უტუფურსი
უტუფურსი, უტუფურში (დაახლოებით ძვ. წ. 805–ძვ. წ. 765) — დიაოხის მეფე. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირულად ებრძოდა ურარტუს მეფე მენუას (ძვ. წ. 810-786 წწ.) და არგიშთი I-ს (ძვ. წ. 786-764 წწ.). ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს დიაოხის წინააღმდეგ (ძვ. წ. 805, 795, 784-783, 774, 768 წწ.). მენუამ ერთხანს მოახერხა მისი დამორჩილება, ზოგი ტერიტორია ჩამოაჭრა, მიიღო მისგან ძღვენი (ოქრო-ვერცხლი, ცხენები) და ხარკის გადახდა დააკისრა, მაგრამ არგიშთი I-ის დროს უტუფურსი აუჯანყდა ურარტუს, რასაც მოჰყვა ურარტელების ხელახალი შემოსევა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 189.
- მელიქიშვილი გ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 8. ISBN 99928-58-36-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უტუფურში (მეფე). ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.