ჯოხარ დუდაევი (ჩეჩ. Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхар, რუს. Джоха́р Муса́евич Дуда́ев; დ. 15 თებერვალი, 1944, იალხოროი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ― გ. 21 აპრილი, 1996, გეხი-ჩუ, ჩეჩნეთი) — ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 27 ოქტომბრიდან სიკვდილამდე.

ჯოხარ დუდაევი
Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхар
ჯოხარ დუდაევი Dudin Musa-khant Dʒouxar / Дудин Муса-кIант Жовхар
ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი, 1991 – 21 აპრილი, 1996
ვიცე-პრეზიდენტი  ზელიმხან იანდარბიევი
მემკვიდრეზელიმხან იანდარბიევი

დაბადებული15 თებერვალი, 1944
იალხოროი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ
გარდაცვლილი21 აპრილი, 1996 (52 წლის)
გეხი-ჩუ, ჩეჩნეთი
ეროვნებაჩეჩენი
პოლიტიკური პარტიასკკპ (1968), ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი (1990)
მეუღლეალა დუდაევა
შვილები3
წოდებაგენერალ-მაიორი
პროფესიასამხედრო მფრინავი
რელიგიაისლამი
ხელმოწერა

დაიბადა იალხოროიში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ 1944 წლის 15 თებერვალს. ცხოვრების პირველი 13 წელი გადასახლებაში გაატარა. ოჯახთან ერთად ჩეჩნეთში მხოლოდ 1957 წელს დაბრუნდა. 1974 წელს დაამთავრა იური გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია და უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი. დუდაევის სამხედრო კარიერა დაიწყო 1966 წელს. 1990 წელს, სსრკ-ის ხელისუფალთა ბრძანებით ესტონეთში, სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1990 წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნულ კონგრესზე აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი დუდაევი.

1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და 1991 წლის 8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ დუდაევმა საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. 1991 წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.

1991 წლის 9 ნოემბერს ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთი კავკასია კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. 1991 წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.

დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და 1994 წლის დეკემბერში,რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა — იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. აქტიურად იბომბება დედაქალაქი - გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. 1996 წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად მოკლეს სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ გროზნოს ეწოდა ჯოხარ-ღალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება