იშთარი (აქად.: DINGIR INANNA) — ხორციელი სიყვარულის, ნაყოფიერების, ომისა და შუღლის ქალღმერთი ასურეთსა და ბაბილონში. მისი შუმერული ანალოგია ინანა.

იშთარი

იშთარი არის ნაყოფიერების, ფიზიკური სიყვარულის ქალღმერთი, ომის და არეულობების, ასტრალური ღვთაების პერსონიფიკაციის პლანეტა ვენერა; ასოცირებული პარასკევ დღესთან. ითვლებოდა, რომ იშთარი იცავდა მეძავებს. იგი იყო ელიასა და ბაალის ქალიშვილი. მთავარი მითი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა სიყვარული შესთავაზა გილგამეშს, თუმცა მან უარი თქვა და შეახსენა, რომ ბევრი შეყვარებულია დაღუპული მის მიერ - ღმერთების, ადამიანებისა და ცხოველების სახით. გაბრაზებული ქალღმერთი საპასუხოდ აგზავნის მის ქალაქ ურუქში ზეციურ ხარს - მონსტრს, რომელიც მისი მოთხოვნით შექმნა იშთარის მამამ, ღმერთმა ანუმ.

სხვა მითები გვაცნობებს ამბავს იშთარის აღზევებას ჯოჯოხეთში, რომლის შემდეგ კი გაქრა დედამიწაზე სიყვარული, ფლორა და ფაუნა. დასავლეთ სემიტურ მითოლოგიაში იშთარი ასოცირდება ასტარტით, ხოლო შუმერულ მითოლოგიაში - ინანით.

მის შესახებ მონაცემები დაცულია აშურის ფრაგმენტში (ძვ. წ. XI საუკუნე) და ასურბანაფალის ბიბლიოთეკაში (ძვ. წ. VII საუკუნე).

ლიტერატურა

რედაქტირება