მარტი 2005
(გადამისამართდა გვერდიდან მარტი, 2005)
2005 წლის მოვლენები:
<< | მარტი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2005 |
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
რედაქტირება- 1 მარტი - საქართველო ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას გეგმავს. შპს "საქართველოს რკინიგზის", თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების წარმომადგენლებმა წინასწარ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პირველ ეტაპზე ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიგეგმა.
- 2 მარტი
- ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ხელფასს არ იღებენ. მათი პროტესტის მიზეზი შემცირებული ხელფასი გახდა.
- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნით ცხინვალიდან ეუთოს ადგილობრივ ოფისის ხელმძღვანელის განჩო განჩევის გაწვევასა და კონფლიქტის ზონის ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლის გარეშე დატოვებას.
- 3 მარტი
- ცნობილი რუსი ბიზნესმენი, ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს, ერთი დღით თბილისს სტუმრობდა.
- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს საქართველოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. "პუტინს სურს შეწყვიტოს ეუთოს მონიტორინგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. არ ასრულებს ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ავალდებულებს.
- შსს-ს ინიციატივით, ავტობუსებისა და მიკროვატობუსებისთვის დაწესებული მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 10 კილომეტრ საათით მცირდება და 90 ნაცვლად, 80 კმ-სთ იქნება. ამგვარი გადაწყვეტილება სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეულმა ავტოსაგზაო შემთხვევების მატებამ გამოიწვია.
- 4 მარტი - ბაქოში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება და ორივე ქვეყანამ ეს შესაბამისად უნდა გამოიყენოს.
- 5 მარტი
- სტალინის გარდაცვალებიდან 52 წლისთავი გორელმა კომუნისტებმა იოსებ ჯუღაშვილის სახლ-მუზეუმთან სამგლოვიარო მიტინგით აღნიშნეს. 30-მდე გორელი კომუნისტი მუზეუმთან დილიდან შეიკრიბა.
- საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
- 7 მარტი
- საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი აზერბაიჯანელი კინორეჟისორი, კულტურის მინისტრის მოადგილე, ევროპის კინოაკადემიის წევრი ვაგიფ მუსტაფაევი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
- საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრავალი ღონისძიება გაიმართა.
- 9 მარტი
- საქართველოს პრეზიდენტმა პრეს-სპიკერად გამოცდილი პროფესიონალი გელა ჩარკვიანი დანიშნა.
- უკრაინის უმაღლესმა აკადემიურმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტი წლის ადამიანად დაასახელა და მას 12 მარტს ჯილდოდ სკულპტურული კომპოზიცია “პრომეთე- პრესტიჟსა” და საპატიო ორდენს გადასცემენ.
- 12 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
- 13 მარტი
- გუდაურში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გუდაურის სამთო–სათხილამურო ცენტრის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვეტერან სპორტსმენთა ტრადიციული შეჯიბრი ჩატარდა.
- თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტსა და ბაღდადის უნივერსიტეტს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის საფუძველზე ბაღდადის უნივერსიტეტში ქართული კულტურის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება.
- 22 მარტი
- პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე რომან გოცირიძე ერთხმად, 134 ხმით დაამტკიცა, ხოლო მის ადგილზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე — ირაკლი კოვზანაძე.
- სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ხელი მოეწერა ახალი ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებას. დამფუძნებლები ქართული “სილკ როუდ ჯგუფი” და ყაზახური ბანკი “ტურან ალემი” არიან.
- დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს შეხვდა.
- 28 მარტი - კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივით, რუსთაველის პროსპექტზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს კედელზე 1956 წელის 9 მარტს დაღუპულთა მემორიალური დაფა გაიხსნა.
უცხოეთი
რედაქტირება- 4 მარტი - მილიონერმა სტივ ფოსეტმა 67 საათში თვითმფრინავით შემოუფრინა დედამიწას.
- 8 მარტი - ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამოცხადდა თვითგამოცხადებული იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის გარდაცვალება.
- 9 მარტი
- უკრაინა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დროებით აუქმებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 29 მარტს შევა და პოპულარული ევროპული მუსიკალური კონკურსის, “ევროვიზიის” დასრულებამდე გაგრძელდება.
- ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერი ვიქტორ იუშენკო ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკის ამერიკულმა ფონდმა დააჯილდოვა.
- 12 მარტი - თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში 6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ბინგელის პროვინციაში ქალაქ კარლიოვის მახლობლად მდებარეობდა.
- 15 მარტი
- 11 ათასი წლის განმავლობაში პირველად კილიმანჯაროს მწვერვალზე თოვლის დნობის პროცესი დაფიქსირდა. სააგენტო სქაი ნიუსის ცნობით უდიდესი მთის თხემზე ყინულისა და თოვლის საფარი პრაქტიკულად მთლიანად გაქრა.
- თავდასხმა მოხდა კოსოვოს პრეზიდენტ იბრაჰიმ რუგოვაზე. პოლიციის განცხადებით სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ პრეზიდენტის ესკორტთან ახლოს ნაღმი აფეთქდა.
- 20 მარტი
- მთვარის კალენდრით მუსლიმანები ახალ წელს აღნიშნავენ.
- კათოლიკური სამყარო ბზობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძართან პალმის რტოებით ხელში ათასობით მორწუნე შეიკრიბა.
- 21 მარტი - გაეროს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს რეფორმირების ინიციატივით გამოდის.
- 23 მარტი - ამერიკელმა ასტროლოგებმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. დღემდე უცნობი ობიექტები მზის სისტემის მიღმა ტელესკოპმა “სპიცერმა” დააფიქსირა.
- 24 მარტი
- ყირგიზეთის რევოლუცია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა: ბიშკეკში დაიწყო შეირაღებული უწესრიგობები, დარბევები, მაროდიორობა. პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია.
- კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.
გარდაიცვალნენ
რედაქტირება- 8 მარტი - ასლან მასხადოვი, იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
- 26 მარტი - ჯეიმზ კალაგენი, ლორდი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.