ოსირისი (ეგვიპტურად „უსირ“) — ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება; მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. დედამიწის ღვთაების გების და ცის ქალღმერთის ნუტის ძე, ისიდას ქმარი და ძმა, ჰორის მამა. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ოსირის კულტი ქალაქ ბუსირისიდან მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. კულტის ცენტრი ქალაქი აბიდოსი გახდა. ყოველწლიურად აბიდოსში ქურუმები ოსირისის მთის ეპიზოდებს ხალხის წინაშე დრამატულ სცენებად წარმოადგენდნენ. მითის მიხედვით, ოსირისი თავის სამეფოს (დედამიწას) ბრძნულად და სამართლიანად მართავდა. შურის გამო იგი მოუკლავს ძმას — სეთის, უდაბნოს ბოროტ ღვთაებას, და მისი გვამი მდინარე ნილოსში ჩაუგდია. ისიდას უპოვნია ქმრის ცხედარი, მაგრამ სეთის იგი მოუპარავს, 40 ნაწილად დაუყვია (ნომთა რიცხვის შესატყვისად) და მთელ ეგვიპტეში მიმოუბნევია. დიდი ძებნის შემდეგ ისიდას შეუგროვებია ოსირისის გვამის ნაწილები და გაუცოცხლებია. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში ოსირისის კულტი ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის ფარგლებს გარეთ. ოსირისის კულტი, მკვდარი და აღმდგარი ღვთაებისა ბუნებას განასახიერებდა.

ოსირისი
ოსირისი
იეროგლიფებში
Q1
D4
A40

ოსირისის სამსჯავრო რედაქტირება

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

  • „მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია“,
  • „არ მიქურდავს“,
  • „არ მიყაჩაღია“,
  • „არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია“,
  • „არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია“,
  • „სუსტი არ დამიჩაგრავს“.

ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ-ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ მაატის თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: