მაისი 2005
2005 წლის მოვლენები:
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2005 |
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
რედაქტირება- 1 მაისი - მართლმადიდებელმა ეკლესიამ საზეიმოდ აღნიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
- 4 მაისი:
- საქართველოს პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საქართველოს დელეგაციის წევრები ჰოლანდიაში გაემგზავრნენ, სადაც პატივი მიაგეს კუნძულ ტექსელზე დაკრძალულ ქართველთა ჯარისკაცთა ხსოვნას.
- საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის 20 მილიონი ლარი გამოყო.
- 5 მაისი - პარლამენტის თავმჯდომარე იმერეთს სტუმრობდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთს. ისინი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას.
- 6 მაისი:
- საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა გიორგის დღესასწაული აღნიშნა.
- აჭარის რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები. გაიმართა საზეიმო ღონისძიებები.
- 7 მაისი - ფილარმონიაში პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მორიგი ყრილობა გაიმართა. ამ მოძრაობის ლიდერია კონსტანტინე გამსახურდია.
- 8 მაისი - წინანდალში კახეთისა და პოლონეთის კარპატისპირეთის რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობები უკვე 5 წელია არსებობს.
- 9 მაისი:
- თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მას თან ახლავს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვა მაღალჩინოსანი პირები, მრავალრიცხოვანი დელეგაცია.
- ჯ. ბუში თანმხლებ პირებთან ერთად აბანოთუბანში მის პატივსაცემად გამართულ კონცერტს დაესწრო.
- შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ კონფლიქტის ზონის სოფელ მეღვრეკისიდან გატაცებული დავით ბერუაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.
- საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები თბილისში, გამარჯვების პარკში შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.
- 10 მაისი:
- საქართველოს პარლამენტში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა.
- საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ბრიფინგი გამართეს ჟურნალისტებისათვის.
- თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათეულ ათასობით მოქალაქეს სიტყვით მიმართეს მ. სააკაშვილმა და ჯ. ბუშმა.
- აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გადაეცა წმინდა გიორგის სახელობის ორდენი. იგი ამ ორდენის პირველი კავალერია.
- ჯ. ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედანზე “საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” აქცია გამართა.
- 11 მაისი - გამოცხადდა ღია კონკურსი ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად.
- 12 მაისი - სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით აღინიშნა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე.
- 14 მაისი - საქართველოში აღინიშნა კეთილმორწმუნე თამარ მეფის ხსენების დღე
- 16 მაისი:
- ძალაში შევიდა პარლამენტის დადგენილება რუსული ბაზების გასვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
- თბილისის ახალ აეროვაგზალს კომპანია “ჩელები” ააშენებს. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.
- 18 მაისი - საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე გაიხსნა მშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინისა და რეკონსტრუქციის მე-10 საერთაშორისო სპეციალური გამოფენა.
უცხოეთი
რედაქტირება- 1 მაისი - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა შრომისა და გაზაფხულის დღესასწაული.
- 3 მაისი - აღინიშნა თავისუფალი სიტყვის საერთაშორისო დღე.
- 4 მაისი - ფელიქს კულოვი ყირგიზეთის პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა.
- 5 მაისი:
- დიდ ბრიტანეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ (თავმჯდომარე, ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი).
- უზბეკეთმა ოფიციალურად დატოვა „სუუამი“. ამის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ამცნო გაერთიანების ამჟამინდელ თავმჯდომარეს მოლდოვის პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინს.
- ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღინიშნა.
- 6 მაისი - დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად 2 მილიციელი და ტაქსის მძღოლი დაშავდა.
- 7 მაისი:
- პრეზიდენტი ბუში მეუღლესთან და სახელმწიფო მდივანთან ერთად რიგაში ჩაფრინდა, რითაც მან ევროპული ტურნე დაიწყო.
- იერუსალიმის პატრიარქი ირინეოს პირველი გადადგა. მის წინააღმდეგ გამოვიდნენ იერუსალიმის 13 ეპისკოპოსი და 25 არქიმანდრიტი.
- 8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის იუბილე აღნიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
- 9 მაისი - მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ.
- 10 მაისი - მოსკოვში გაიხსნა რუსეთ-ევროკავშირის სამიტი.
- 11 მაისი:
- ისრაელმა აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ისრაელის ტერიტორიული მთლიანობისთვის 1948 წლიდან დღემდე 20 ათასამდე მებრძოლია დაღუპული.
- კანში გაიხსნა 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალი.
- 12 მაისი - 15 ადამიანი დაიღუპა და 60–ზე მეტი დაშავდა ბაღდადში ტერაქტისას. ტერაქტები მოხდა ერაყის სხვა ქალაქებშიც.
- 13 მაისი:
- ვატიკანმა დაიწყო იოანე პავლე მეორეს კანონიზაციის პროცესი.
- უზბეკეთში ქალაქ ანდიჟანში მომხდარ მასობრივ არეულობებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 40–ზე მეტი მძიმედაა დაშავებული, დარბეულია სავაჭრო ცენტრები და სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები.
- 14 მაისი - სოფელ ივანოვოსთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვახა არსანოვი შეეწირა
- 16 მაისი:
- ვარშავაში დაიწყო ევროპის საბჭოს სამიტი, სადაც ევროპის 46 ქვეყნის ლიდერი ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იმსჯელებენ.
- უზბეკეთში პრეზიდენტ კარიმოვის რეჟიმის წინააღმდეგ, ანდიჟანის შემდეგ, კიდევ ორი ქალაქი ფახთა-აბადი და ყარასუუ აჯანყდა.
- 17 მაისი - ჩრდილოეთ ოსეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო - უმაღლესი სასამართლოს წინაშე ბესლანის ტერაქტის მონაწილე ნურფაშა კულაევი წარდგება, რომელსაც ბრალს ტერორიზმის მუხლით წაუყენებენ.
გარდაიცვალნენ
რედაქტირება- 8 მაისი - ბეჟან კალანდაძე, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში.