აგვისტო 2005

(გადამისამართდა გვერდიდან აგვისტო, 2005)

2005 წლის მოვლენები:

<< აგვისტო >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
2005

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

საქართველო

რედაქტირება
  • 31 აგვისტო - გამოქვეყნდა საქართველოში ჩატარებული პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები.
  • 30 აგვისტო - დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები.
  • 27 აგვისტო - შსს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელსაც პარლამენტის დეპუტატისათვის თანხის გამოძალვა ბრალდება.
  • 25 აგვისტო - ქალაქ რუსთავის მერად გარდაბნის ყოფილი გამგებელი დავით ნადაშვილი დაინიშნა.
  • 22 აგვისტო - საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობის ახალი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
  • 21 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
  • 12 აგვისტო - საქართველოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა უკრაინის პრეზიდენტი ვ.იუშჩენკო. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბორჯომის დეკლარაციას.
  • 10 აგვისტო - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით კასპიის ზღვიდან ამოღებულმა ნავთობმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა.
  • 9 აგვისტო - იმერეთის მხარის ახალ გუბერნატორად ხონის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე დაინიშნა.
  • 4 აგვისტო - შხარას მწვერვალზე ჩამოწოლილმა ზვავმა ორი კანადელი სტუმარი ჩაითრია. ერთი მათგანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
  • 31 აგვისტო - გდანსკი, პოლონეთი. სოლიდარობის მოედანზე ევროპული სოლიდარობის ცენტრის დაარსების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფო მეთაური ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ღონისძიების ინიციატორი იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მოძრაობა "სოლიდარობის" დამფუძნებელი ლეხ ვალენსა.
  • 29 აგვისტო - მინსკი, ბელარუსი. ახალგაზრდული ორგანიზაცია ”კმარას” ორ წევრს მინსკის სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 26 აგვისტო - ყაზანი, რუსეთი. თათარსტანის დედაქალაქის 1000 წლისთავთან დაკავშირებით აქ ჩატარდა დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა მორიგი სამიტი. ამ შეხვედრაზე თურქმენეთის წარმოადგენელმა ოფიციალურად გამოაცხადა დსთ-დან ამ ქვეყნის გასვლის გამო.
  • 26 აგვისტო - ფლორიდა, აშშ. ძლიერი სტიქია მძვინვარებს აშშ-ს სამხრეთ სანაპიროებთან. კარიბის ზღვიდან მას ქარიშხალმა ”კატერინამ” შეუტია.
  • 24 აგვისტო - უკრაინა. საზეიმოდ აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.
  • 22 აგვისტო - ისრაელი. იერუსალიმის ახალ მართლმადიდებელ პატრიარქად 57 წლის არქიეპისკოპოსი თეოფინე აირჩია.
  • 20 აგვისტო - ისრაელი. დასრულდა ღაზას სექტორიდან ებრაული დასახლებების ევაკუაცია.
  • 18 აგვისტო - ვატიკანი. რომის პაპი ბენედიქტე მე-16 თავისი პირველი პფიციალური ვიზიტით სამშობლოში, გერმანიაში ჩავიდა.
  • 15 აგვისტო - ყირგიზეთი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ფელიქს კულოვი.
  • 13 აგვისტო - შრი-ლანკა. ქვეყნის პრეზიდენტის ლაქშმან კადირგარამის მკვლელობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
  • 12 აგვისტო - რუსეთი. შესრულდა 5 წელი ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსკის” ტრაგედიიდან.
  • 9 აგვისტო - აშშ. კოსმოსური ხომალდი ”დისქავერი” დედამიწაზე წარმატებით დაეშვა.
  • 6 აგვისტო - ყირიმი, უკრაინა. ”მშვიდობის ფარი 2005” - ამ სახელწოდებით სამხედრო დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ ამერიკელი, უკრაინელი, ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროები.
  • 6 აგვისტო - ჰიროსიმა, იაპონია. აღინიშნა ხიროსიმის ტრაგიკული მოვლენების 60 წლისთავი.
  • 3 აგვისტო - თეირანი, ირანი. მაჰმუდ აჰმადი-ნეჯადი ირანის პრეზიდენტად აკურთხეს.
  • 1 აგვისტო - საუდის არაბეთი. პრინცი აბდულა საუდის არაბეთის მეფე გახდა. იგი ტახტზე ავიდა მამის ფაჰდი ბენ აბდელაზიზის გარდაცვალების შემდეგ.

ვიკიპედიის სიახლენი

რედაქტირება
  • 28 აგვისტო - შვედური ვიკიპედია 100 ათასიანთა ”კლუბის” წევრი გახდა.
  • 25 აგვისტო - ინგლისურ ვიკიპედიაში სტატიების რიცხვმა 700 ათასს გადააჭარბა.