ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ეგვიპტური იეროგლიფები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ეგვიპტური იეროგლიფები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ეგვიპტური იეროგლიფები — ნიშნები ძველეგვიპტური დამწერლობისა, რომლებიც ძველი ეგვიპტური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა. ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფური ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200-დან ახ. წ. 300-მდე ეგვიპტესა და ნუბიაში. ეგვიპტურ იეროგლიფებს იყენებდა ასევე პტოლემეური ეგვიპტური ენა[1]. შედგებოდა ფონოგრამების (ცალკეული ბგერების სიმბოლოები), დეტემინატივებისა (დამხმარე ნიშნები) და იდეოგრამებისაგან (მთლიანი სიტყვის სიმბოლო). თავდაპირველად სიმბოლოთა რაოდენობა დაახლოებით 700-ს შეადგენდა, ბერძნულ-რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000-მდე გაიზარდა. იეროგლიფთა რაოდენობით ეგვიპტური დამწერლობა ერთ-ერთი უმდიდრესია[2]. ჩვეულებრივი ანბანებისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო; სავარაუდოდ მხოლოდ გვიანი პერიოდის ხანაში უნდა გაწყობილიყო რამდენიმე თანხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი ანბანურ რიგზე, რომელიც ძალიან ჰგავს, სხვა, იმდროინდელი სამხრეთსემიტური დამწერლობების ანბანურ წყობას.[3]
„იეროგლიფი“ბერძნული სიტყვაა (ἱερογλυφικὰ γράμματα) და ქართულადსაღვთო ამოკვეთას, ამოჭრას ნიშნავს. ეს არის მიახლოებითი თარგმანი ბერძნულ ენაზე ეგვიპტური სახელისა zẖ3 n.j mdw.w nṯr, რაც „ღმერთის სიტყვების დამწერლობას“ ნიშნავს. დამწერლობის ამგვარი სახელწოდება მის რელიგიურ დანიშნულებაზე მიუთითებს. თავდაპირველად „იეროგლიფი“ მხოლოდ ეგვიპტური დამწერლობის ნიშანს ერქვა, შემდეგ კი ეს ტერმინი უფრო ზოგადი გახდა და სხვა იდეოგრამებით შედგენილი დამწერლობების სიმბოლოებსაც ეწოდა (მაგალითად „ჩინური იეროგლიფები“).
მას შემდეგ, რაც ახ. წ. IV საუკუნეში ეგვიპტური დამწერლობა გამოუყენებელი გახდა, იეროგლიფების მიმართ ინტერესი ევროპაში უფრო გაიზარდა, რადგან მეცნიერებს ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გვიანი ანტიკური ბერძნული წარწერები აწვდიდნენ. ჰორაპოლონის ნაშრომში „Hieroglyphica“, ავტორი შეეცადა გაეშიფრა ეგვიპტური სიმბოლოების მნიშვნელობები, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნაშრომი ბევრ შეცდომას შეიცავდა. იყო სწორი მსჯელობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დამწერლობის გასაშიფრად საკმარისი არ იყო. ჰორაპოლონის მონაცემებით იხელმძღვანელეს გერმანელმა იურისტმა ათანასიუს კიხერმა და მისმა მოსწავლეებმა. კიხერის მსჯელობაც მალე აღიარეს მცდარად.
ნაპოლეონისეგვიპტეში ლაშქრობისას, 1799 წელს ქალაქ როზეტასთან (თანამედროვე ქალაქირაშიდი) აღმოჩენილ იქნა ე. წ. „როზეტის ქვა“ იდენტური შინაარსის ორენოვანი ტექსტით — ეგვიპტურ (წარწერა შესრულებულია იეროგლიფებითა და დემოტური დამწერლობით) და ძველ ბერძნულ ენებზე. როზეტის ქვა პტოლემეების დინასტიას ეკუთვნოდა და იდეალურ მასალას წარმოადგენდა XVIII-XIX საუკუნის მკვლევართათვის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი დამწერლობის გასაშიფრად.
1802 წლიდან როზეტის ქვა გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში. წარწერის გაშიფვრას უშედეგოდ ეცადნენ ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე სილვესტრ დე სასი, შვედი დიპლომატი ოკერბლადი და ინგლისელი ბუნებისმეტყველი თომას იუნგი. 1822 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა ბერძნული და ეგვიპტური ტექსტის შედარებით სცადა ამოეცნო იეროგლიფების მნიშვნელობები. მან საფუძვლად გამოიყენა ორ ენაზე დაწერილი სახელები „პტოლემეოს“ და „კლეოპატრა“. ამ გზით მან გაშიფრა ის ნიშნები, რომლებიც ამ ორ სიტყვაში შედიოდნენ, შემდგომში კი, სხვა სიტყვების შედარებით ამოიცნო როგორც ერთი, ისე რამდენიმე ბგერის აღმნიშვნელი იეროგლიფების მნიშვნელობები. ამ აღმოჩენით შამპილიონმა საფუძველი დაუდო ძველეგვიპტური ენისა და ისტორიის შესწავლის ახალ ეტაპს.
ეგვიპტური გადმოცემის თანახმად იეროგლიფები სიბრძნის ღმერთმა — თოტმა შექმნა.
დამწერლობის შექმნა პრედინასტიურ ხანაში უნდა მომხდარიყო. კვლავ პასუხგაუცემელია მნიშვნელოვანი კითხვა: რომელია უფრო ძველი დამწერლობა, სოლისებრი (ლურსმნული) თუ ეგვიპტური. უძველესი არქეოლოგიური მასალები, რომლებზეც იეროგლიფებია გამოსახული, ქალაქ აბიდოსის ნასახლარშია აღმოჩენილი (ნაქადას კულტურა), ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება და პრედინასტიურ ხანას ეკუთვნის[4]. ეს მასალები წინ უსწრებს შუმერული დამწერლობის უძველეს ძეგლებს. უკვე კარგად განვითარებული იეროგლიფები აღმოჩენილია პატარა თიხის ფირფიტებზე. რამდენიმე უძველესი იეროგლიფი მოხაზულობით წააგავს შუმერული დამწერლობის ნიშნებს. ამ მსგავსების გამო, ეგვიპტურ და შუმერულ დამწერლობებს შორის რაიმე კავშირის არსებობა გამორიცხული არაა, თუმცა ეს თემა მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ სადავოა.
ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა შეიქმნა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების ჩაწერის მიზნით, თუმცა იგი, განვითარებასთან ერთად, მალევე გახდა სწრაფი კავშირისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება.
ეგვიპტურ დამწერლობას თავდაპირველად მეტწილად მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ან სასულიერო პირები ხმარობდნენ, შემდგომში კი იგი მთელ ეგვიპტეში გავრცელდა და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ეგვიპტის გარდა, ეს დამწერლობა რეგულარულად მხოლოდ ნუბიურ ტერიტორიებში გამოიყენებოდა. ნუბიელებმა იეროგლიფების გამოყენება ეგვიპტის ბატონობის დროს დაიწყეს და მაშინაც ხმარობდნენ, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. დაახლოებით ძვ. წ. 300 წლისთვის ეგვიპტური წერა ამ რეგიონში ადგილობრივმა, მეროიტულმა დამწერლობამ შეცვალა, რომელიც ძველი, იეროგლიფური დამწერლობისაგან წარმოიშვა. ძველი ებრაული დამწერლობა ძვ. წ. IX-VII საუკუნეებში რიცხვების გამოსახატავად ეგვიპტურ ციფრთა სისტემას იყენებდა, გარდა ამისა, წარმოადგენდა ფინიკიური დამწერლობისაგან ნაწარმოებ კონსონანტურ ანბანს. ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები მეტწილად აქადურ სოლისებრ დამწერლობას იყენებდნენ. ითვლება, რომ სოლისებრი დამწერლობა უკეთესად ერგებოდა სხვა ენებსა და ფონეტიკას, ვიდრე ეგვიპტური.
ეგვიპტის მოსახლეობის რა ნაწილს შეადგენდა წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მათი რაოდენობა მცირე უნდა ყოფილიყო: ტერმინი „გადამწერი“ დიდხანს იყო „მოხელის“, „თანამდებობის პირის“ სინონიმი, ამიტომ, გადამწერობა ძველ ეგვიპტეში დაფასებული პროფესია იყო.
ძვ. წ. 323-დან ძვ. წ. 30 წლამდე ეგვიპტეშიპტოლემეთა ბერძნულ-მაკედონიური წარმოშობის დინასტია ბატონობდა, მათ შემდეგ კი რომაელები და ბიზანტიელები, ამიტომ სახელმწიფო ენა ბერძნული გახდა. ეგვიპტურმა ენამ ოფიციალური სტატუსი დაკარგა და მხოლოდ სალაპარაკოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მიუხედავად ამისა, ეგვიპტური იეროგლიფები მაინც გამოიყენებოდა საკრალური ტექსტებისათვის, ხოლო დემოტური დამწერლობა (იეროგლიფების ერთ-ერთი შემდგომი განვითარება) — ყოველდღიურ საქმიანობაში. გარდა ამისა, ხშირად იეროგლიფებით იწერებოდა სამეფო გადაწყვეტილებები და დადგენილებები. ამის გამო გაჩნდა პტოლემეების დადგენილებებისა და დეკრეტების შედგენის ზოგადი წესი: იწერებოდა ბერძნული ენაზე, მაგრამ ეგვიპტური დამწერლობით. გარდა იმისა, რომ წერის სისტემა შეიცვალა, ეგვიპტურ იეროგლიფებს ბერძნულ-რომაულ პერიოდში დაემატა რამდენიმე ათასი ახალი ნიშანი. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ეგვიპტური იეროგლიფური მწერლობაც თანდათან ხმარებიდან ამოვარდა. უკანასკნელი დათარიღებული წარწერა, რომელიც იეროგლიფებითაა შესრულებული, ახ. წ. 394 წელს ეკუთვნის.
საწერი მასალის განვითარებისა და სწრაფი წერისაკენ მიდრეკილების გამო, ეგვიპტური იეროგლიფებისაგან წარმოიშვა რამდენიმე, მოხაზულობით განსხვავებული დამწერლობა. ეგვიპტურ დამწერლობაში გამოყოფენ რამდენიმე განშტოებას: საკუთრივ იეროგლიფებს, იერატიკულსა და დემოტურს. მიუხედავად იმისა, რომ წერის სტილი და ნიშანთა მოხაზულობა ყველა მათგანში განსხვავებულია, მათი მნიშვნელობები და ფუნქციები უცვლელი დარჩა.
საკუთრივ იეროგლიფები გამოიყენებოდა ტაძრებისა და სამარხების კედლების მოხატვისა და მოპირკეთების დროს გაკეთებულ წარწერებში. ეგვიპტური დამწერლობის ეს სისტემა ბევრ თავისებურებას ავლენს: ნაწერს აქვს ორნამენტის ეფექტი, იეროგლიფთა უმრავლესობა შესრულებულია რეალურად არსებული საგნების მიმსგავსებით (ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, თვალი...). როგორც მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, თავდაპირველად მეფეთა სამარხებში, ტაძრებში გაკეთებული წარწერების იეროგლიფები მეტწილად გაფერადებული იყო; ზოგიერთი ნიშნის ფერი შეესაბამებოდა იმ საგნის რეალურ ფერს, რომელსაც იეროგლიფი გადმოგვცემდა, ზოგი კი უბრალოდ პირობითად იყო შეფერილი, ვიზუალური ეფექტის მოსახდენად. ცალკეულ შემთხვევებში ერთნაირი მოხაზულობის ორი ნიშნის ფერიც კი განსხვავებულია.
იერატიკული დამწერლობა ისეთივე ძველია, როგორც თავად იეროგლიფები. ეს არის იეროგლიფური დამწერლობის ერთ-ერთი სახესხვაობა, რომელიც პაპირუსზე, ოსტრაკონზე ან ეგვიპტისთვის დამახასიათებელ სხვა მასალაზე სწრაფი წერისათვის იყო განკუთვნილი. თავდაპირველად იერატიკული შრიფტის გამოყენება რელიგიურ ტექსტებში მიღებული არ იყო; ამგვარი ტექსტები შუა სამეფოს პერიოდში პაპირუსზე ტრადიციული იეროგლიფებით იწერებოდა. პირველად დემოტური შრიფრტის შემოღების შემდეგ გამოჩნდა უმნიშვნელო რელიგიური დანიშნულების ტექსტები, რომლებიც იერატიკული დამწერლობით სრულდებოდა. იერატიკული შრიფტი შეიცავდა იმავე ელემენტებს, რასაც იეროგლიფური. სწრაფი წერის გამო იერატიკულის ნიშნები დროთა განმავლობაში ძალიან დაშორდა იეროგლიფთა თავდაპირველ მოხაზულობას, თუმცა წერის წესები და მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა. მოცემული ცხრილი გვიჩვენებს ზოგიერთი იეროგლიფისა და მისი შესატყვისი იერატიკული ნიშნის მსგავსებასა და განსხვავებას:
ძველი სამეფოს პერიოდის დასასრულს იერატიკულ დამწერლობას გამოეყო ახალი წერის ფორმა, ე. წ. კურსივი იეროგლიფები. ეგვიპტური დამწერლობის ეს სახე, მიუხედავად იმისა რომ იერატიკულისაგან განვითარდა, უფრო ახლოს იდგა მოხაზულობით თავდაპირველ იეროგლიფებთან. მე-20 დინასტიამდე რელიგიური და საკრალური ტექსტები სწორედ ამ შრიფტით იწერებოდა, შემდეგ კი იერატიკულმა ჩაანაცვლა.
დაახლოებით ძვ. წ. 650 წლისათვის კიდევ ერთი, იეროგლიფებისაგან მოხაზულობით მკვეთრად განსხვავებული შრიფტი განვითარდა, რომელსაც დემოტურს, ან „სახალხო დამწერლობას“ უწოდებდნენ. დემოტური დამწერლობა თავიდანვე გამოიყენებოდა ოფიციალური დოკუმენტებისათვის და მოქმედებდა IV-V საუკუნეებამდე. კოპტურ დამწერლობაში, რომელიც ბერძნული ანბანისაგან შეიქმნა, 8 ნიშნის ფორმა სწორედ დემოტური შრიფტისაგანაა აღებული.
თავდაპირველად იეროგლიფები სვეტებში ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა, თუმცა დამწერლობის გრაფიკული საფუძველიდან გამომდინარე, წერის მიმართულების შეცვლა ხშირი იყო. იშვიათ შემთხვევებში გვხვდება ბუსტროფედონის სახით (პირველი ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ...) შესრულებული ტექსტები. ნაწერის მიმართულების დადგენა მარტივია: ყველა ნიშანი ტექსტის დასაწყისისკენ იყურება; თუკი იეროგლიფები მარჯვნისაკენაა შეტრიალებული, ე. ი. ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ყველაზე ნათლად ეს ცხოველის ან ადამიანის ფორმის გამოსახულებებით ირკვევა, რომლებიც ეგვიპტურ იეროგლიფებში მრავლადაა.
სიტყვების ერთმანეთისაგან გამოყოფა ეგვიპტურად წერისას მიღებული არ იყო. სიტყვის ბოლოს ხშირად სიტყვის დასრულების აღმნიშვნელი დეტერმინატივი მიგვანიშნებდა.
ეგვიპტური იეროგლიფები ასრულებდნენ სამი სახის ფუნქციას: ფონოგრამების, დეტერმინატივისა და იდეოგრამების. ნიშნების უმეტესობა ამ სამიდან მხოლოდ ერთ, ან მაქსიმუმ ორ ფუნქციას ასრულებდა; მხოლოდ რამდენიმე იეროგლიფია ისეთი, რომელიც ერთდროულად სამივე დანიშნულებით გამოიყენება. ერთსა და იმავე იეროგლიფს სხვადასხვა შემთხვევაში შესაძლოა განსხვავებული ფუნქცია ჰქონოდა; მაგალითად ნიშანი
სიტყვაში
(rˁ(w) – მზის ღმერთი) არის იდეოგრამი, ხოლო იმავე სიტყვის სრულ ფორმაში –
იგივე ნიშანი დეტერმინატივის ფუნქციას ასრულებს. ნიშანი
სიტყვაში
(გასვლა) ასრულებს ფონოგრამის მოვალეობას და გამოითქმის როგორც პრ (pr(j)), მაგრამ სიტყვაში
(სახლი), იგი ლოგოგრამის ფუნქციას ასრულებს.
ძირითადი ეგვიპტური იეროგლიფების ფუნქციები და მნიშვნელობები მოცემულია გარდინერის სიაში[5]. რამდენიმე მაგალითი ერთი და იგივე იეროგლიფის სხვადასხვა დანიშნულებისა მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ფონოგრამებად გამოიყენებოდა ისეთი იეროგლიფები, რომლებსაც დამოუკიდებლად, სიტყვის გარეშეც ჰქონდათ საკუთარი გამოთქმა. ისევე როგორც ტრადიციულ არაბულ და ებრაულ დამწერლობებს, ეგვიპტურსაც არ გააჩნია ხმოვნის აღმნიშვნელი იეროგლიფები, იეროგლიფებით მხოლოდ თანხმოვნის ჩაწერა შეიძლებოდა. ამასთანავე არსებობდა ფონოგრამები, რომლებიც მხოლოდ ერთ თანხმოვანს გამოხატავნდენ და არსებობდა რამდენიმე თანხმოვნის გამოთქმის მქონე ნიშნებიც. მაგალითად, ორთანხმოვნიანია ფონოგრამა
/w/+/n/ და იკითხება wn; სამთანხმოვნიანია
/ḥ/+/t/+/p/ ḥtp. რამდენიმეთანხმოვნიანი ფონოგრამების გამოყენებისას არ იყო გათვალისწინებული, იყო თუ არა სიტყვის გამოთქმისას მოცემულ თანხმოვნებს შორის ხმოვანი ბგერა[6].
