Grand Theft Auto (ქართ. მანქანების დიდებული ქურდობა) ან უბრალოდ GTAვიდეო თამაშების სერია. იდეა დევიდ ჯონსს ეკუთვნის და პროექტიც მისივე განხორციელებულია. სერიის გამოცემას სათავეში ჩაუდგნენ დენი და სემ ჰაუსერები. სერია შექმნილია შოტლანდიური კომპანია Rockstar North-ის მიერ და გამოცემულია Rockstar Games-ის მიერ. თამაში მოქმედებითი, სათავგადასავლო და რბოლის ჟანრების ნარევია.

Grand Theft Auto

სერიის ლოგო, რომელიც გამოიყენება Grand Theft Auto III-დან მოყოლებული
ჟანრები მოქმედებითი, სათავგადასავლო, რბოლა
დეველოპერ(ებ)ი Rockstar Games
Rockstar North (ოფიციალურად DMA Design)
Rockstar Leeds
Rockstar Toronto
Rockstar Lincoln
გამომცემელი Rockstar Games
შემქმნელ(ებ)ი დევიდ ჯონსი, დენ ჰაუსერი, სემ ჰაუსერი
პლატფორმები
პირველი გამოცემა Grand Theft Auto
ოქტომბერი, 1997
ბოლო გამოცემა Grand Theft Auto: Liberty City Stories (Fire OS)
10 მარტი, 2016
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

სერიის გამოცემა დაიწყო 1997 წელს, ხოლო დღესდღეობით გამოშვებულია ცხრა სრული თამაში. თამაშის მთავარი პერსონაჟების ხმები გახმოვანებული აქვთ ფილმის სამყაროს ისეთ ვეტერანებს, როგორებიც არიან მაიკლ მედსენი, ბარტ რეინოლდსი, დენის ჰოპერი, გერი ბიუზი, სამუელ ლ. ჯექსონი, კრის პენი, ჯეიმზ ვუდსი, ჯო პანტოლიანო, ფრენკ ვინსენტი, რობერტ ლოჯია, პიტერ ფონდა, კაილ მაკლოქლენი და რეი ლიოტა. თამაშს სახელწოდება მიღებული აქვს grand theft auto-დან, რაც ინგლისურ ენაზე მანქანის ქურდობის ერთ-ერთი ტერმინია.

მიმოხილვა

რედაქტირება

მოთამაშე თამაშის დაწყებისას დიდ ქალაქში კრიმინალური სინდიკატის წევრი ხდება. თამაშის მშვლელობისას კი ის ორგანიზებული კრიმინალური ქმედებებით წინაურდება. სხვადასხვა მისიების მიზანია ქალაქის მეთაურების მკვლელობა და ჩვეულებრივი დანაშაულებების ჩადენა, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს თამაშის სიუჟეტის განვითარებისთვის. მკვლელობა და სხვა დანაშაულებები თამაშის განუყოფელი ნაწილია. მისიების შესრულების შუალედში შესაძლებელია ტაქსაობით, ავტობუსის მძღოლობით, ქუჩის რბოლით, ცეცხლის გაჩენით, თვითმფრინავით ფრენის სწავლით და სხვა მრავალი ხერხით გართობა.

უკანასკნელ სერიებში, ძირითადად კი Grand Theft Auto 2-ის გამოსვლის შემდეგ, მოთამაშეებს უფრო დახვეწილი სიუჟეტი ეძლევა, სადაც მათ უიღბლო მოვლენების (როგორიცაა ღალატი, სიკვდილი და ა.შ) დაძლევა უხდებათ, რაც, თავის მხრივ, პერსონაჟს კრიმინალური დანაშაულებების შესრულების მოტივს აძლევს. GTA-ს სერია მიეკუთვნება სიუჟეტის თავისუფალი განვითარების ჟანრს, რომელსაც "არახაზოვან თამაშს" უწოდებენ. ანუ, მოთამაშეს სრული თავისუფლება ეძლევა თამაშში. ის ატარებს ნებისმიერ ტრანსპორტის საშუალებას, იჭერს და ისვრის ნებისმიერ იარაღს და ა.შ. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მოთამაშისთვის ყველა ქალაქში გადასვლა, ყველა შენობაში შესვლა, მაღაზიებში სამოსის ან საკვების ყიდვა, საჭიროა მისიების გარკვეული რაოდენობის შესრულება.

Grand Theft Auto III-სა და მის შემდეგ გამოცემულ თამაშებს დამატებული აქვს საუბრის კომპონენტი, ანუ სიუჟეტის განვითარებიას პერსონაჟები ლაპარაკობენ. ასევე თამაშში არის რადიოსადგურები, რომლის მოსმენა მანქანის მართვის დროსაა შესაძლებელი.

Grant Theft Auto-ს სერია შეიძლება დაიყოს კანონებად, ცნობადი სათაურის გვერდით რიცხვის დამატების საფუძველზე (მაგ. Grand Theft Auto III), თავდაპირველი Grant Theft Auto-ს გამოცემის შემდეგ, და, გარკვეულწილად, გამოყენებული გრაფიკული ძრავის ტიპის მიხედვით.

 
სქრინშოტი GTA-ს სერიის პირველი თამაშიდან, Grand Theft Auto-დან

Grand Theft Auto, პირველი თამაში GTA-ს სერიიდან, გამოიცა 1997-98 წლებში მაიკროსოფტ DOS/Windows-ისთვის და ასევე Sony Playstation-ისთვისაც. თამაში მიმდინარეობს სამ სხვადასხვა გამოგონილ ქალაქში. ესენია: ლიბერტი სიტი, სან ანდრეასი და ვაის სიტი. ცოტა ხნის შემდეგ, GTA-ს შემცირებული ვერსია გამოიცა Game Boy Color-ისთვისაც.

შემდგომ, ორი გაფართოების პაკეტი იქნა შემოთავეზებული, ორივე მათგანი Grand Theft Auto: London-ის სახელით. მიუხედავად ამისა, ეპოქის ცნება ოფიციალურად არ შესრულებულა GTA III-მდე, ამით შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, რომ Grand Theft Auto: London, 1961, მეორე გაფართოების პაკეტი, არის პირველი Grand Theft Auto-ს ეპოქის ბოლო თამაში.

სერიის მეორე თამაში, Grand Theft Auto 2, შექმნეს Microsoft Windows-ის, PlayStation-ისა და Dreamcast-ის პლატფორმებისთვის 1999 წელს. თამაში მიმდინარეობს გაურკვეველ მომავალში. იგი წარმოადგენდა განახლებულ გრაფიკას და რამდენიმე განსხვავებულ თამაშის ტიპს, რომელიც დაფუძნებული იყო მოთამაშეების თხოვნით სხვადასხვა კრიმინალური ორგანიზაციების მიმართ.

თამაშის შემცირებული ვერსია გამოიცა ასევე Game Boy Color-ისთვის. განსხვავებულად GTA-ს სერიის სხვა ყველა თამაშებისგან, GTA 2 არის თამაში, რომელიც მეორე ეპიქაში მარტოდმარტო არის გამოცემული. იგი ასევე არის ერთადერთი თამაში, რომელსაც აქვს რეიტინგი - "T".

გამოცემების ისტორია
1997Grand Theft Auto
1998
1999Grand Theft Auto: London 1969
Grand Theft Auto: London 1961
Grand Theft Auto 2
2000
2001Grand Theft Auto III
2002Grand Theft Auto: Vice City
2003
2004Grand Theft Auto: San Andreas
Grand Theft Auto: Advance
2005Grand Theft Auto: Liberty City Stories
2006Grand Theft Auto: Vice City Stories
2007
2008Grand Theft Auto IV
2009Grand Theft Auto: The Lost and Damned
Grand Theft Auto: Chinatown Wars
Grand Theft Auto: The Ballad of Gay Tony
2010
2011
2012
2013Grand Theft Auto V

Grand Theft Auto III გამოსცეს 2001 წლის ოქტომბერში[1]. თამაში მიმდინარეობს ჩვენ დროში[2], გამოგონილ ქალაქ ლიბერტი სიტიში, რომელიც დამსგავსებულია ნიუ-იორკს, მაგრამ მასში ასევე ერთიანდება სხვა ამერიკული ქალაქების ელემენტები[3]. GTA III-ში თამაშის ხედვა განსხვავებულია წინა თამაშებისგან. ზემოდან ქვემოთ ხედვა შეცვლილია მესამე პერსონაჟის ხედვით. უპირველეს ყოვლისა, ნავიგაციის პრობლემა უზარმაზარ არახაზოვან თამაშში გადაჭრილი იქნა მუდმივი GPS-ით, რომლის მეშვეობითაც ადვილადაა შესაძლებელი მოთამაშის პოზიციის განსაზღვრა და უპრობლემო გადაადგილება. გრაფიკა ასევე განახლდა ახალი 3D თამაშის ძრავით. თამაშის ძრავა გაფართოვდა და გაჩნდა მისიებზე დაფუძნებული თამაშის ტიპი. თამაშს მრავალმოთამაშიანი რეჟიმი არ ჰქონდა (შემდეგ გამოიცა მოდები, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი იყო მრავალი მოთამაშის რეჟიმის გამოყენება), მაგრამ GTA III გაუმჯობესდა ბევრი სხვა მხრივ, როგორებიცაა ხმით თამაში და სიუჟეტი (წინა თამაშებში, მოთამაშეების ხმას გაიგონებდით მხოლოდ პატარა ანიმაციურ სცენებში ეტაპებს შორის, როდესაც სხვა კომუნიკაცია იყო უბრალოდ გადმოცემული სუბტიტრებით, რომლებიც ჩანდა ეკრანის ქვედა ნაწილში).

GTA III-ის წარმატების შემდეგ, 2002 წელს გამოსცეს Grand Theft Auto: Vice City. თამაში მიმდინარეობს 1986 წელს გამოგონილ ქალაქ ვაის სიტიში, რომელიც დაფუძნებულია მაიამიზე. თამაშის სიუჟეტი ფოკუსირებას აკეთებს კოკაინით ვაჭრობაზე 1980-იან წლებში. Vice City იყო პირველი თამაში, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო ფუნქციები. მოთამაშეს შეეძლო გამოეყენებინა მფრინავი სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა თვითმფრინავი და ვერტმფრენი. მასში ასევე წარმოდგენილია იარაღებისა და ტრანსპორტის სხვადასხვა ნაირსახეობები.

Grand Theft Auto: San Andreas გამოსცეს 2004 წლის ოქტომბერს, სადაც სიუჟეტი მიმდინარეობს 1992 წელს და ფოკუსირებას აკეთებს კალიფორნიის განგსტერულ ცხოვრებაზე. თამაში მიმდინარეობს გამოგონილ შტატ სან ანდრეასში, რომელიც დამსგავსებულია კალიფორნიისა და ნევადის ქალაქებს, ძირითადად კი ლოს-ანჯელესს, სან ფრანცისკოსა და ლას ვეგასს. შესაბამისად მათი ასლებია: ლოს სანტოსი, სან ფიერო და ლას ვენტურასი. თამაში ასევე მოიცავს მიდამოებს ლოს სანტოსსა და სან ფიეროს შორის, ლოს სანტოსსა და ლას ვენტურას შორის, და ასევე ლას ვენტურასა და სან ფიეროს შორის, სადაც ძირითადად უდაბნო გვხვდება.

Grand Theft Auto Advance გამოსცეს Game Boy Advance-ისთვის 2004 წელს. თავდაპირებლად გამოუშვეს როგორც GTA III-ის გარდაქმნილი ვერსია, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ გამოუვიდათ ორიგინალური თამაში. Game Boy Color-ის პორტების, Grand Theft Auto-სა და GTA 2-სგან განსხვავებით, GTA Advance არ შეიცავს ძალადობასა და ღვთის გმობას, რაც GTA-ს სერიის საერთო თემაა. თამაშმა მიიღო "M" რეიტინგი ESRB-ისგან. იგი იქნა გამოცემული საგარეო დეველოპერის, Digital Eclipse-ის მიერ.

2005 და 2006 წლებში, Rockstar-მა გამოსცა ორი თამაში PlayStation Portable-სთვის, ორივე შექმნილი იყო Rockstar Leeds-ის მიერ. Grand Theft Auto: Liberty City Stories იყო GTA III-ის წინამორბედი. მასში თამაში მიმდინარეობს 1998 წელს, ლიბერტი სიტიში. PlayStation 2-ის პორტი გამოიცა 2006 წლის 6 ივნისს Rockstar-ის მიერ.

