ლოქორია
ლოქორია, გუწუ (ლათ. Tinca tinca) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 500 გ აღწევს, მაღალია, სქელი, ლორწოს სქელი ფენით დაფარული. აქვს წვრილი ქერცლი, მუქი მწვანე ზურგი, ზეთისხილისფერი გვერდები, რომელსაც ოქროს ელფერი დაჰკრავს, პირის კუთხეებში — თითო პატარა ულვაში. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, ობისა და ენისეის აუზებში. საქართველოში ძირითადად შავი ზღვის აუზის მტკნარ წყლებში გვხვდება. ლოქორიას სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
ლოქორია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Tinca tinca | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 21912 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრეშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 298-299.