ეგვიპტური იეროგლიფებიდან ძირითადია 27 ფონოგრამა, რომელთაგან თითოეული მხოლოდ ერთ თანხმოვანს გამოხატავს, ხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი არ არსებობს. ასე რომ, ეს იეროგლიფები შეიძლება „კონსონანტური დამწერლობის“ ერთ-ერთ სახედ ჩაითვალოს; თუმცა ეგვიპტური დამწერლობა არასოდეს ყოფილა ანბანური შრიფტი, მიუხედავად მისი კონსონანტური ნიშნებისა. ამ ნიშნებს დღეს თანამედროვე საკუთარი სახელების ჩასაწერად იყენებენ მათი სამეცნიერო ლათინური ტრანსკრიფციების მიხედვით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტრანსკრიფციაში მითითებული ლათინური ბგერა არაა იმ ბგერის იდენტური, რომელსაც იეროგლიფი აღნიშნავს. მეცნიერები კეთილხმოვნებისათვის ხუთ-ექვს იეროგლიფს ხმოვნებს მიაწერენ, თუმცა სინამდვილეში კლასიკურ ეგვიპტურ ენაში ისინი თანხმოვნებს გამოხატავს.
ერთ თანხმოვნიანი იეროგლიფები
იეროგლიფი
იეროგლიფის ნომერი
ტრანსკრიფცია
შესაბამისი ბგერები ქართულ ენაში
სახელწოდება
გამოსახული ობიექტი
G1
ȝ
თანხმოვანია, მაგრამ ტექსტების კითხვისას კეთილხმოვანებისთვის გამოითქმის, როგორც ქართული ა
რამდენიმე თანხმოვნიანი იეროგლიფები ყველაზე ხშირად ორ ბგერას აღნიშნავენ ერთად. მაგალითად:
ḥr,
jr და
nw.
რამდენიმე იეროგლიფს გააჩნია ორი სხვადასხვა გამოთქმა. მაგალითად იეროგლიფი
, იმის მიხედვით თუ რომელ სიტყვაშია დაწერილი, გამოითქმის როგორც ȝb (აბ) ან mḥr (მჰრ)[8]. ამგვარი ორაზროვანი იეროგლიფის ნაგულისხმევი გამოთქმა შეიძლება დაზუსტდეს ე. წ. „ფონეტიკური დამატებების“ მეშვეობით, რომლებიც ძალიან ხშირად გამოიყენება. მაგალითად
ამ სიტყვაში მეორე იეროგლიფი, რომელიც გამოითქმის როგორც ბ, მიგვანიშნებს რომ სიტყვა იკითხება როგორც აბ.
– ამ შემთხვევაში კი ორაზროვან იეროგლიფს გარშემო აქვს ორი ნიშანი, რომელთა გამოთქმებია მ და რ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ შორის მდებარე იეროგლიფი იკითხება, როგორც მჰრ. ფონეტიკური დამატებები შეიძლება დაიწეროს ორაზროვანი იეროგლიფის შემდეგაც –
მჰრ–მ–რ. სიტყვის კითხვისას დამატებები არ იკითხება, ისინი უბრალოდ აზუსტებენ სხვა იეროგლიფის სწორ გამოთქმას. ხშირად ერთმნიშვნელოვან იეროგლიფებსაც მოსდევს ფონეტიკური დამატებები:
– ამ იეროგლიფს მხოლოდ ერთი გამოთქმა გააჩნია – mn (მნ), თუმცა თითქმის ყოველთვის მის გამოთქმას დამატებითი ნიშანი აზუსტებს –
mn-n; მნ–ნ (ბოლო ნ არ იკითხება). თუ რამდენიმე გამოთქმის მქონე ნიშანს ერთმნიშვნელობიანი იეროგლიფი არ აზუსტებს ფონეტიკური დამატებაის სახით, მაშინ მისი გამოთქმის დადგენა ხდება კონტექსტით.
გარდა ორი გამოთქმის მქონე იეროგლიფებისა, არსებობს ასევე სამ და მეტმნიშვნელობიანი ნიშნებიც.
ლოგოგრამები და იდეოგრამები გამოხატავს ერთ მთლიან სიტყვას. ლოგოგრამების ქვეშ ხშირად იწერება ლოგოგრამების ნიშანი
, რომელიც მიუთითებს, რომ იდეოგრამით გადმოცემულია სწორედ ის სიტყვა, რომელიც იეროგლიფითაა გამოსახული (დახატული); თუმცა, იეროგლიფით აღნიშნული სიტყვა ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება მის ფორმას, გამოსახულებას. მაგალითად, ნიშანი
, რომელიც სახლის გეგმას, ნახაზს გამოსახავს, ქვემოთ შტრიხის დამატებით
იქნება იდეოგრამა, რომლის მნიშვნელობაა „სახლი“. ასევე ნიშანი
, რომელიც მზეს გამოსახავს, ხაზის დამატების შემდეგ
აღნიშნავს მზის ღმერთ რას. იმ სიტყვების რაოდენობა, რომლებიც ერთი ნიშნით იწერებოდა, უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ფონოგრამებით ჩაწერილი სიტყვებისა.
ვინაიდან ეგვიპტური იეროგლიფებით მხოლოდ თანხმოვნების ჩაწერა იყო შესაძლებელი, ბევრ განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვას ერთნაირი დაწერილობა ჰქონდა (შედარებისათვის, ქართული სიტყვები პირი და პური მხოლოდ თანხმოვნებით რომ ჩაიწეროს, ორივე იქნება პრ). დეტერმინატივების თავდაპირველი ფუნქცია სწორედ სხვადასახვა გამოთქმისა და მნიშვნელობის, მაგრამ ერთი დაწერილობის სიტყვების ერთმანეთისაგან განსხვავება იყო. შემდეგ კი დეტერმინატივებს სხვა, ზოგად სიტყვებსაც უწერდნენ. დეტერმინატივების, ანუ კლასიფიკატორების იეროგლიფები სიტყვის ბოლოში დაისმებოდა და მათი მოხაზულობა ახლოს იყო სიტყვის მნიშვნელობასთან, ისინი აზუსტებდნენ სიტყვის მნიშვნელობას. ასე მაგალითად, იეროგლიფი
, რომელიც ყოველგვარი დეტერმინატივის გარეშე აღნიშნავს სახლს, მოძრაობის გამომხატველი დეტერმინატივის დამატებით
მნიშვნელობას იცვლის და გასვლას ნიშნავს. დეტერმინატივები დაისმოდა ასევე საკუთარი სახელების ბოლოშიც. მეფეებისა და ღმერთების სახელები იწერებოდა ე. წ. კარტუშებით, სიტყვის გარშემო შემოვლებული ხაზით (იხ. კლეოპატრასა და პტოლემეს სახელების მაგალითი ზემოთ).
