WikiLeaks

(გადამისამართდა გვერდიდან ვიკილიქსი)

WikiLeaks — საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური[3][4][5] ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს.[6] მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს[7]. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1,2 მილიონ დოკუმენტს.[8]

WikiLeaks

WikiLeaks-ის ლოგო
საიტი wikileaks.org
სლოგანი ჩვენ გავხსნით მთავრობებს
კომერციულობა არა
საიტის ტიპი დოკუმენტების არქივი
რეგისტრაცია არა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Sunshine Press
შემქნელი ჯულიან ასანჟი
გაეშვა 4 ოქტომბერი, 2006; 18 წლის წინ (2006-10-04)[1]
Alexa-ს რეიტინგი 4855 (აგვისტო, 2016)[2]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი.

WikiLeaks-ს 2008 წელს მიღებული აქვს Economist magazine-ის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ახალ მედია-საშუალებებს; ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ჯილდო პუბლიკაციისთვის: „კენიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, 2009 წელს; 2010 წელს კი გაზეთმა New York Daily-მ WikiLeaks დაასახელა იმ ვებ-გვერდებს შორის, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალონ ახალი ამბები.

2010 წლის აპრილში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავდა 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, სადაც აშშ-ს სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან ერაყელებს. ამავე წლის ივლისში გამოაქვეყნა „ავღანეთის ომის დღიური“, რომელიც წარმოადგენდა 76,900 დოკუმენტის კომპილაციას ომის შესახებ.[9] ეს დოკუმენტები მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ოქტომბერში, მსხვილ მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოქვეყნდა 400 000 დოკუმენტი, სახელწოდებით „ერაყის ომის ჩანაწერები“.

თავდაპირველად WikiLeaks დაგეგმილი იყო მომხმარებელთა მიერ რედაქტირებად ვებ-გვერდად, მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიციული ფორმით. მას არ აქვს მომხმარებელთა კომენტარების ფუნქცია. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს „სწრაფს“, Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს „გაჟონვას“ – ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ [ინფორმაციას]“. ორგანიზაციის სლოგანია „ჩვენ გავხსნით მთავრობებს“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ampie, Guillermo Fernandez (20 ოქტომბერი, 2010). „Wikileaks and Freedom of the Press“. Havana Times. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  • Assange, Julian (2012). Cypherpunks: Freedom and the Future of the Internet. OR Books. ISBN 978-1-939293-00-8. 
  • Sifry, Micah L. (2011). WikiLeaks and the Age of Transparency. OR Books. ISBN 978-1-935928-31-7.  დაარქივებული 2011-11-07 საიტზე Wayback Machine.
  • Star, Alexander (2011). Open Secrets: WikiLeaks, War and American Diplomacy. The New York Times. ISBN 978-0-615-43957-0. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Wikileaks Mirrors. WikiLeaks (24 აგვისტო, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2012.
  2. Wikileaks.org Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2016.
  3. By David Dishneau The Associated Press. Harvard prof may be defense's last witness at WikiLeaks trial | Army Times. armytimes.com. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.[მკვდარი ბმული]
  4. curmudgeonvt. (10 July 2013) Pentagon Agreed: WikiLeaks a Journalistic Outlet - News from Antiwar.com. News.antiwar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.
  5. Global journalists' union supports Wikileaks. Alliance.org.au (16 ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.
  6. Editors, The (16 აგვისტო, 2012). „WikiLeaks – The New York Times“. Topics.nytimes.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)
  7. Chatriwala, Omar. (5 აპრილი, 2010) WikiLeaks vs the Pentagon. Al Jazeera blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2011.
  8. Wikileaks has 1.2 million documents?. WikiLeaks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2008.
  9. „WikiLeaks to publish new documents“. MSNBC. Associated Press. 7 აგვისტო, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-05. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=WikiLeaks&oldid=4612863“-დან