მთავარი მენიუს გახსნა

თაღლითა (ლათ. Alburnus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20 სმ-მდეა, წონა — 60 გ-მდე. აქვთ თხელი მბზინვარე ქერცლით დაფარული, გვერდებიდან შებრტყელებული და წაგრძელებული სხეული. მტკნარი წყლის ქარავნული თევზებია. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. შეიცავს 6 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მტკვრის თაღლითა (Alburnus filippi), თეთრულა (Alburnus alburnus) და ჩრდილოკავკასიური თაღლითა (Alburnus charusini). მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ.

თაღლითა
AlburnusAlburnus1.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  თაღლითა
ლათინური სახელი
Alburnus

ლიტერატურარედაქტირება