ანესის ტბა (ფრანგ. Lac d'Annecy) — ტბა საფრანგეთში, ზემო სავოიაში, ზღვის დონიდან 447 მ სიმაღლეზე. საფრანგეთის ტბებს შორის ფართობით მე-2 ადგილზეა. სიგრძე დაახლოებით 15 კმ, სიგანე 3,2 კმ. ფართობი 27,59 კმ². უდიდესი სიღრმე 82 მ. ტბის ქვაბული წარმოიქმნა დაახლოებით 18 000 წლის წინ ალპების დიდი მყინვარების დნობის პერიოდში. იკვებება მძლავრი წყალქვეშა წყაროთი და მრავალრიცხოვანი მცირე ნაკადულებით, რომლებიც სათავეს იღებენ ტბის ირგვლივ მდებარე მთებიდან. აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ შემოზღუდულია დე-ბორნის მთის მასივით (სიმაღლე 2351 მ). დასავლეთ მხარეზე ბოჟის მასივია, ხოლო ჩრდილოეთით ანესის მთები. ტბიდან გამოედინება მდინარე თიუ (სიგრძე 3,5 კმ).

ანესის ტბა
კოორდინატები: 45°51′ ჩ. გ. 6°10′ ა. გ. / 45.850° ჩ. გ. 6.167° ა. გ. / 45.850; 6.167
მდებარეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 447 
სიგრძე 14,6 კმ
სიგანე 3,2 კმ
ფართობი 27,59 კმ²
მოცულობა 1,1245 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 38 კმ
საშუალო სიღრმე 41,5 
მაქსიმალური სიღრმე 82 
აუზის ფართობი 251 კმ²
ანესის ტბა — საფრანგეთი
ანესის ტბა

ტბაში ერთადერთი ხელოვნური კუნძულია. მრავალფეროვანია ფაუნა. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება: კუმჟა, ლოქორია, ქაშაპი, წერი, კაპარჭინა, თაღლითა და სხვა. გამოირჩევა სუფთა წყლით. ტურიზმი. ტბის სანაპიროზე გაშენებულია ქალაქი ანესი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება