კილიმანჯარო — ვულკანური წარმოშობის მთა ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანიაში, მოიცავს აფრიკის უმაღლეს პიკს (უჰურუს/კიბოს პიკი, 5895 მ).[1] ეს არის უზარმაზარი სტრატოვულკანი, ამჟამად არააქტიური, გაზის ამომშვები კრატერებით, რომლის მთავარი ამოსასვლელი მდებარეობს მწვერვალ კიბოზე (ასევე უჰურუ).

კილიმანჯარო
კილიმანჯარო
კილიმანჯარო
კოორდინატები: 3°04′ ს. გ. 37°21′ ა. გ. / 3.067° ს. გ. 37.350° ა. გ. / -3.067; 37.350
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
სიმაღლე 5895 
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1889 ჰანს მაიერი, ლუდვიგ პულჩელერი, იოჰანეს ლაუვო
ბოლო ამოფრქვევა ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს
კილიმანჯარო — აფრიკა
კილიმანჯარო
კილიმანჯარო — ტანზანია
კილიმანჯარო

ტოპონიმიკა

რედაქტირება

უცნობია სახელ "კილიმანჯაროს" წარმოშობა, თუმცა რამდენიმე თეორია არსებობს. ევროპელმა მოგზაურებმა ეს სახელი 1860 წელს დაამკვიდრეს და მათი ცნობით ეს იყო ამ მთის სახელი სუაჰილის ენაზე,[2] რომლის თანახმადაც სიტყვა "კილიმანჯარო" წარმოქმნილი იყო სიტყვათშერწყმით "კილიმა" (გორაკი, მცირე მთა) და "ნჯარო",[3] რომლის სავარაუდო წარმომავლობა თეორიაზეა დამოკიდებული — ერთი ვარაუდით ეს უძველესი სუაჰილი სიტყვაა და ნიშნავს "თეთრს" ან "მანათობელს",[4] ან არა-სუაჰილი წარმოშობის, სიტყვა კიჩაგას ენაზე "ჯარო" ნიშნავს "ქარავანს". თუმცა საორჭოფოა თუ რატომ იქნა გამოყენებული დამაკნინებელი "კილიმა" ნაცვლად შესაფერისი სიტკვისა "მლიმა" (მთა). ეს სახელი შეიძლება ადგილობრივი ხუმრობა იყოს, გულისხმობს რა, რომ "ნჯაროს მცირე გორაკი" აფრიკის კონტინენტის უდიდესი მთაა და მთამსვლელთა გიდების გადმოცემით ეს მთა ნჯაროს ხალხისა იყო. მეორე მოსაზრებით, ეს სახელი მომდინარეობს კიჩაგას ენაზე სიტყვიდან "კილმანარე" ან "კილეაჯაო" და ნიშნავს "ფრინველის/ლეოპარდის/ქარავნის მძლეველს". თუმცა ეს თეორია ვერ ხსნის იმას თუ რატომ არ გამოიყენებოდა ეს სიტყვა კიჩაგას ენაზე XIX საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში მიღებამდე.[2]

ალტერნატიული თეორია ამგვარია: 1848 წლის 10 ნოემბერს გერმანელმა მისიონერმა რებმანმა საკუთარ დღიურში ჩაიწერა: ამ დილით ჩვენ ჯაგას მთა ყველაზე მკაფიოდ დავინახეთ". ჯაგას ევროპელები ეძახდნენ "ჩაგას". კილიმანჯარო შესაძლოა ასევე იყოს ევროპელების გამოთქმული ჩაგას ფრაზა "კილე-ლემა-ირჰო" რაც ნიშნავს "ჩვენ ვერ შევძელით მასზე ასვლა". თუ ასეა, მაშინ ეს სახელი, კილე-ლემა-ირჰო / კილიმანჯარო, იქნებოდა ჩაგას ხალხის მიერ მთის მანათობელი კიბოსა და მავენზის პიკებზე ახალმოსულთა შეკითხვაზე პასუხი. კიბოს პიკი ჩანს კიბოშოს მხრიდან, ხოლო მავენზისა კი — მარანუდან.

პირველი ასვლა

რედაქტირება
 
კილიმანჯარო

1861 წელს კარლ კლაუს ფონ დერ დეკენმა რიჩარდ თორნტონთან ერთად სცადეს კილიმანჯაროზე ასვლა [5], "რომლებმაც 8200 ფუტზე მაღლა ასვლა ვერ შეძლეს"[6] (2,500 მ). 1862 წელს ფონ დერ დეკენმა ხელმეორედ სცადა ასვლა, ამჯერად ოტო კერსტენთან ერთად. მათ 4280 მეტრზე შეძლეს ასვლა.[7][8]

