კლარჯეთის ერისთავი (786813); ქართლის ერისთავი (787809); ქართლის მეფე (809813); ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი (813826); ქართლის ერისმთავარი (813826).

აშოტ I
დიდი

აშოტ კურაპალატის ბარელიეფი ოპიზის მონასტრიდან
ტაო-კლარჯეთის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 786
მმართ. დასასრული: 813
წინამორბედი: ადარნასე ბაგრატიონი
მემკვიდრე: ადარნასე I
ქართლის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 787
მმართ. დასასრული: 809
წინამორბედი: იოანე და ჯუანშერი
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 809
მმართ. დასასრული: 813
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
ქართლის ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 813
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 826
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
ქართველთა კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 813
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 826
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
შვილები: ადარნასე I,
ბაგრატ I,
გვარამ მამფალი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ადარნასე

პირველად პავლე ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აშოტ ბაგრატიონმა აღადგინა ქართლში მეფობა. „809813 წლებში აშოტმა აღადგინა „მეფობაჲ ქართლისაჲ“. მეცნიერი ეყრდნობოდა გიორგი მერჩულეს თხზულებას და ოპიზის საოსტიგნეს წარწერას[1][2].

აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კურაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისყანაში გარდაცვალებამდე. მამამისი იყო ადარნასე ბაგრატიონი (კლარჯეთის ერისთავი) [3].

აშოტის ერისთავობის დროს აღმოსავლეთ საქართველო დაიქვემდებარა არაბთა სახალიფომ, ქართლის სატახტოში იჯდა თბილისის ამირა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლებში დამარცხებამ, აშოტი აიძულა დაეტოვებინა ქართლი, გადასახლებულიყო ოჯახით და მომხრეებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში – ტაო-კლარჯეთში. აშოტმა აღადგინა ქალაქი არტანუჯი და გახადა მის რეზიდენციად. მიუხედავად ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ I რანგაბეს მიერ აშოტისთვის კურაპალატის ტიტული მინიჭებისა, ბიზანტიის დახმარების იმედი მას არ ჰქონია. აშოტი თავისი ძალებით იბრძოდა არაბების წინააღმდეგ, თანდათან აფართოებდა თავის ძალაუფლებას მთელს სამხრეთ საქართველოზე, შემდეგ შემოიერთა ქართლი.

826 წელს აშოტმა შეკრიბა ჯარი, არაბების წინააღმდეგ დაძრა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ მოღალატეები, რომლებმაც სცადეს მოეკლათ აშოტი. მან გადაწყვიტა თავი შეეფარებინა მონასტრისთვის დოლისყანის დასახლებაში. იგი იმედოვნებდა, რომ მას იქ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა შეთქმულები შეიჭრნენ ტაძარში და მოკლეს აშოტი.

აშოტის მემკვიდრეები გაიყვნენ ორ შტოდ: არტანუჯის ანუ კლარჯეთის (უფროსი ძის, ადარნასე I-ის მემკვიდრეები) ბაგრატიონები და ტაოს (შუათანა ძის, ბაგრატ I კურაპალატის მემკვიდრეები, მომავალი ქართველთა სამეფოს მეფეები) ბაგრატიონები. უმცროსი შვილის, გვარამ მამფალის მემკვიდრეები, გახდნენ ბაგრატიონების გვარის შიდა დაპირისპირების მსხვერპლი.

აშოტ I-ის რელიეფი.

წარმომავლობა

რედაქტირება

სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით, აშოტი იყო დავითის ტომის წარმომადგენელი, რომლის სახელოვანმა წინაპრებმა მოიპოვეს ქართლში ერისმთავრის ტიტული. აშოტი, სუმბატ დავითის ძის ქრონიკისა და ვახუშტის გენეალოგიური რუკის მიხედვით — ადარნასეს ძეა.

