ასლან მასხადოვი

(გადამისამართდა გვერდიდან მასხადოვი, ასლან)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ასლან ალის ძე მასხადოვი (ჩეჩ. Аслан Али кӏант Масхадан, რუს. Аслан Алиевич Масхадов) (დ. 21 სექტემბერი, 1951 ― გ. 8 მარტი, 2005, სოფ.ტოლსტოი-იურტი) — ჩეჩნეთის პრეზიდენტი.

ასლან მასხადოვი

ბიოგრაფია

რედაქტირება
  • 1972 დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი.
  • 1981 დაამთავრა ლენინგრადის საარტილერიო აკადემია. სამხედრო სამსახური განაგრძო უნგრეთში, სსრკ-ის ჯარის რიგებში, სადაც ეკავა დივიზიონის მეთაურის პოსტი.
  • 1986 თვითმავალი საარტილერიო პოლკის მეთაურია ვილნიუსში.
  • 1992 წელს მასხადოვი სამშობლოში ბრუნდება, სადაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის გადაწყვეტილებით ინიშნება ჩრი-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილედ.
  • 1993-1994 მონაწილეობს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ მიმართული პრომოსკოვური განწყობების მქონე ე.წ. ოპოზიციის შეიარაღებული გამოხდომების ჩახშობაში. შემდგომში იგი უძღვება გენშტაბს.
  • 1994-1996 რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში პროფესიონალი სამხედრო ა. მასხადოვი წარმატებით იბრძვის კრემლის აგრესიის წინააღმდეგ.
  • 1995 პრეზიდენტ დუდაევის გადაწყვეტილებით, მასხადოვს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება.
  • 1997 27 იანვარს გამართულ დემოკრატიულ არჩევნებში იჩქერიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია ასლან მასხადოვი.

რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს 2000 წელს მოსკოვმა მასზე ძებნა გამოაცხადა. საქმე ის არის, რომ ჩრი-ის პირველი პრეზიდენტის ჯ. დუდაევის მკვლელობის 21 აპრილი 1996 შემდეგ, კრემლის მესვეურნი იმედოვნებდნენ, რომ ჩეჩნეთის სათავეში მათი პოლიტიკური პარტნიორი მოვიდოდა, მაგრამ მასხადოვმა მცირედით არ გადაუხვია დამოუკიდებლობის კურსს და ბოლომდე უერთგულა მისი წინამორბედის მიერ განცხადებულ იდეას. განვითარებული მოვლენების გამო, იჩქერიის პრეზიდენტი იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო, რის გამოც ძალაუფლების ნაწილი იჩქერიაში მოსკოვმა იგდო ხელთ. აღსანიშნავია, რომ მისი გავლენა ფართო მასებში არ შესუსტებულა, ხოლო შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი კვლავ მის განკარგულებაში იყო.

2005 წლის 8 მარტს, სოფელ ტოლსტოი-იურტში პრეზიდენტი მასხადოვი მოკლულ იქნა რუსეთის ფედერალური ძალების მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება