მთავარი მენიუს გახსნა

ამონი (ბერძ. Ἄμμων - დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.

ამონი
Amun.svg

მითოლოგია: ძველი ეგვიპტური რელიგია
სხვა კულტურებში: ზევსი[1]
სქესი: მამრობითი
მამა: Nu
მეუღლე: მუტი
შვილები: ხონსუ და Monthu
გამოსახულებები

ამონ-რა - ეგვიპტის ეროვნული ღმერთირედაქტირება

  მთავარი სტატია : ამონ-რა.

ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 401, თბ., 1975 წელი.
  • David Klotz, Adoration of the Ram: Five Hymns to Amun-Re from Hibis Temple (New Haven, 2006)
  • David Warburton, Architecture, Power, and Religion: Hatshepsut, Amun and Karnak in Context, 2012, ISBN 9783643902351.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ამონი&oldid=3678461“-დან