ივანე რიბკინი

ივანე რიბკინი (რუს. Ива́н Петро́вич Ры́бкин; დ. 20 ოქტომბერი, 1946, სოფელი სემიგორკა, ვორონეჟის ოლქი, რსფსრ, სსრკ[1]) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას პირველი მოწვევის თავმჯდომარე 1994-1996 წლებში, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი 1996-1998 წლებში.

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში, ხოლო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალით.[2] უმაღლესი განათლება მიიღო ვოლგოგრადის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, ხოლო 1974 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა და 27 წლის ასაკში მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.[2] 1991 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია, ხოლო 1993 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.

1968-1969 წლებში მუშაობდა უფროს ინჟინერად კოლექტიურ მეურნეობაში „Заветы Ильича“, ვოლგოგრადის ოლქის ნოვოანინსკის რაონში. მსახურობდა ჯარში. 1987 წლიდან მუშაობდა ვოლგოგრადის საბჭოთა რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო 1991 წელს იყო რსფსრ--ს კომუნისტური პარტიის განყოფილების გამგე. აგვისტოს პუტჩის და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დაშლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო რუსეთის აგრარული პარტიის შექმნაში. იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობის ერთ-ერთი ინიციატორი, რსფსრ-ს კომუნისტთა ყრილობის მოწვევის საინიციატივო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 1993 წლის თებერვალში, რსფსრ-ს კომუნისტური პარტიის საგანგებო ყრილობაზე (სადაც პარტია რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიად გადაკეთდა), აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1993 წლის 14 თებერვალს აირჩიეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, იკავებდა ამ თანამდებობას 1994 წლის 21 აპრილამდე. ამავე პერიოდში იყო ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.

1994-1996 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების პირველი მოწვევის თავმჯდომარე, მისი კანდიდატურა რუსეთის აგრარულმა პარტიამ წამოაყენა. „ჩვენ მაშინ მივიღეთ უფლება, ჩვენი რიგებიდან დაგვეყენებინა სპიკერის კანდიდაატურა, და მაშინ მე პირადად გავუწიე რეკომენდაცია ივანე რიბკინს“ — ამბობდა რუსეთის აგრარული პარტიის ლიდერი, მიხეილ ლაპშინი.[3] თავად რიბკინი იხსენებდა: „როდესაც ელცინის კაბინეტში მივიღე სახელმწიფო დუმას თავმჯდომარის მოწმობა, ვუთხარი ბორის ნიკოლაევიჩს: „თეთრი სახლის განმეორება აღარასოდეს მოხდება!..“.[2] 1996 წლის 21 ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი. 1998 წლის 1 მარტიდან 23 მარტამდე იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის, ვიქტორ ჩერნომირდინის მოადგილე დსთ-ს და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საკითხებში (მთავრობის გადადგომამდე). რიბკინი აგრეთვე იყო რუსული ენის, როგორც საერთაშორისო ენის განვითარების რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტი.[4] 2004 წელს კენჭს იყრიდა რუსეთის პრეზიდენტობაზე, სარგებლობდა ბიზნესმენის და ბორის ელცინის მხარდამჭერის, ბორის ბერეზოვსკის მხარდაჭერით. მოხსნა თავისი კანდიდატურა, მას შემდეგ, რაც 2004 წლის თებერვალში გაუჩინარდა და 5 მარტს კიევში გამოჩნდა.

გაუჩინარებარედაქტირება

2004 წლის 5 თებერვლის საღამოს ივანე რიბკინი გაუჩინარდა.[5] 8 თებერვალს რიბკინის მეუღლემ პოლიციაში შეიტანა განაცხადი რიბკინის გაუჩინარებაზე.[5] იმავე წელს მოსკოვის პოლიციამ დაიწყო ივანე რიბკინის ძებნა.

10 თებერვალს რიბკინი გამოჩნდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, იმავე დღის 22:00 საათზე ჩაფრინდა მოსკოვში.[6]

თავდაპირველად, თავად რიბკინხმა ახსნა, რომ 5 თებერვალს გადაწყვიტა „დასვენება გაეკეთებინა“ და კიევში ჩავიდა. მობილური ტელეფონები გამორთო, რათა დასვენებაში ხელი არ შეუშალონ. „ხომ მავს პირადი ცხოვრების ორი-სამი დღის უფლება!“ — განაცხადა რიბკინმა. — ხშირად ვარ კიევში, მე და მეგობრები ქუჩებში ვსეირნობთ, მით უმეტეს, იქ ამ შაბათ-კვირას კარგი ამინდი იყო — დაამატა დუმას ყოფილმა თავმჯდომარემ.

ქსენია პონოვარიომამ, რიბკინის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, განაცხადა: „თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც რიბკინი ყვება, ეს არის არა საარჩევნო კამპანიის ეფქტურობის ამაღლება, არამედ პოლიტიკური კარიერის დასასრული“. რიბკინის საარჩევნო კამპანიის მთავარმა სპონსორმა, ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ თუ ყველაფერი მართლაც ისე იყო, როგორც რიბკინმა მოყვა, მაშინ, ასეთი პოლიტიკოსი აღარ არსებობს. რუსეთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური სკურატოვმა განაცხადა, რომ რიბკინის გაქრობის ისტორია იყო ბრწყინვალე პიარ-აქცია, რომელსაც ბერეზოვსკის დახმარების გარეშე არ ჩაუვლია.[7]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Рыбкин Иван Петрович // Сайт Госдумы ФС РФ
  2. 2.0 2.1 2.2 Олег Пересин: «Настройщик». «Итоги», № 11 (875), 18.03.2013
  3. Записная книжка лидера АПР. М., 2003. С. 5
  4. http://stavropol.izbirkom.ru/WAY/54334F33-1B05-4A4C-87B0-620AE8A7A0DF.html Биография на сайте Ставропольского избиркома.
  5. 5.0 5.1 Сергей Дюпин, Максим Степенин: «Пропавший без комментариев». «Коммерсантъ», № 22/П (2861), 9.02.2004
  6. Алексей Герасимов, Серегй Дюпин, Дмитрий Камышев, Мария-Луиза Тирмаст: «Нашелся». «Коммерсантъ», № 24 (2863), 11.02.2004
  7. «Коммерсантъ»: «Прямая речь. А вы бы что сказали Ивану Рыбкину?». , № 24 (2863), 11.02.2004