იანვარი - 2011 წლის პირველი თვეა. დაიწყო შაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ, ორშაბათს.
|
- პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში 7.2 ბალის სიმძლავრის მქონე მიწისძვრას ჰქონდა ადგილი. მიწისძვრა იგრძნობოდა ყარაჩიში და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში (ამერიკის ხმა).
- ირანის წარმომადგენელმა გაეროში მოჰამედ ხაზაიმ განაცხადა, რომ სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე მართებული იქნებოდა ის, რომ სცნონ ირანი როგორც ბირთვული პოტენციალის მქონე ბირთვული სახელმწიფო, რომელიც მზადაა ითანამშრომლოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ბირთვული იარაღის არგავრცელება (ამერიკის ხმა).
|
|
- იორდანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ისევე როგორც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით (რადიო თავისუფლება).
- რუსეთის დუმამ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი „პოლიციის შესახებ“, რომლის თანახმადაც პირველი მარტიდან რუსეთში მილიცია გარდაიქმნება პოლიციად. (GHN)
- ალბანეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა გასულ კვირაში მოკლული სამი დემონსტრანტის ხსოვნის პატივსაცემად. ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას მთავრობის გადადგომას. (რადიო თავისუფლება)
- კაიროში რეგულარული არმიის ნაწილები გამოჩნდნენ, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაწყებული შეტაკებების გამო. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ბრძანება გასცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. რადიო თავისუფლება
|
|
- სუდანის პოლიციამ სცემა და დააპატიმრა ხართუმში ჩატარებული ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილე სტუდენტები - რომლებიც ეგვიპტესა და ტუნისში სახალხო ამბოხებით იყვნენ შთაგონებული (რადიო თავისუფლება).
- სამხრეთ სუდანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, ჩრდილოეთისგან გამოყოფას სამხრეთის მოსახლეობის 99.57-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი (რადიო თავისუფლება)
|