რამსეს III
რამსეს III (ზეობის სახელი უსერ-მატრა-მერი-ამონ) — მანეთონის მიხედვით XX დინასტიის (ძვ. წ. 1200-1090 წწ.) პირველი ფარაონი ძვ. წ. 1198-1167 წლებში. მან შეაჩერა „ზღვის ხალხების“ ძლევამოსილი წინსვლა და მოკლე ხნით კვლავ შეძლო დასუსტებული ეგვიპტის გაძლიერება. ააგო თავდაცვითი ზღუდეები სირიასა და პალესტინაში; ბრწყინვალე ტაძარი და სასახლე – მადინათ-ჰაბუში, მაგრამ ქვეყანა განუხრელად სუსტდებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ უსუსური რამსესები მეფობდნენ[1].
რამსეს III | |
---|---|
რამსეს III-ის ფრესკა | |
ეგვიპტის ფარაონი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 1198 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 1167 |
წინამორბედი: | სეთნახტე |
მემკვიდრე: | რამსეს IV |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 1167 |
დინასტია: | XX დინასტია |
მამა: | სეთნახტე |
2012 წელს ფარაონ რამზეს III-ის მუმიას ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ყელის არეში დიდი ნაჭრილობევი აღმოუჩინეს, როგორც მეცნიერები ფიქრობენ ფარაონს ყელი გამოსჭრეს. ამ ვარაუდს განამტკიცებს ძვ. წ. 1155 წლით დათარიღებული ტურინის პაპირუსი, რომელშიც საუბარია სასახლის გადატრიალებასა და შეთქმულებაზე, რომელიც ტახტიდან ფარაონის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად. გადატრიალებაში ეჭვმიტანილი იყო რამზეს III-ის ერთ-ერთი ცოლი[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 300.