ალექსანდრე რუცკოი

ალექსანდრე რუცკოი (რუს. Алекса́ндр Влади́мирович Руцко́й; დ. 16 სექტემბერი, 1947, პროსკუროვი, კამენეც-პოდოლსკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სსრკ-ს გმირი (1988),[2] დამსახურებული სამხედრო მფრინავი, ავიაციის გადამდგარი გენერალ-მაიორი,[3] ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საომარ მეცნიერებათა კანდიდატი და პროფესორი.

ალექსანდრე რუცკოი
დაბადების თარიღი 16 სექტემბერი, 1947(1947-09-16)[1] (77 წლის)
დაბადების ადგილი ხმელნიცკი
მოქალაქეობა  რუსეთი
 სსრკ
განათლება Gagarin Air Force Academy, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია, Barnaul Military Aviation High School და Russian Academy of State Service
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და candidate in military science
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, საბჭოთა კავშირის გმირი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, Medal "Defender of a Free Russia", მედალი „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი“, Order of Holy Prince Daniel of Moscow 2nd class, საიუბილეო მედალი „რუსეთის ფლოტის 300 წელი“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Jubilee Medal "70 Years of the Armed Forces of the USSR", Medal "For Impeccable Service", Badge "To a Warrior-Internationalist", Merited Military Pilot of the USSR, Order of the Red Banner, Order of the Star, Q4335880?, Order of friendship of peoples, Medal "To a Warrior-Internationalist from the Grateful Afghan People", Order of the Republic, Order of Suvorov, მედალი „პირადი მამაცობისათვის“, Medal "For Impeccable Service", 3rd class, Medal "For Impeccable Service", 2nd class, aircraft pilot qualification (class) და Medal "For Impeccable Service", 1st class

1990-1991 წლებში რსფსრ-ის სახალხო დეპუტატი, უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1991 წლის 10 ივლისიდან 1993 წლის 25 დეკემბრამდე — რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, ვისაც ეს პოსტი ეკავა).

1996-2000 წლებში კურსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გუბერნატორი; ფედერაციის საბჭოს წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე რუცკოი დაიბადა 1947 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ პროსკუროვში (დღევანდელი ხმელნიცკი), უკრაინის სსრ-ის კამენეც-პოდოლსკის (დღევანდელი ხმელნიცკის) ოლქში, საკადრო სამხედროს (ტანკისტი ოფიცერის), მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახში.[2][4][5] . 1964 წელს დაამთავრა რვაწლიანი საშუალო სკოლა. 1964-1966 სწავლობდა საკვირაო სკოლაში, ამავე დროს მუშაობდა საავიაციო მექანიკოსად სამხედრო აეროდრომზე და მეცადინეობდა აეროკლუბის პილოტის განყოფილებაში. ლვოვში გადასვლის შემდე, მუშაობდა ლვოვის საავიაციო-სარემონტო ქარხანაში.

1966 წელს, მას შემდეგ, რაც რუცკოი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მისი მშობლები გადავიდნენ კურსკში, რუცკოის მამის სამშობლოში.[4]

ვიცე-პრეზიდენტობა

რედაქტირება

კანდიდატურა

რედაქტირება

1991 წლის 18 მაისს წამოაყენეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად; პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ბორის ელცინი. იქამდე, იყო სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ ვინ გახდებოდა ელცინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: გენადი ბურბულისი, გავრიილ პოპოვი, ანატოლი სობჩაკი, გალინა სტაროვოიტოვა, სერგეი შახრაი.[6] ბევრმა იმდროინდელმა დემოკრატმა ელცინის ეს გადაწყვეტილება შეცდომად მიიჩნია. რუცკოი ელცინმა საბუთების შეტანის ბოლო დღეს აირჩია.[7]

1991 წლის 12 ივნისს აირჩიეს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, ბორის ელცინი კი პრეზიდენტად. 10 ივლისს რუცკოი შეუდგა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ამასთან დაკავშირებით, დათმო დეპუტატის მანდატი.[8]

1991 წლის აგვისტო

რედაქტირება

1991 წლის 19-21 აგვისტოს, „ГКЧП“-ის მიერ ორგანიზებული პუტჩის დროს, იყო რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 19 აგვისტოს დილით იყო ერთ-ერთი პირელი, ვინც თეთრ სახლში მივიდა. 20 აგვისტოში, კრემლში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ანატოლი ლუკიანოვთან და წარუდგინა მას რუსეთის ხელისუფლების ულტიმატუმი: შეხვედრა მიხეილ გორბაჩოვთან უახლოესი 24 საათის განმავლობაში.[9] 21 აგვისტოს, ივანე სილაევთან და ვადიმ ბაკატინთან ერთად სათავეში ჩუადგა დელეგაციას, რომელმაც გამოიყვანა მიხეილ გორბაჩოვი ფოროსიდან.[10]

1991 წლის სექტემბერში მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ში, სადაც იმ პერიოდში ძალაუფლება ჯოხარ დუდაევმა იგდო ხელთ.[11] ამის შემდეგ, დაიწყო რუცკოის დისკრედიტაცია მედიაში. 1991 წლის დეკემბერში ვიცე-პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ოფიცერ სერგეი პარფიონოვს, რომელიც დააკავეს რსფსრ-ს ტერიტორიაზე და გადაიყვანეს ლატვიაში.[12]

კონფლიქტი პრეზიდენტთან

რედაქტირება

რუცკოიმ გააკრიტიკა 8 დეკემბერს ხელმოწერილი ბელოჟევსკის შეთანხმება, რომელმაც შეწყვიტა სსრკ-ს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს არსებობა. მაშინ, რუცკოი შეხვდა პრეზიდენტ გორბაჩოვს და სცადა მისი დარწმუნება, დაეპატიმრებინა ელცინი, შუშკევიჩი და კრავჩუკი.[13] გორბაჩოვმა იგი უარით გაისტუმრა: „არ გინდა პანიკა. შეთანხმებას იურიდიული საფუძველი არ აქვს. ჩამოფრინდებიან, შევიკრიბებით ნოვო-ოგარევოში. ახალი წლისთვის ახალი საკავშირო შეთანხმება იქნება!“.[14]

17-22 დეკემბერს რუცკოი ეწვია პაკისტანს, ავღანეთსა და ირანს, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს საბჭოთა ტყვეების გათავისუფლების შესახებ.[15] რუცკოისთან შეხვედრის შემდეგ, პაკისტანელებმა გადასცეს მოსკოვს სია იმ 54 ტყვისა, რომელიც მოჯაჰედებს ჰყავდათ. 14 მათგანი ცოცხალი იყო. საბოლოო ჯამში, რუცკოის ვიზიტმა დიდი შედეგები ვერ მოიტანა.[16]

რუცკოი მკაცრად აკრიტიკებდა ეგორ გაიდარის კაბინეტს მათი გადაწყვეტილებების მიერ პროვოცირებულ „ფასების ზრდას, მოსახლეობის გაღარიბებას, წარმოების პროგრესირებული ვარდნა, სამხედრო-საწარმო კომპლექსის ჩამოშლას“; ამ ყველაფერს ახასიათებდა, როგორც რუსეთის ეროვნული ინტერესებს მივიწყების შედეგს. რუცკოი აღნიშნავდა, რომ ელცინის მთავრობაში ბევრი ეკონომისტი-მეცნიერი იყო, მაგრამ ცოტა სპეციალისტი-პრაქტიკოსი. ზუსტად მაშინ, რუცკოიმ გაიდარის კაბინეტს უწოდა „ბიჭები ვარდისფერ შარვლებში“ (რუს. мальчики в розовых штанишках).[17] ფრაზა, საბოლოო ჯამში, ძალიან ცნობილი გახდა.[18]

საპასუხოდ, 1991 წლის 19 დეკემბერს პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ვიცე-პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურები მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

1992 წლის თებერვალში, ესპანური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში რუცკოი გამოვიდა „ГКЧП“-ის საქმის შეწყვეტისა და ყველა ეჭვმიტანილის გათავისუფლების შემოთავაზებით.[19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Munzinger Personen
  2. 2.0 2.1 Руцкой Александр Владимирович. Герой Советского Союза (указ от 8 декабря 1988 года; медаль № 11589). Биография. Патриотический интернет-проект «Герои страны» // warheroes.ru
  3. Указ Президента СССР М. С. Горбачёва от 24 августа 1991 года № УП-2459 «О присвоении Руцкому А. В. воинского звания генерал-майора авиации». დაარქივებული 2020-10-30 საიტზე Wayback Machine. // base.garant.ru
  4. 4.0 4.1 Руцкой Александр Владимирович. Биография. დაარქივებული 2005-12-28 საიტზე Wayback Machine. Сайт «Научно-исследовательский институт социальных систем при МГУ имени М. В. Ломоносова» // niiss.ru
  5. «С нами Бог и Всевышний», «НСН», 30 октября 2000 года.
  6. Олег Мороз. Так кто же расстрелял парламент?
  7. Олег Мороз. Так кто же расстрелял парламент?
  8. Постановление Съезда народных депутатов РСФСР от 10.07.1991 № 1596-I დაარქივებული 04.03.2016, საიტზე Wayback Machine. .
  9. Ъ-Власть — Ельцин должен встретиться с Горбачевым не позднее 21 августа.
  10. Путч. Хроника тревожных дней. Крах авантюры: день четвёртый. 22 августа 1991 დაარქივებული 2016-04-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links.
  11. Ъ-Газета — Госдума о чеченском кризисе.
  12. Председателю Верховного Совета Латвийской Республики господину А. Горбунову // «Советская Россия» 10 декабря 1991 г.; № 234 (10685).
  13. Воронин Ю. М. 21 августа 1991 года: кто совершил переворот? // Стреноженная Россия.
  14. Владимир Исаков. Расчленёнка. Кто и как развалил Советский Союз: Хроника. Документы. М., Закон и право. 1998. стр. 43.
  15. Ъ-Власть — Вице-президент пытается освободить пленных.
  16. Аблазов В. И. ArtOfWar. Афганская арена. Плен и безвестие. 1991—2005 годы. Часть 11. 1996 год. События, материалы и документы.
  17. «Мальчики в розовых штанах» დაარქივებული 2013-10-06 საიტზე Wayback Machine. .
  18. Форум А. Паршева დაარქივებული 2013-10-06 საიტზე Wayback Machine. .
  19. Российская газета, 24 февраля 1992, с. 3