იანვარი 2005
(გადამისამართდა გვერდიდან იანვარი, 2005)
2005 წლის მოვლენები:
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 | ||||||
2005 |
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
რედაქტირება- 2 იანვარი — საქართველოს ახალმა ელჩმა ლევან ასათიანმა თეირანში რწმუნებათა სიგელები გადასცა ირანის პრეზიდენტს მოჰამედ ხათამის.
- 5 იანვარი — ამოქმედდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი.
- 11 იანვარი — თბილისში გაფორმდა შეთანხმება საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების შესახებ რუსეთიდან ამიერკავკასიის მიმართულებით, კავკაზი-ფოთის მარშრუტზე.
- 12 იანვარი — სოხუმში გაიმართა ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები". ამომრჩეველთა 91% მიიღო სერგეი ბაღაფშისა (პრეზიდენტი) და რაულ ხაჯიმბას (ვიცე-პრეზიდენტი) ტანდემმა.
- 14 იანვარი — თბილისში გაიხსნა ნატოს წარმომადგენლობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
- 17 იანვარი
- რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელებას საქართველო-რუსეთის საზღვარზე (დაღესტან-ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთი).
- ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ანატოლი იაროვოი, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მორდვეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
- 18 იანვარი — კოდორის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "კავკასიონზე" განხორციელდა დივერსიული აქტი, რის შედეგადაც საქართველოს დიდი ნაწილი ელექტრობის გარეშე დარჩა.
- 19 იანვარი — აფხაზეთის გავლით რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა კუბის მოქალაქე რაფაელ სანჩესი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსი, ან მესამე, ესპანურენოვან ქვეყანაში გამგზავრებაში ხელშეწყობა ითხოვა.
- 20 იანვარი — ცხინვალის რეგიონში ოსმა სეპარატისტებმა სოფელ ერედვის საგუშაგოდან 2 ქართველი პოლიციელი მოტყუებით გაიტაცეს.
- 21 იანვარი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებაში ბრალდებულ შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილს თავისუფლების 22 წლით აღკვეთა მიესაჯა. ჭიჭიაშვილი დამნაშავედ სცნეს ადამიანთა გატაცებაში, მკვლელობაში, შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნასა და სხვა დანაშაულებში.
- 25 იანვარი
- საქართველოს დელეგაციამ პრეზიდენტის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში დავოსში.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარების კონცეფცია.
- 26 იანვარი — საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს ასამბლეის სხდომაზე და კონფლიქტების მოწესრიგების სამშვიდობო ინიციატივა წარადგინა.
უცხოეთი
რედაქტირება- 1 იანვარი
- ლუქსემბურგი გახდა ევროპის კავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
- თურქეთში მიმოქცევაში გაუშვეს თურქული ლირის ახალი ბანკნოტები: 1 ახალი ლირა 1 მილიონ ძველ ლირას უდრის.
- 9 იანვარი — მაჰმუდ აბასი არჩეულ იქნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარედ.
- 12 იანვარი — გაშვებულ იქნა ზონდი Deep Impact, რომლის მისიაა კომეტა Tempel 1-ის განადგურება.
- 14 იანვარი — კოსმოსური აპარატი Huygens დაეშვა სატურნის თანამგზავრ ტიტანზე.
- 20 იანვარი — ჯორჯ ბუში შეუდგა მეორე ვადით აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
- 22 იანვარი — ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ქვეყანა ატომური იარაღის მფლობელი გახდა.
- 23 იანვარი — ვიქტორ იუშჩენკომ დადო ფიცი და შეუდგა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
ვიკიპედიის სიახლენი
რედაქტირება- 15 იანვარი — ვიკიპედიის პროექტს 4 წელი შეუსრულდა. 2001 წლის 15 იანვარს დაფუძნდა ინგლისური ვიკიპედია.