ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია (ჩეჩნ. Noxçiyn Paçẋalq Noxçiyçö, Нохчийн Пачхьалкх Нохчийчоь) — არაღიარებული სახელმწიფო. 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჯოხარ დუდაევის მომხრეებმა ჩეჩნეთის რევოლუციის დროს ძალაუფლება მოიპოვეს ჩეჩნეთში. დუდაევი შემდგომში აირჩიეს ჩეჩნეთის პრეზიდენტად და ამ ახალ თანამდებობაზე მან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთისგან.[2] 1994-1996 წლებში ჩეჩნეთის პირველ ომში ჩეჩნეთმა მოახერხა რუსეთის დამარცხება.[3] ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო 1999 წლის აგვისტოში, იჩქერია დაეცა და 2000 წლიდან იჩქერიის მთავრობა აგრძელებს თავის საქმიანობას ემიგრაციაში.[4] მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთს არ მიუღია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მან მიიღო აღიარება და მხარდაჭერა საქართველოსგან, რომელიც გახდა გარესამყაროსკენ მისი ერთადერთი კარიბჭე, რომელსაც რუსეთი არ აკონტროლებდა. ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევს შორის მეგობრობამ გამოიწვია ის, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა საქართველო დაადანაშაულეს „ჩეჩნეთში არეულობის გაღვივებაში“.[5] 2022 წლის 18 ოქტომბერს უკრაინამ ოფიციალურად სცნო ჩეჩნეთი „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად“.[6]
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია Noxçiyn Paçẋalq Noxçiyçö Нохчийн Пачхьалкх Нохчийчоь Чеченская Республика Ичкерия ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „თავისუფლება ან სიკვდილი“ | ||||||
ჰიმნი: „თავისუფლება ან სიკვდილი“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | გროზნო | |||||
ოფიციალური ენა | ჩეჩნური | |||||
მთავრობა | ||||||
- | პრეზიდენტი | დოკუ უმაროვი | ||||
- | პრ. მინისტრი | ახმედ ზაკაევი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 15 300−15 600[1] კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2002 შეფასებით | 1,103,686 | ||||
- | სიმჭიდროვე | 72.1 კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | რუსული რუბლი ჩეჩნური ნახარი |
ისტორია
რედაქტირებადურძუკნი, ანუ დღევანდელი ჩეჩნები უხსოვარი დროიდან სახლობენ კავკასიაში. ანთროპოლოგიურად ისინი განეკუთვნებიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიის ავტოქტონურ (ძირითად) მოსახლეობას.
- 1991 წლის 27 ოქტომბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯოხარ დუდაევი.
- 1991 წლის 1 ნოემბერს ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა ჩეჩნეთ-ინგუშეთის დამოუკიდებლობა.[7]
- 1991 წლის 2 ნოემბერს რსფსრ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობამ ჩეჩენი რუსლან ხასბულატოვის ხელმძღვანელობით ჩეჩნეთ-ინგუშეთის არჩევნები უკანონოდ ცნო.[8]
- 1991 წლის 7 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები გააგზავნა, თუმცა ისინი ხანკალას აეროპორტში ჩამოფრენისთანავე დააკავეს ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის წევრებმა და ავტობუსებით ჩეჩნეთის საზღვრები დაატოვებინეს.[9]
- 1991 წლის 11 ნოემბერს რუსეთის უზენაესმა საბჭომ გააუქმა პრეზიდენტის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ჩეჩნეთ-ინგუშეთში.[10]
- 1991 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა რეფერენდუმი ინგუშეთის ტერიტორიაზე, რომლითაც დადასტურდა ინგუშეთის გამოყოფა ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან და რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ინგუშეთის რესპუბლიკის გამოცხადება პრიგოროდნის რაიონით მის შემადგენლობაში.[11]
- 1992 წლის 12 მარტს პარლამენტმა მიიღო ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია.
- 1992 წლის 13 მარტს გროზნოში დევნილობაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანება ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.[12]
- 1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები შევიდნენ. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი (1994-1996).
- რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი 1999-2001.
- 2000 წლის 16 იანვარს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა სცნო ავღანეთის ისლამურმა საამირომ.[13]
- 2022 წლის 18 ოქტომბერს უკრაინამ ოფიციალურად სცნო ჩეჩნეთი „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად“.[14]
გეოგრაფია
რედაქტირებაიჩქერიას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით — ინგუშეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, სამხრეთიდან — საქართველო, ჩრდილო-დასავლეთიდან — სტავროპოლის მხარე. ფართობი: 19 300 კვ. კმ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაურეგულირებელი სასაზღვრო დავების გამო, არ არის მომხდარი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დემარკაცია, რუსეთის ფედერაციის რუკებზე არ არის ნაჩვენები ჩეჩნეთის და ინგუშეთის საზღვარო.
- ↑ E. Cornell, Svante; Frederick Starr, Stephen (28 January 2015) The Guns of August 2008 Russia's War in Georgia (English). Taylor & Francis, გვ. 30. ISBN 978-1-317-45653-7.
- ↑ „Still growling“. The Economist. 22 January 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2017. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
- ↑ „Chechnya profile“. BBC News. 11 August 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 May 2017. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
- ↑ Dunlop, John (1998). Russia Confronts Chechnya: Roots of a Separatist Conflict (English). Cambridge University Press, გვ. 109. ISBN 978-0-521-63619-3.
- ↑ Ukraine lawmakers brand Chechnya 'Russian-occupied' in dig at Kremlin (18 October 2022). ციტირების თარიღი: 18 October 2022
- ↑ Указ Президента Чеченской Республики от 1 ноября 1991 года «О государственном суверенитете Чеченской Республики»
- ↑ Постановление Съезда народных депутатов РСФСР от 2 ноября 1991 года № 1847-I «О признании незаконными выборов, проведенных 27 октября 1991 года в Чечено-Ингушской Республике». ციტირების თარიღი: 2019-07-12
- ↑ „Rebels Defy Yeltsin, Issue Call to Armes“. Washington Post. 11 November 1991.
- ↑ Постановление Верховного Совета РСФСР «Об Указе Президента РСФСР от 7 ноября 1991 г. „О введении чрезвычайного положения в Чечено-Ингушской Республике“». docs.cntd.ru (1991-11-11). ციტირების თარიღი: 2018-05-03.
- ↑ 30 ноября 1991 года прошел Всенародный референдум об образовании РИ в составе России,на котором 97% народа Ингушетии высказалось за республику в составе РФ. (30 November 2018). ციტირების თარიღი: 7 August 2023
- ↑ Digital Copy of the Recognition Document. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 19 October 2022
- ↑ Grant, Thomas D. (2000). „Current Development: Afghanistan Recognizes Chechnya“. American University International Law Review. 15 (4). line feed character არის
|title=
-ში №44 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ „უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნო“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)