სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (2011)

სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (ინგლ. Southern Sudanese independence referendum, არაბ. استفتاء جنوب السودان) — სამხრეთ სუდანის სუდანისგან გამოყოფის რეფერენდუმი[1][2], რომელიც გაიმართა 2011 წლის 9 იანვარიდან 15 იანვრის ჩათვლით[3], თანახმად 2005 წლის ნაივაშის შეთანხმებისა სუდანის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასა და სუდანის ცენტრალურ მთავრობას შორის სამოქალაქო ომის დასრულებაზე.

სუდანის რეგიონები და სადავო ტერიტორიები:
  სუდანის ძირითადი ტერიტორია.
  სამხრეთი სუდანი (2011 წ რეფერენდუმის მონაწილე).
  აბიეის ოლქი (რეფერენდუმის სავარაუდო მონაწილე).
  სამხრეთი კორდოფანი და ცისფერი ნილოსი („საერთო სახალხო გამოკითხვის“ მონაწილე).
რეფერენდუმის ბიულეტენი

იმავდროულად განიხილებოდა აბიეიში რეფერენდუმის ჩატარება შეერთებოდა თუ არა სამხრეთ სუდანს, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო სადემარკაციო და მოქალაქეობრივი პრობლემების გამო[4].

დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს სუდანი აფხაზეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადებოდა, საკუთარი სეპერატიზმის პრობლემის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის მოტივით. თუმცა აღნიშნული საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაშალა[5][6].

  1. „Sudan's Referendum Commission says southern Sudan referendum on Jan. 9“. People's Daily Online. 2010-10-21. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  2. Road to 2011 referendum is full of obstacles – South Sudan's Kiir დაარქივებული 2014-07-15 საიტზე Wayback Machine. Sudan Tribune, 12 July 2007
  3. First day of south Sudan referendum ends peacefully. tehran times. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
  4. By Mark Bixler, CNN. Historic day ahead after decades of war. CNN.com. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
  5. „სუდანი მზად იყო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეცნო წყარო/Source: http://www.ambebi.ge/conflicts/30598-sudani-mzad-iyo-afkhazethisa-da-ets-samkhreth-osethis-damoukidebloba-ecno.html#ixzz1Atb9k1iM“. კონფლიქტები. საინფორმაციო პორტალი ამბები.GE. 2011-01-10. ციტირების თარიღი: 2011-01-13. |publisher=, |title=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  6. „სუდანი მზად იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა“. პოლიტიკა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი. 2011-01-10. ციტირების თარიღი: 2011-01-13. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)