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია რამდენიმე სიტყვა, რომელთა მნიშვნელობები განსხვავებულია, ერთნაირად იწერება, მაგრამ მხოლოდ დეტერმინატივებით (ბოლო იეროგლიფით) განსხვავდება:
იშვიათ შემთხვევში დერტერმინატივი მის წინ მდგომ სიტყვას ერწყმოდა და მთლიანი სიტყვა, დეტერმინატივიანად გამოიყენებოდა, როგორც ფონოგრამა, ე. წ. ფონეტიკური დეტერმინატი. ამგვარი ფონოგრამები ისე გამოითქმოდა, როგორც ის სიტყვა, რომლისაგანაც იყო შექმნილი. მაგალითისთვის სიტყვა
(jb ვაცი) თავის დეტერმინატივთან ერთად
სხვა სიტყვის ჩასაწერადაც გამოიყენება —
(jb(j) მწყურვალი). სიტყვისა და მისივე დეტერმინატივის ზოგიერთი ამგვარი გამოყენება, როგორც ფონოგრამისა, იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ მათ ერთიანი ფონოგრამის ფუნქცია შეიძინა. მაგალითად სიტყვა
tr, რომელიც დროს ნიშნავდა, თანდათან გადაიქცა ფონოგრამად და გამოითქმოდა როგორც tr. ფონეტიკური დეტერმინატივების ერთი ნაწილი წარმოიშვა ლოგოგრამებისაგან. მაგალითად, იეროგლიფი
სიტყვაში
nˀ.t (ქალაქი)[9] ასრულებს ლოგოგრამის მოვალეობას, ხოლო მთლიანი სტიყვა
ḥnˀ.t (ვარხვი)[10] ამ შემთხვევაში ფონოგრამის სახითაა წარმოდგენილი.
იეროგლიფები სიტყვაში უბრალოდ, უაზროდ ჩალაგებული არაა, ისინი გარკვეული კანონზომიერებით არიან განლაგებული. მაგალითისთვის სიტყვა sḥtp.n=f(ის კმაყოფილია) შუა სამეფოს პერიოდში ამგვარად იწერებოდა:
ეს სიტყვა ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება აუცილებლად ამ თანმიმდევრობით:
1
2
5
6
3
4
7
ზოგიერთი ნიშნის ადგილის გაცვლა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ გამოიწვევდა იეროგლიფებს შორის სიცარიელეების გაჩენას. სხვა შემთხვევაში ნიშნების ადგილების გაცვლა შეიძლება მომხდარიყო საწერი მასალის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, თუმცა ამ შემთხვევაშიც სიცარიელე თვალში საცემი არ უნდა ყოფილიყო:
ნაცვლად
. განსაკუთრებით ის ნიშნები უცვლიდნენ მომდევნო იეროგლიფს ადგილს, რომელთაც წინა მხარეს თავისუფალი ადგილი ჰქონდათ:
ზოგჯერ ცვლის
3ḥ.t (ხნული). ზოგჯერ ღვთაების ან მეფის პატივისცემის გამოსახატავად მათი აღმნიშვნელი იეროგლიფები სიტყვის წინ გადმოდიოდა; მაგალითად
Ḫˁj=f-Rˁ (ხაფრი, ფარაონის სახელია) ამ სიტყვაში იეროგლიფი
, რომელიც მზის ღმერთს — რას განასახიერებს, წინა პლანზეა წამოწეული, მაშინ როცა სიტყვის გამოთქმისას იგი სულ ბოლოში წარმოითქმის.
თავდაპირველად რელიგიურ ტექსტებში ის იეროგლიფები, რომლებიც ადამიანის სხეულს გამოსახახავდა, გამოიტოვებოდა ან დამახინჯებული სახით იწერებოდა[11]. მაგალითად სიტყვა
. ზოგჯერ ადამიანის მთლიანი სხეულის ნაცვლად მხოლოდ მისი ზედატანი და თავი გამოისახებოდა. ტექსტის სწორად გადმოცემის სხვა შესაძლებლობა კი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანის სხეულის ფორმის იეროგლიფების ნაცვლად გამოიყენებოდა შემცვლელები ნიშნები, ყველაზე ხშირად
, მოგვიანებით კი, იერატიკული დამწერლობის განვითარებასთან ერთად, ყველა აკრძალულ იეროგლიფს გაუჩნდა თავისი შემცვლელი ნიშანი.
ეგვიპტელები იყენებდნენ ციფრთა ათობით სისტემას, რომელიც ანტიკურ (არა შუა საუკუნეების) რომაულ ციფრთა სისტემას წააგავს. ათობითი რიცხვებისთვის (1, 10, 100 და ა. შ.) არსებობდა თითო ნიშანი, ხოლო დანარჩენი რიცხვები ჩაიწერებოდა ამ ნიშნების საშუალებით.
1
2
3
...
9
10
20
30
...
100
1.000
10.000
100.000
1.000.000
...
...
მაგალითად ეგვიპტური ციფრებით 209.621 ამგვარად ჩაიწერება
ეგვიპტური დამწერლობა პირველია, რომლის საშუალებითაც წილადების ჩაწერა იყო შესაძლებელი. წილადები, რომელთა მრიცხველი ერთი იყო, ხოლო მნიშვნელი ორის ჯერადი, იწერებოდა ე. წ. უჯატის თვალის –
– ცალკეული ნაწილების საშუალებით; მაგალითად თვალის მარცხენა ნაწილი
წარმოადგენდა ½–ს, წარბი –
– ⅛–ს, ხოლო მთლიანი თვალის რიცხვითი მნიშვნელობა იყო 63/64.
