რუსლან ხასბულატოვი
რუსლან ხასბულატოვი (ჩეჩ. Ӏимранан кIант Хасбулатов Руслан; დ. 22 ნოემბერი, 1942, გროზნო, სსრკ — გ. 3 იანვარი, 2023) — რუსი პოლიტიკოსი, მეცნიერი და პუბლიცისტი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი-კორესპონდენტი, რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე. 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური ფიგურა. თავიდან პრეზიდენტ ბორის ელცინის მხარდამჭერი, მოგვიანებით მოწინააღმდეგე. 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის მოვლენების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე. 1994 წელს სათავეში ჩაუდგა „პროფესორ ხასბულატოვის სამშვიდობო მისიას“ ჩეჩნეთში. 1994 წლიდან არის პლეხანოვის სახელობის რუსული ეკონომიკური უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკის კათედრის გამგე.
პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირება1992-1993 წლების კონსტიტუციური კრიზისი
რედაქტირებაკრიზისის მიზეზი გახდა ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება: ერთ მხარეს იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და მისი მხარდამჭერი დეპუტატები, ხოლო მეორე მხარეს რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე რუცკოი და სახალხო დეპუტატთა უმრავლესობა, რომელთაც სათავეში ხასბულატოვი ედგათ. 1992 წლის შუა თვეებში, ოფიციალურ განცხადებაში, ხასბულატოვმა შესთავაზა ელცინს ბურბულის-გაიდარის მთავრობის დათხოვნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც არ მიიღო დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა, ხასბულატოვმა მოთხოვნა უკან წაიღო.
სახალხო დეპუტატთა მეშვიდე ყრილობამდე ხასბულატოვი ელცინს მხარდაჭერასა და განსაკუთრებელი უფლებების ქონის ვადის გახანგრძლივებას სთავაზობდა, თუმცა, სანაცვლოდ ითხოვდა, კონსტიტუციური შესწორების გზით, საკანონმდებლო ორგანოს ჰქონოდა მთავრობის შემადგენლობის კონტროლის უფლება. ამასთან ერთად, ხასბულატოვმა მოუკლო ეგორ გაიდარის მთავრობის კრიტიკას; მან აღნიშნა, რომ მთავრობამ შეცვალა თავისი ქცევა. მიუხედავად ამისა, მეშვიდე ყრილობის გახსნის დღეს ხასბულატოვმა თავის გამოსვლაში სასტიკად გააკრიტიკა მთავრობის ეკონომიკური კურსი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა დამსწრე დეპუტატებზე, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, უარყვეს ელცინის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებული ეგორ გაიდარი.
1993 წლის 21 სექტემბერს პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ეტაპობრივი კონსტიტუციური რეფორმის შესახებ და დაითხოვა სახალხო დეპუტატთა ყრილობა და უზენაესი საბჭო; 1993 წლის 12 დეკემბრისთვის დანიშნა არჩევნები ფედერალურ კრებაში[1] — ხელისუფლების ორგანოში, რომლის არსებობაც კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. საპასუხოდ, ხასბულატოვმა მოიწვია უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა და კონსტიტუციის 121.6 მუხლზე დაყრდნობით (რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი კარგავს პოსტს, თუ მინიჭებულ ძალაუფლებას კანონიერად არჩეული ძალაუფლების ორგანოების დასაშლელად იყენებს) გამოაცხადა, რომ ელცინს შეუჩერდა პრეზიდენტის უფლებები და ისინი გადაეცა ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე რუცკოის.[2]
22 სექტემბერს უზენაესმა საბჭომ, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე,[3] მიიღო საკუთარი დადგენილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ ელცინის უფლებამოსილება წყდებოდა 1993 წლის 21 სექტემბრის 20 საათსა და 00 წუთზე, ბრძანება №1400-ზე ხელის მოწერის შემდეგ[4] და პრეზიდენტი ხდებოდა ვიცე-პრეზიდენტი რუცკოი.[5] უზენაესმა საბჭომ აგრეთვე მიიღო გადაწყვეტილება 23 სექტემბერს მოეწვია სახალხო დეპუტატთა მეათე (საგანგებო) ყრილობა.[6]
23 სექტემბერს მუშაობა დაიწყო რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა მეათე ყრილობამ.[7] დაამტკიცეს უზენაესი საბჭოს დადგენილება (რომელმაც უფლებამოსილება შეუწყვიტა პრეზიდენტ ელცინს), ხოლო ელცინის მოქმედებები შეაფასეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება.[8] ყრილობამ დაადგინა, რომ უნდა ჩატარებულიყო პრეზიდენტისა და სახალხო დეპუტატების ვადამდელი არჩევნები არა უგვიანეს 1994 წლის მარტისა. უზენაეს საბჭოს დაევალა, ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი ნორმატიული აქტები მიეღო.[9] რამდენიმე დღის შემდეგ, უზენაესი საბჭოს შენობა, სადაც ხასბულატოვი ჯერ კიდევ ატარებდა სხდომებს, ჯარისა და შს სამინისტროს ალყის ქვეშ მოექცა.
1993 წლის 4 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც საბჭოების სახლს, სადაც უზენაესი საბჭოს და სახალხო დეპუტატების ყრილობები მიმიდნარეობდა, ტანკებიდან გაუხსნეს ცეცხლი, ხასბულატოვი და მისი მომხრეები დააპატიმრეს. ხასბულატოვს ედავებოდნენ მასობრივი არეულობის ორგანიზებას.[10]
1994 წლის 25 თებერვალს ხასბულატოვი გაათავისუფლეს პატიმრობიდან სახელმწიფო დუმის ამნისტიით.[11] ელცინი ამნისტიისს კატეგორიული წინაარმდეგი იყო.[12][13] ხასბულატოვის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა ალექსეი კაზანიკმა, რომელიც ელცინმა მალევე დაითხოვა.[14]
„პროფესორ ხასბულატოვის სამშვიდობო მისია“
რედაქტირება1994 წელს ხასბულატოვი სამშვიდობო მისიით ეწვია მშობლიურ ჩეჩნეთს. იგი ცდილობდა, დაეწყო მოლაპარაკებები სეპარატისტთა ლიდერების (პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის და მისი ოპოზიციის) და რუსეთის ხელისუფლების შორის.[15] მისია წარუმატებელი აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ მხარეს არ სურდა კომპრომისზე წასვლა;[16] ხასბულატოვი, საბოლოო ჯამში, დუდაევის ოპოზიციას შეუერთდა.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Руслан Хасбулатов: На стороне ГКЧП могли выступить Грачёв, Лебедь и Громов
- Руслан Хасбулатов: Путин — пленник привычек и образа жизни
- Все интервью Хасбулатова Р. И. на радиостанции «Эхо Москвы»
- Все интервью Хасбулатова Р. И. на радиостанции «Финам FM»
- Интервью телеканалу «Дождь»: «Руслан Хасбулатов. Ельцин не знал, что делать»
- Катастрофа лидерства დაარქივებული 2019-03-26 საიტზე Wayback Machine.
- Интервью Хасбулатова Р.И დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine. на радиостанции «Комсомольская правда»
- Хасбулатов рассказал, как было написано "воззвание Ельцина"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Указ президента Российской Федерации от 21 сентября 1993 года № 1400 «О поэтапной конституционной реформе в Российской Федерации»
- ↑ Постановление Президиума Верховного Совета Российской Федерации от 21 сентября 1993 года № 5779-I «О немедленном прекращении полномочий Президента Российской Федерации Б. Н. Ельцина» დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. // Российская газета", № 184(800), 23 сентября 1993, с.2
- ↑ Заключение Конституционного Суда Российской Федерации № З-2 от 21 сентября 1993 года «О соответствии Конституции Российской Федерации действий и решений Президента Российской Федерации Б. Н. Ельцина, связанных с его Указом „О поэтапной конституционной реформе в Российской Федерации“ от 21 сентября 1993 года № 1400 и Обращением к гражданам России 21 сентября 1993 года»
- ↑ Постановление Верховного Совета Российской Федерации № 5780-I от 22 сентября 1993 года «О прекращении полномочий Президента Российской Федерации Ельцина Б. Н.» დაარქივებული 2016-09-10 საიტზე Wayback Machine. // «Российская газета», № 184(800), 23 сентября 1993, с.2
- ↑ Постановление Верховного Совета Российской Федерации № 5781-I от 22 сентября 1993 года «Об исполнении полномочий Президента Российской Федерации вице-президентом Российской Федерации Руцким А. В.» დაარქივებული 2016-09-10 საიტზე Wayback Machine. // «Российская газета», № 184(800), 23 сентября 1993, с.2
- ↑ Постановление Верховного Совета Российской Федерации № 5782-I от 22 сентября 1993 года «О созыве десятого чрезвычайного (внеочередного) Съезда народных депутатов Российской Федерации» დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. // «Российская газета», № 184(800), 23 сентября 1993, с.2
- ↑ ТЕХНОЛОГИЯ ИСПОЛНЕНИЯ ГОСУДАРСТВЕННОГО ПЕРЕВОРОТА-II. из книги Р. И. Хасбулатова «Великая российская трагедия»
- ↑ Постановление Съезда народных депутатов Российской Федерации № 5807-I от 24 сентября 1993 года «О политическом положении в Российской Федерации в связи с государственным переворотом». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-19. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
- ↑ Постановление Съезда народных депутатов Российской Федерации № 5813-I от 24 сентября 1993 года «О досрочных выборах народных депутатов Российской Федерации и Президента Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
- ↑ В «ЛЕФОРТОВО» из книги Р. И. Хасбулатова «Великая российская трагедия»
- ↑ Постановление Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации от 23 февраля 1994 г. № 65-1 ГД «Об объявлении политической и экономической амнистии»
- ↑ Съезд народных депутатов и Верховный Совет РСФСР/РФ. 1990—1993
- ↑ Борис Ельцин. Первый
- ↑ Ъ-Газета — Кремль переживает амнистию
- ↑ Центр информации и документаци крымских татар. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-09. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
- ↑ Время новостей: № 140, 01 августа 2003
- ↑ IGPI.RU :: Политический мониторинг :: Выпуски политического мониторинга :: Чеченская республика Ичкерия. Общий обзор