აბიდოსი (არაბ. أبيدوس) — ძველი ეგვიპტის „საღვთო ქალაქი“ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი თანამედროვე ეგვიპტის სუჰაგის პროვინციაში, უდაბნოში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ელ-ბალუანის მახლობლად.

ქალაქი
აბიდოსი
არაბ. أبيدوس


ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
კოორდინატები 26°11′06″ ჩ. გ. 31°55′08″ ა. გ. / 26.1851694° ჩ. გ. 31.9188889° ა. გ. / 26.1851694; 31.9188889
ცენტრის სიმაღლე 74±1 მეტრი
აბიდოსი (ეგვიპტე) — ეგვიპტე
აბიდოსი (ეგვიპტე)

აბიდოსი წარმოადგენდა ევიპტის პირველი ორი დინასტიის ფარაონთა განსასვენებელს და მოგვიანებით ოსირისის კულტის ცენტრს. ოსირისის ტაძარზე აბიდოსში განსაკუთრებით თუთმოს III და რამსეს III ზრუნავდნენ. ზოგიერთ ფარაონს აქ კენოტაფიც ჰქონდა. აღსანიშნავია აბიდოსის ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი — სეთი I-ის ტაძარი, რომელშიც აღმოჩნდა ე.წ. აბიდოსის მეფეთა სია, ვრცელი რელიეფი, რომელზეც სეთი და მისი ვაჟი რამსეს II ძღვენს სწირავენ 76 გარდაცვლილი წინამორბედის კარტუშს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
  • აბიდოსი (ეგვიპტე) — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
  • Ayrton, Edward Russell; William Matthew Flinders Petrie (1904). Abydos. Offices of the Egypt Exploration Fund. 
  • Harvey, Stephen (Spring 2004). „New Evidence at Abydos for Ahmose's funerary cult“. Egyptian Archaeology. EES. 24.
  • Murray, Margaret Alice; Joseph Grafton Milne, Walter Ewing Crum (1904). The Osireion at Abydos, reprint edition, June 1989, B. Quaritch. ISBN 1854170414. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება