ახმედ ზაკაევი
ახმედ ჰალიდოვიჩ ზაკაევი (ჩეჩ. Заки Хьалид кlант Ахьмад, Zaki Halid-khant Ahmad; რუს. Ахмед Халидович Закаев, Akhmed Khalidovich Zakayev; დ. 26 აპრილი, 1959) — ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. იქამდე იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დანიშნა ჯერ ასლან მასხადოვმა 1997 წლის არჩევიდან მალევე, ხოლო მეორედ 2006 წელს, აბდულ ჰალიმ სადულაევის მიერ. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ზაკაევი მონაწილეობდა გროზნოს ბრძოლებში და სხვა სამხედრო ოპერაციებში, ასევე რუსულ მხარესთან ჩართული იყო მაღალი დონის მოლაპარაკებებში.
ახმედ ზაკაევი | |
---|---|
დაიბადა | 26 აპრილი, 1959 კიროსკი, ყაზახეთის სსრკ |
ეროვნება | ჩეჩენი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
2002 წელს რუსეთმა ტერორისტულ აქტივობებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. 2003 წელს, მოსამართლე ტიმოთი ვორქანმა უარყო ექსტრადიცია, ვინაიდან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, ხოლო აღნიშნული ბრალდება პოლიტიკურ მოტივებში გაატარა. მან ასევე აღნიშნა, რომ იყო რაღაც რისკი, თუ კი ზაკაევი მოსკოვში დაბრუნდებოდა, იგი შესაძლოა ეწამათ.
ბიოგრაფია
რედაქტირებაახმედ ზაკაევი დაიბადა კიროვსკის დასახლებაში, კიროვსკის რაიონში, ყაზახეთის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში, რომელიც ამჟამად მდებარეობს ალმათის რეგიონში, ყაზახეთში; მისი ოჯახის წევრები სტალინის რეჟიმის დროს ქვეყნიდან დეპორტირდნენ. დაამთავრა სამსახიობო და ქორეოგრაფიული სკოლები ვორონეჟსა და მოსკოვში და მუშაობდა მსახიობად ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს თეატრში, სადაც ძირითადად თამაშობდა შექსპირის პერსონაჟების როლებს. 1991 წლიდან იყო ჩეჩნეთის თეატრალურ მსახიობთა კავშირის თავმჯდომარე. 1994 წელს ზაკაევი გახდა კულტურის მინისტრი ჯოხარ დუდაევის ჩეჩნეთის სეპარატისტულ მთავრობაში.
ჩეჩნეთის ომები და ომის შუა პერიოდი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც რუსული ძალები შევიდნენ ჩეჩნეთში, დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი, ზაკაევს სამსახურის დატოვება და ხელში იარაღის აღება მოუხდა. მსახურობდა ჯერ ჰამზატ გელაევის ქვედანაყოფში არასრულწლოვან მეთაურად, მონაწილეობა მიიღო 1995 წლის გროზნოს ბრძოლაში და შემდეგ პასუხისმგებელი იყო სოფელი გოისკოეს დაცვაში. მისი მეთაურობით შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებდა ჩეჩნეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. საბოლოოდ მას მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება და დაინიშნა ურუს-მარტანის ფრონტის მეთაურად. 1996 წლის თებერვალში ზაკაევი გახდა იჩკერიას თავდაცვის მთელი დასავლეთ ჯგუფის მეთაური. 1996 წლის აგვისტოში მისმა ძალებმა მონაწილეობა მიიღეს გადამწყვეტ დარბევაში გროზნოში სადაც ის პირადად ხელმძღვანელობდა შეტევას ქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე. გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზელიმხან იანდარბიევის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, წარმოადგენდა ჩეჩნეთს ხასავ-იურტში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რამაც მშვიდობიანად დაასრულა მოსკოვსა და გროზნოს შორის პირველი შეიარაღებული კონფლიქტი.
ომის შემდეგ, ზაკაევი გახდა ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე (პასუხისმგებელი განათლებასა და კულტურაზე). 1999–2000 წლებში ჩეჩნეთის მეორე ომის ადრეულ ფაზაში ზაკაევი მეთაურობდა მასხადოვის საპრეზიდენტო გვარდიას; ის ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლებთან საომარი მოქმედებების განახლებამდე და უშუალოდ ომის დროს. 2000 წელს, გროზნოს ახალი ალყის დროს ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული, ჩეჩნეთი სამკურნალოდ დატოვა. ამის შემდეგ ის საზღვარგარეთ დარჩა და გახდა პრეზიდენტი მასხადოვის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში.
2002 წლის იანვრიდან ზაკაევი ოჯახთან ერთად ცხოვრობს გაერთიანებულ სამეფოში. 2001 წლის 18 ნოემბერს ზაკაევი, რომელიც ოფიციალურად საერთაშორისოდ ძებნილი იყო რუსეთის მიერ, თურქეთიდან მოსკოვის მახლობლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა კრემლის წარმომადგენელს, გენერალ ვიქტორ კაზანცევს, სადაც გაიმართა დიპლომატიური მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები უშედეგო იყო, რადგან კაზანცევი ჩეჩნური მხარის სრულ კაპიტულაციას მოითხოვდა, რუსული მხარისთვის ერთადერთი მისაღები თემა იყო ჩეჩენი სეპარატისტების განიარაღება. 2002 წლის 18 ივლისს ზაკაევი ასევე შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ივან რიბკინს ციურიხში, შვეიცარიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვინ არის ახმედ ზაკაევი?, BBC რადიო 4
- პროფილი: ახმედ ზაკაევი, ჩეჩნეთის ხმა დიდი ბრიტანეთის სცენაზე, The Guardian, 2008 წლის სექტემბერი
- ზაკაევის საქმე Amnesty International-ში
- ახმედ ზაკაევი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- ახმედ ზაკაევი — სიახლეები და კომენტარები „New York Times“-ის საიტზე.
- (in Russian) Охота на Закаева (ბრიტანული ექსტრადიციის საქმის შესახებ)