აშოტი ფლობდა როგორც ქართლის ერისმთავრის ისე კურაპალატის ტიტულს. აშოტ კურაპალატის მთავრობის დროს არაბთა ბატონობა გაძლიერდა და დაიწყეს ბიზანტიის საზღვრების შევიწროვება, აღნიშნული ვითარება ასევე შეეხო ბიზანტიის კურაპალატს, აშოტს. მან ვერ შესძლო წინააღმდეგობის გაწევა არაბებისათვის და იძულებული შეიქმნა გადაადგილებულიყო ბიზანტიის მიერ კონტროლირებად ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — შავშეთ-კლარჯეთში.

აშოტ I კურაპალატის ოჯახის ლტლოვილობა რთული აღმოჩნდა, ხელზე ჰყავდა ორი ჩვილი ძე — ადარნასე და ბაგრატი. ჯავახეთში ფარავნის ტბასთან შესვენებულს მტერი კვლავ წამოეწია. მტერი უკუაგდეს და მიაღწიეს შავშეთის საზღვარს. შავშეთი აშოტ კურაპალატს ჯერ კიდევ მურმან-ყრუსგან აოხრებული და განადგურებული დახვდა. ბიზანტიის ხელმწიფის ნებართვით აშოტი ემკვიდრება შავშეთ-კლარჯეთის ტერიტორიაზე. აღადგინა მურვან-ყრუს მიერ განადგურებულ არტანუჯის ციხე, რომელიც თავის დროზე ვახტანგ გორგასალმა ააშენა, ხოლო ციხის ძირში ააშენა ქალაქი, რომელშიც წამომართა პეტრე-პავლეს ეკლესია მისი გვარის საძვალედ.

აშოტ I კურაპალატის შავშეთ-კლარჯეთში მმართველობის პერიოდში, სამონასტრო მოღვაწეობა დაიწყო გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც თავისი სიწმინდით გაითქვა სახელი და მის აზრს დიდად აფასებდა თავად აშოტი. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია აშოტის ცხოვრების ზოგიერთი საინტერესო დეტალი.

 
ბაგრატიონების გვარის გენეალოგიური ხე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

არაბთა თარეშის ასალაგმავად, აშოტ I კურაპალატს პერიოდულად უწევდა მტრის რაზმების გასანადგურებლად, შეტაკებების ორგანიზება. ერთ-ერთი შეტაკების დროს ოროზ-მოროზის ძეებმა, აშოტ I კურაპალატი მოიხელთეს და დოლისყანის ეკლესიაში შეფარებული, ხმლით განგმირეს ტაძრის საკურთხეველში. მისი სისხლის კვალი ბოლო დრომდე შეინიშნებოდა დოლისყანის ეკლესიაში. დოლისყანელებმა რა შეიტყვეს მათი საყვარელი მთავრის მკვლელობა, დევნა დაუწყეს მტერს, ვიდრე უკანასკნელიც არ ამოხოცეს. აშოტ კურპალატის გვამი, მადლიერმა ერმა დაკრძალა არტანუჯის პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით აშოტ I კურაპალატი მოკლეს ქორინიკონს მვ (46), ხოლო დასაბამითგან წელთა ხჳლ (6430) ანუ 826 წლის 29 იანვარს.

 
„რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ~ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.“
(სუმბატ დავითის ძის ქრონიკა)

აშოტ I კურაპალატს დარჩა სამი ძე: ადარნასე, ბაგრატი და გვარამი. აქედან, შუათანამ — ბაგრატმა გააგრძელა კურაპალატის ტიტული.

აშოტ I კურაპალატის სახელს უკავშირდება ქართული ქორონიკონის შექმნა და დამკვიდრება, რომელიც მანამდე არსებული ქორონიკონებისაგან განსხვავდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბადრიძე შ., «ქართველთა სამეფოს» პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1965, ტ. 113;
  • კეკელიძე კ., აშოტ დიდი კურაპალატის ქრონოლოგიისათვის, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 8, თბ., 1962;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., 1963;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
იოანე და ჯუანშერი
ქართლის ერისთავი
787–809
ქართლის მეფე
809–813
ქართლის ერისმთავარი
813826
ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი
813–826
შემდეგი:
ბაგრატ I კურაპალატი