იეროგლიფებს გამოიყენებდნენ ასევე სილაბური, ანუ მარცვლოვანი წერისათვის; სილაბური შრიფტის ჩანასახი ეგვიპტეში ჯერ კიდევ ძველი სამეფოს პერიოდში გაჩნდა, თუმცა დასრულებული სახე მან მხოლოდ ახალი სამეფოს ხანაში მიიღო. ეგვიპტური სილაბური სისტემა გულისხმობს მარცვლოვან იეროგლიფებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა უცხოური წარმოშობის ადამიანის ან ქალაქის საკუთარი სახელების ჩაწერა. ამგვარ დამწერლობას პარალელები შეიძლება თანამედროვე წერით სისტემებშიც მოვუნახოთ; მაგალითად იაპონურ დამწერლობაში უცხოური წარმოშობის სიტყვების ჩასაწერად არსებობს წერის სპეციალური, მარცვლოვანი სისტემა — კატაკანა. ეგვიპტურ სისტემაში ერთი მარცვალი შესაძლოა დაწერილიყო ერთი, ორი ან რამდენიმე ფონეტიკური იეროგლიფის გამოყენებით, ამგვარად იქმნებოდა სილაბური, მარცვლოვანი ჯგუფები. მარცვალში როგორ ხდებოდა უცხოენოვანი ხმოვნის გადმოცემა, ეს ჯერ ცნობილი არაა. არსებობს ვარაუდი, რომ მხოლოდ ორი ხმოვნის – ი-სა და უ-ს ჩაწერა შეიძლებოდა, ხოლო ა და სხვა ხმოვნები გამოიტოვებოდა. მაგალითად, კუნძულ კრეტაზე არსებული ბერძნული ქალაქის, ამნისის ეგვიპტური სილაბებით ჩაწერა ამგვარად ხდებოდა:
. იეროგლიფების ჩვეულებრივი წესის კითხვისას ეს სიტყვა ასე წაიკითხება: jmnyš3, მაგრამ თუ დავაჯგუფებთ მარცვლებს ˀ-m-n-š და თითოეულ მარცვალს თავის ხმოვანს მივუჩენთ, მივიღებთ ქალაქის ეგვიპტურ სახელს – ˀ(a)-m(a)-ni-š(a) (ამანიშა).
ეგვიპტური ტექსტების თარგმნისას ხშირად გამოიყენება ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფცია — სპეციალური სიმბოლოები (უმეტესად ლათინური შრიფტის მიხედვით შექმნილი), რომლებიც ეგვიპტური იეროგლიფების გამოთქმებს შეესაბამება. ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციის მთავარი მიზანია გააადვილოს ეგვიპტური ტექსტის კითხვა და სიტყვების მნიშვნელობების ამოცნობა მათი გამოთქმების საფუძველზე. ტრანსკრიფციის ნიშნები მხოლოდ ფონეტიკური ხასიათის იეროგლიფის გამოთქმებს გადმოგვცემენ, ხოლო დეტერმინატივებისა და სხვა გამოთქმის არმქონე იეროგლიფების აღმნიშვნელი ნიშნები სამეცნიერო ტრანსკრიფციაში არ არსებობს. ეგვიპტური დამწერლობისათვის არსებობს რამდენიმე სხვადასხვაგვარი ტრანსკრიფცია, თუმცა თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან მხოლოდ ტრანსკრიფციის ნიშნებით განსხვავდება, ხოლო საფუძველი ყველას ერთი აქვს. მაგალითად ეგვიპტური იეროგლიფის
გამოთქმას IPA სისტემოთ შეესაბამება /tš/ ბგერა, ზოგიერთი მეცნიერი მისი ტრანსკრიბირებისას ṯ ამ ნიშანს იყენებს, ზოგი კი – č ნიშანს. ინტერნეტში წერისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ტრანსკრიფცია სახელწოდებით „Manuel de Codage“.
გარდა იეროგლიფების შესაბამისი ბგერითი ნიშნებისა, უმეტესი ტრანსკრიფციის სისტემა სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის გასაგებად შეიცავს ე. წ. სტრუქტურულ ნიშნებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფს სიტყვის მორფემებს. მაგალითად ეგვიპტურ ზმნას – jnsbtnsn[12] მეცნიერები ამგვარ ტრანსკრიბირებას გაუკეთებენ: j.nsb.t.n=sn — სუფიქსებისა და პრეფიქსების უკეთ წარმოსაჩენად. სტრუქტურული ნიშნების გამოყენება ჯერ კიდევ არაა ერთსახოვანი და მოწესრიგებული — არსებობს ტრანსკრიფციის სისტემები, რომლებსაც ამგვარი ნიშნები საერთოდ არ გააჩნია, ზოგ სისტემაში კი მათი რიცხვი ხუთამდეა (ვოლფგანგ შენკელი)[13] ასევე ერთი და იგივე სტრუქტურული ნიშანი სხვადასხვა სისტემაში შესაძლოა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდეს; მაგალითად წერტილი („.“) „ბერლინის სკოლის“ ტრანსკრიფციაში ნაცვალსახელის სუფიქსს გამოყოფს ფუძისაგან, ზოგიერთ ახალ სისტემაში კი იგი სახელების მდედრობით დაბოლოებას აღნიშნავს. სადაც ჯეიმზ პ. ალენი ზმნის ფუძისაგან j სუფიქსის გამოსაყოფად წერტილს („.“) იყენებდა, იქ ვოლფგანგ შენკელმა ორი წერტილი დასვა („:“).
იერატიკული ტექსტების თარგმნისას, ხშირად იგი ჯერ იეროგლიფებით გადაიწერება (ტრანსლიტერაცია), ხოლო შემდეგ ხდემა მისი ტრანსკრიბირება, ამგვარად შესაძლებელი ხდება იერატიკული ნიშნების მნიშვნელობების იდენტიფიკაცია ჩვეულებრივი იეროგლიფების მეშვეობით. ეგვიპტური კურსივი დამწერლობების ნიშნების იდენტიფიკაცია მხოლოდ სპეციალისტების მიერაა შესაძლებელი და მათი ამოცნობა უბრალოდ მოხაზულობის შედარების გზით თითქმის შეუძლებელია. განსხვავდება მხოლოდ დემოტური დამწერლობა, აქ ნიშნებს შორის დისტანცია ძალიან დიდია და მათი გამოცნობა შედარებით ადვილია, ამიტომ დემოტური ტექსტები, სხვა კურსივი ტექსტებისგან განსხვავებით, პირდაპირ ტრანსკრიბირდება და მათი ტრანსლიტერაცია საჭირო არაა.
