დედაღვთაება
დედაღვთაება — დედობის პრინციპი, დედაღვთისა, ღმერთთა და კაცთა მშობელი ყოველი ხალხის მითოლოგიაში, ერთ-ერთ უპირველეს ადგილს იჭერს (ნ. დია, რეა, მაგნა მატერ და სხვა.), მაგრამ ეს ტერმინი გამორჩეულად გულისხმობს შუმერულ-აქადური მითის მოტივს: კრებითი სახელია ქალღმერთთა, ადამიანებისა და ღმერთების მშობელ, კაცთა და ქალაქთა მფარველ ქალ-ღვთაებათა, რომელთა ქმარია ენლილი (დამგალნუნას სახით: გალ — ქალი). შუმერში ძალზე ცნობილი იყო ნინმახი, ნინტუ, მამა (მამი) და არარუ (ეპოსებში). მათს გამოსახულებებში ხაზგასმულია ან ყრმა, რომელიც ხელში უჭირავთ, ან სასქესო ატრიბუტი, რაც საერთოა ყოველ უძველეს მითოლოგიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მითოლოგიური ლექსიკონი, ა. გელოვანი. გვ. 129. თბ. 1983
- Knauer, Elfried R. (2006). "The Queen Mother of the West: A Study of the Influence of Western Prototypes on the Iconography of the Taoist Deity." In: Contact and Exchange in the Ancient World. Ed. Victor H. Mair. University of Hawai'i Press. Pp. 62–115. ISBN ISBN 978-0-8248-2884-4; ISBN ISBN 0-8248-2884-4