1880-იან წლებში მთა, რომელსაც ამ პერიოდში "კილიმა-ნდშარო"-ს უწოდებდენ გერმანულად სუაჰილის სიტყვების მიხედვით, გერმანული აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილი გახდა, მას შემდეგ, რაც კარლ მეტერმა ადგილობრივი ბელადები დაიყოლია ტრაქტატზე მოეწერათ ხელი (მოარული ისტორია, თითქოს დედოფალმა ვიქტორიამ მთა მის შვილიშვილს კაიზერ უილჰელმ II-ის აჩუქა, მცდარია).[9] 1889 წელს კიბოს პიკს გეოლოგმა ჰანს მაიერმა "კაიზერ-უილჰელმ-სპიტცე" (კაიზერ უილჰელმის პიკი) დაარქვა, 1889 წლის 5 ოქტომბერს პირველად ასვლის აღსანიშნავად.[2] ეს სახელი გამოიყენებოდა 1918 წლამდე, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კოლონიები ბრიტანეთის იმპერიას გადაეცა. ხოლო როდესაც ბრიტანეთის ადმინისტრაციაში მყოფი ტანგანიკა 1961 წელს დამოუკიდებელი გახდა, პიკს დაარქვეს უჰურუს პიკი, რაც სუაჰილის ენაზე "თავისუფლების პიკს" ნიშნავს.

 
"კილიმა-ნდშარო"-ს ისტორიული რუკა გერმანის აღმოსავლეთ აფრიკაში, 1888

ჰანს მეიერი, გერმანელი პროფესორი, იყო პირველი ევროპელი, რომელმაც მთა კილიმანჯარო დაიპყრო. მას თან ახლავდა ავსტრიელი მთამსვლელი ლუდვიგ პურჩელერი და მარანგუს სამხედრო სკაუტი კინიალა ლაუვო. მათ მწვერვალს 1889 წლის 5 ოქტომბერს მიაღწიეს.[10]

გეოლოგია

რედაქტირება

კილიმანჯარო აფრიკის უმაღლესი მთა და მსოფლიოს შვიდ მწვერვალთაგან სიმაღლით მეოთხეა. მისი უმაღლესი წერტილი, უჰურუს პიკი, ზღვის დონიდან 5895 მეტრზეა.

კილიმანჯარო სამი ვულკანური კრატერისგან შედგება: კიბო 5895 მ, მავენზი 5149 მ და შირა 3962 მ. უჰურუს პიკი კიბოს კრატერის კიდეზე უმაღლესი მწვერვალია.

კილიმანჯარო უზარმაზარი სტრატოვულკანია, რომელმაც წარმოქმნა მილიონი წლის წინ დაიწყო, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის გაყოლებაზე დედამიწიდან ლავა იღვრებოდა. მისი სამი პიკიდან ორი — მავენზი და შირა, ჩამქრალია, ხოლო კიბო (უმაღლესი პიკი) მძინარეა და კვლავ შეიძლება ამოხეთქოს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაახლოებით 360 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო, ხოლო ბოლო აქტიურობა 200 წლის წინ დაფიქსირდა.

მიძინების მიუხედავად, კილიმანჯაროს მთავარი მწვერვალი კიბოს კრატერზე რამდენიმე არხიდან გაზი ამოდის. მეცნიერებმა 2003 წელს დაასკვნეს რომ მდნარი მაგმა ამ მწვერვალის კრატერიდან სულ 400 მეტრის სიღრმეზე იყო.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! წარსულში კიბოს მწვერვალზე რამდენიმე ჩავარდნა და მეწყერი მომხდარა, რომელთაგან ერთ-ერთის დროს ე. წ. დასავლეთის ნარღვევი წარმოიქმნა.

დალაშქვრის გზები

რედაქტირება
  1. კილიმანჯაროს 2008 წლის სიმაღლის აზომვის ექსპედიცია. მთა კილიმანჯაროს ორთომეტრული სიმაღლის ზუსტი აზომვა. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2009.
  2. 2.0 2.1 2.2 ჯ. ა. ჰაჩინსონი: კილიმანჯაროს მნიშვნელობა
  3. "კილიმა-ნჯარო" (ალტერნატიული სახელი 1907 წელს), The Nuttall Encyclopædia, 1907, FromOldBooks.com, 2006, საიტი: FOB-Njaro.
  4. "SRTM TANZANIA IMAGES" (კილიმანჯარო ან კილიმა ნჯარო - აღწერა), ნასა, 28 აგვისტო, 2005, საიტი: NASA-Tanzania.
  5. გარი ფირტი: გეოლოგი რიჩარდ თორნტონის პორტრეტი დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.
  6. ჩარლზ დუნდასი. "კილიმანჯარო და მისი ხალხი" 1924, Cass London, nTZ.info, წაკითხულია 21 თებერვალს, 2011.
  7. Carl Claus von der Decken, bearbeitet von Otto Kersten: Reisen in Ost-Afrika in den Jahren 1859 bis 1865, Erzählender Teil 1871, Band 2 S. 52
  8. Bernard Verdcourt: Collectors in East Africa დაარქივებული 2012-12-20 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links – 31. Baron Carl Claus von der Decken 1833–1865 Text extracted from The Conchologists’ Newsletter, No.162, pp. 204–211 published September 2002
  9. Briggs, Philip (1996): "Guide to Tanzania; 2nd edition." Bradt Guides.
  10. "ფაქტები კილიმანჯაროს შესახებ". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2011-10-15.