ეგვიპტურ ენას ჩვენამდე არ მოუღწევია, ასევე მისი შთამომავალი ენა, კოპტური, XVII საუკუნეშიაფრიკაში არაბულის გაბატონების გამო მკვდარი ენა გახდა. რადგან ეგვიპტური დამწერლობაც სრულყოფილად არ გადმოგვცემს სიტყვის გამოთქმას (ხმოვნების არქონის გამო), სიტყვებისა და საკუთარი სახელების ტრანკრიფციებში ზუსტი გამოთქმები დღესაც არაა დადგენილი. ამიტომაა, რომ ერთი და იგივე ეგვიპტური სახელი თანამედროვე დამწერლობებით სხვადასხვაგვარად იწერება და გამოითქმის. მაგალითად ეგვიპტური სახელი Nfr.t-jy.tj ქართულად იწერება და გამოითქმის როგორც ნეფერტიტი, ხოლო გერმანულად Nofretete (ნოფრეტეტე). ძველი ეგვიპტური სიტყვების ზუსტი გამოთქმების დადგენაში დიდ როლს ასრულებს სხვა, დღემდე შემორჩენილი აფრაზიული ენების ფონეტიკური სტრუქტურა, ასევე იეროგლიფებთან ერთად გაკეთებული ბერძნული და სოლისებრი წარწერები.
იმისათვის, რომ ეგვიპტოლოგებმა გააადვილონ სიტყვების გამოთქმა, ბევრ თანხმოვანს შორის ამატებენ ე ხმოვანს, ხოლო რამდენიმე თანხმოვანს ხმოვნის სახით გამოთქვამენ (3 და ˁ როგორც ა, w როგორც ვ, ო ან უ, j და y როგორც ი). ეს წესი თითქმის ყოველთვის მოქმედებს, თუმცა არის გამონაკლისებიც; ღმერთებისა და მეფეების სახელები ძირითადად ბერძნული და კოპტური ენების გამოთქმების მიხედვითაა გადმოტანილი თანამედროვე ენებში. მაგალითად სახელი „ამონი“ ბერძნულის მიხედვითაა გადმოქართულებული, ეს სიტყვა ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციით ამგვარად იწერება Jmn.w. და ჩვეული წესით მისი წაკითხვა შეიძლება, როგორც „იმენუ“; ეს უკანასკნელი ფორმაც ზოგ ენაში მიღებულია. ასევე ეგვიპტური სიტყვა nfrt სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირადაა დამკვიდრებული და განსხვავებულად გამოითქმის: ნეფერეტ, ნეფრეტ, ნეფერტ და სხვა.
ეგვიპტური იეროგლიფების რთული და არაკანონზომიერი მოხაზულობების გამო, ამ დამწერლობის უნიკოდი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მისი შემუშავება დაგეგმილია. მიუხედავად ამისა, არსებობს იეროგლიფების სრული სიის შემცველი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კოდირებისათვის ASCII ნიშნებს იყენებს. ამასთანავე ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია არეულად დალაგებული იეროგლიფების სწორად განლაგება, თავისი ადგილის მიჩენა. ზოგიერთი იეროგლიფის კოდი ემთხვევა ნომერს გარდინერის სიაში ან შესაბამის გამოთქმას. იეროგლიფების ჩაწერის ამ მეთოდს მისი პუბლიკაციის[14] შემდეგ Manuel-de-Codage-Format, ან მოკლედ MdC ეწოდა. ამ წესით კოდირების მაგალითისთვის მოყვანილია ერთ-ერთი ეგვიპტური სტელა (პარიზი, ლუვრის ექსპონანტი) და მისი MdC კოდირება:
მოცემული მაგალითიდან ჩანს, რომ გარდა იეროგლიფების დაწერისა, ამ პროგრამას გააჩნია კიდევ ერთი ფუნქცია: შეურჩიოს ცალკეულ იეროგლიფს საკუთარი ადგილი (ზევით, ქვევით ან მთლიანად ცალკემდგომი), არეგულიროს მათი ზომები ისე, რომ ტექსტის მთლიანობა არ დაირღვეს. (შეადარეთ მოცემული ფოტო MdC პროგრამით ჩაწერილ იეროგლიფებს)
ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციის ნიშნების ჩასაწერადაც არსებობს სპეციალური ფონტები, რომლებშიც ნიშანთა უმეტესობა სტანდარტული ლათინური ფონტების ნიშნების იდენტურია. განსხვავებულია მხოლოდ ალეფისა და აინია ნიშნები, რომელთაც საკუთარი უნიკოდის ნომრები აქვთ მინიჭებული (Unicode-Block Latin Extended-D). ეს ნიშნები თავმოყრილია უფასო ფონტში Doulos SIL. მხოლოდ იოდის აღმნიშვნელი ნიშანი არის საკუთარი უნიკოდ ნომრის გარეშე.
გადამწერის საქმე ძველ ეგვიპტეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფასებული პროფესია იყო. ეგვიპტური სიტყვა „სეშ“ გამოხატავდა როგორც გადამწერს, ისე თანამდებობის პირს. გასაკვირია, მაგრამ ეგვიპტური სკოლისა და განათლების სისტემაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ძველი სამეფოს პერიოდისათვის ცნობილია ფამულუსის სისტემა: ბავშვები წერას სწავლობდნენ მშობლებისგან ან სხვა, წერა-კითხვის მცოდნე პირებისაგან, რომლებიც თავიდან ბავშვებს დამხმარე სამუშაოებისათვის იყენებდნენ და პარალელურად თანდათან ასწავლიდნენ დამწერლობასაც[15]. შუა სამეფოს პერიოდისათვის გვხვდება სპეციალური დოკუმენტები ბავშვებისათვის, რომლებიც ახალ სამეფოში უკვე კარგადაა განვითარებული. ბავშვების განათლება იწყებოდა ერთ-ერთი კურსივი შრიფტისაგან (იერატიკული, მოგვიანებით დემოტური). იეროგლიფები მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლებოდა და მას ყველა მოსწავლე არ ფლობდა.
