სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუტი (მრავალმნიშვნელოვანი).

მუტიძველი ეგვიპტის ქალღმერთების დედოფალი (დედაღვთაება), რომლის უამრავი ასპექტიც ათასობით წლის განმავლობაში იცვლებოდა. სიტყვა მუტი ანტიკურ ეგვიპტურ ენაში ნიშნავს დედას. მისი ალტერნატიული სახელებია მატი და მოუტი. ის მიიჩნეოდა პირველყოფილ ღმერთად. მუტი გამოისახებოდა ქალის სახით, რომელიც ორმაგ გვირგვინს და სამეფო სვავის თავსაბურავს ატარებდა. ეგვიპტის ყველა მდედრობითი სქესის მმართველები საკუთარი გზებით სცემდნენ თაყვანს მუტს, რათა ხაზი გაესვათ მათი ძალაუფლებისთვის და იმ ფაქტისთვის, რომ ისინი მუტთან ახლოს იყვნენ და სამეფოს მასთან ერთად მართავდნენ.

მუტი
ქალღმერთების დედოფალი და ზეცის ქალბატონი

ღმერთქალ მუტის თანამედროვე სურათი, გამოსახულია ქალი, რომელიც ატარებს ორმაგ გვირგვინს და სამეფო სვავის თავსაბურავს, უკავშირდება ნეხბეტს.
სახელი
იეროგლიფებში
G14t
H8
B1
საკულტო ცენტრი თებე
სიმბოლო სვავი
მშობლები თვითქმნილი
მეუღლე ამონი
შვილ(ებ)ი ხონსუ

მუტს უამრავი ტიტული გააჩნდა, მათ შორის: სამყაროს დედა, რას თვალი, ქალღმერთების დედოფალი, ზეცის ქალბატონი, ღმერთების დედა და ის ვინც აძლევს სიცოცხლეს, თუმცა თვითონ არ დაბადებულა (რადგან იყო პირველყოფილი, თვითქმნილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მუტი&oldid=3152100“-დან