შუა სამეფოს ხანიდან არსებობს „წიგნი კემიტი“, რომელიც აშკარად სპეციალურად მოსწავლე ბავშვებისთვისაა დაწერილი. „ხეტის სწავლების“ მიხედვით, სარგებლიანია გადამწერის პროფესია და იქვე აღნიშნულია უსარგებლო, არახელსაყრელი პრობესიები, ძირითადად ხელოსნებისა და მიწათმოქმედების საქმიანობები.
Hartwig Altenmüller: Einführung in die Hieroglyphenschrift. Buske, Hamburg 2005, ISBN 3-87548-373-1.
Marc Collier, Bill Manley: Hieroglyphen. Entziffern, lesen, verstehen. Knaur, München 2001, ISBN 3-426-66425-9.
W. V. Davies: Egyptian Hieroglyphs.. British Museum Press, London 2002, ISBN 0-7141-8063-7.
Pierre Grandet, Bernard Mathieu: Cours d'Égyptien hiéroglyphique. Khéops, Paris 1997, ISBN 2-9504368-2-X.
Gabriele Wenzel: Hieroglyphen. Schreiben und Lesen wie die Pharaonen. Nymphenburger, München 2001, ISBN 3-485-00891-5.
Karl-Theodor Zauzich: Hieroglyphen ohne Geheimnis. Eine Einführung in die altägyptische Schrift für Museumsbesucher und Ägyptentouristen. Kulturgeschichte der Antiken Welt. Bd. 6. Philipp von Zabern, Mainz 1980, 2000 (11. Aufl.), ISBN 3-8053-0470-6.
James P. Allen: Middle Egyptian: An Introduction to the Language and Culture of Hieroglyphs. Cambridge 2000, ISBN 0-521-77483-7 (სასწავლი გრამატიკა სავარჯიშო ტექსტებით, დაწვრილებითაა განხილული ასევე ტექსტების კულტურული კონტექსტი).
Elmar Edel: Altägyptische Grammatik. Analecta Orientalia. Bd. 34/39. Rom 1955, 1964 (§§ 24–102 შინაარსიანი ნაშრომი წერის წესებისა და იეროგლიფური დამწერლობის პრინციპების შესახებ).
Adolf Erman: Neuaegyptische Grammatik. Engelmann, Leipzig ²1933 (§§ 8–42).
Alan Gardiner: Egyptian Grammar. Being an introduction to the study of hieroglyphs. Oxford University Press, London 1927, 1950 (2. Aufl.) (შეიცავს "გარდინერის" სრულ სიას.).
Rainer Hannig: Die Sprache der Pharaonen. Großes Handwörterbuch Ägyptisch-Deutsch. Kulturgeschichte der Antiken Welt. Bd. 64. Hannig-Lexica. Bd. 1. Philipp von Zabern, Mainz 2006 (4. Aufl.), ISBN 3-8053-1771-9 (შეიცავს გარდინერის სიას და დამატებით რამდენიმე იეროგლიფს).
Friedrich Junge: Einführung in die Grammatik des Neuägyptischen. Harrassowitz, Wiesbaden ²1999, ISBN 3-447-04073-4 (საწერი მასალა, ტრანსკრიფცია და ტრანსლიტერაცია §§ 0.3 + 0.4; § 1).
Jochem Kahl: Das System der ägyptischen Hieroglyphenschrift in der 0.–3. Dynastie (Gottinger Orientforschungen). Harrassowitz, ISBN 3-447-03499-8.
Christian Leitz: Quellentexte zur ägyptischen Religion. Bd I. Die Tempelinschriften der griechisch-römischen Zeit. Einführungen und Quellentexte zur Ägyptologie. Bd. 2.1 Münster 2004, ISBN 3-8258-7340-4 (პტოლემეური ნიშნების სია: S. 153–190).
↑Jan Assmann: Stein und Zeit: Mensch und Gesellschaft im Alten Ägypten. Fink, München 2003, ISBN 3-7705-2681-3. S. 80.
↑Wesentlich geringer wird die Zahl der ptolemäischen Zeichen von Leitz, 2004 angesetzt
↑Jochem Kahl: Von h bis q. Indizien für eine „alphabetische“ Reihenfolge einkonsonantiger Lautwerte in spätzeitlichen Papyri. In: Göttinger Miszellen. Beiträge zur ägyptologischen Diskussion. Göttingen 1991, S. 33–47. ISSN 0344-385X
↑Günter Dreyer: Umm el-Qaab I, Das prädynastische Königsgrab U-j und seine frühen Schriftzeugnisse. Zabern, Mainz 1998, ISBN 3-8053-2486-3.
Kryptographie im Alten und Mittleren Reich. In: Alexandra von Lieven: Grundriss des Laufes der Sterne – Das so genannte Nutbuch. The Carsten Niebuhr Institute of Ancient Eastern Studies (და სხვ.), Kopenhagen 2007, ISBN 978-87-635-0406-5. S. 32.
↑Joachim Friedrich Quack: Zum Lautwert von Gardiner Sign-List U 23. In: Lingua Aegyptia. Göttingen 2003, S. 113–116. ISSN 0946-8641
↑E. Edel: Altägyptische Grammatik. S. 605. Vgl. aber: njw.t bei Gardiner: Egyptian Grammar, S. 498 und in Anlehnung daran Hannig: Handwörterbuch. S. 414.
↑ამგვარი დაწერილობა გვხვდება პირამიდის ტექსტებში § 278 b, ასევე ებერსის პაპირუსში.
↑P. Lacau: Suppressions et modifications de signes dans les textes funéraires. In: Zeitschrift für ägyptische Sprache und Altertumskunde. Leipzig 1914, Nr. 51, S. 1 ff. (Nachdr. Biblio, Osnabrück 1975), ISSN 0044-216X.
↑Jan Buurman, Nicolas Grimal u. a.: Inventaire des signes hiéroglyphiques en vue de leur saisie informatique: manuel de codage des textes hiéroglyphiques en vue de leur saisie sur ordinateur. Informatique et Egyptology. Bd. 2. De Boccard, Paris 1988.
↑H. Brunner: Schule. In: Lexikon der Ägyptologie. Harrassowitz, Wiesbaden 1984, Spalte 741–743, ISBN 3-447-02489-5.