Grand Theft Auto: Vice City Stories გამოსცეს PlayStation Portable-ისთვის 2006 წლის 31 ოქტომბერს. სიუჟეტი ვითარდება 1984 წელს ვაის სიტიში, ორი წლის წინ GTA: Vice City-ის მოვლენებამდე. თამაშის PlayStation 2 პორტი გამოიცა 2007 წლის 6 მარტს. იგი არის უკანასკნელი შენატანი მესამე თაობის სერიებში და ასევე ბოლო თამაში GTA III-ის ეპოქაში

ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში მესამე თაობის GTA-ს თამაშები არის:

  • GTA: Vice City Stories - მოვლენები ხდება: 1984; გამოცემულია: 2006
  • GTA: Vice City - მოვლენები ხდება: 1986; გამოცემულია: 2002
  • GTA: San Andreas - მოვლენები ხდება: 1992; გამოცემულია: 2004
  • GTA: Liberty City Stories - მოვლენები ხდება: 1998; გამოცემულია: 2005
  • GTA: Advance - მოვლენები ხდება: 2000; გამოცემულია: 2004
  • GTA: 3 - მოვლენები ხდება: 2001; გამოცემულია: 2001

Grand Theft Auto IV გამოსცეს 2008 წლის 29 აპრილს, ექვსთვიანი შეფერხების შემდეგ[4]. თავდაპირველად, მის გამოცემას აპირებდნენ მხოლოდ Playstation 3-ისთვისა და Xbox 360-ისთვის. იგი იყო პირველი GTA-ს სერიის თამაში, რომელიც ერთდროულად გამოსცეს სონისა და Microsoft-ის ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის. 2008 წლის აგვისტოს, Rockstar-მა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ გამოუშვან GTA IV პერსონალური კომპიუტერისთვისაც. GTA IV-ის თამაშის ძრავა არის Rockstar Advanced Game Engine (აგრეთვე ცნობილი როგორც RAGE), რომელსაც ასევე იყენებს Rockstar Games presents Table Tennis. თამაშში მოვლენები ვითარდება კვლავ ლიბერტი სიტიში, მაგრამ იგი წინა ვერსიისგან განსხვავებით ძალიან მიახლოებულია ნიუ-იორკს[5].

Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა "სტრატეგიული კავშირი" Rockstar Games-თან X06 შოუზე. ეს შეთანხმება გამოიცა Grand Theft Auto IV: The Lost and Damned-ის სახით, 2009 წლის 17 თებერვალს და გადმოსაწერად ხელმისაწვდომი გახდა, ექსკლუზიურად Xbox 360-ის. ეს არის გაფართოება, რომელმაც უკვე არსებულ თამაშს დაუმატა რამდენიმე ახალი ელემენტი და ფოკუსირება გააკეთა მოტოციკლეტების ბანდის, "The Lost"-ის ვიცე პრეზიდენტ ჯონი კლებიცზე.

მეორე GTA IV-ის გაფართოებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გადმოსაწერად, ერქმევა The Ballad of Gay Tony [6]. Grand Theft Auto: Episodes ლიბერტი სიტიდან არის შედგენილი პაკეტი, რომელიც გამოიცა Xbox 360-ისთვის The Ballad of Gay Tony-სთან ერთად. მის ერთ დისკში იქნება The Lost and Damned და The Ballad of Gay Tony ერთდროულად და აღარ დასჭირდება GTA IV-ის ორიგინალურ ასლი.

Grand Theft Auto: Chinatown Wars არის პირველი თამაში GTA-ს სერიისა, რომელიც გამოიცა Nintendo DS-სთვის. ამის შესახებ განაცხადეს E3-ზე, ნინტენდოს პრეს კონფერენციაზე, 2008 წლის 15 ივლისს. მას აქვს რამდენიმე სიახლე, როგორიცაა სენსორული ეკრანი მინი-თამაშებზე. თამაში გამოსცეს 2009 წლის 17 მარტს ჩრდილოეთ ამერიკაში და ამავე წლის 20 მარტს ავსტრალიასა და ევროპაში. PEGI-მა და BBFC-იმ (ევროპა, დიდი ბრიტანეთი) თამაში შეაფესეს 18+-ით, ხოლო ESRB-მ (ჩრდილოეთ ამერიკა) M-ით. 2009 წლის 22 ივნისს განაცხადეს, რომ 2009 წლის მესამე მეოთხედში გამოვიდოდა თამაშის PSP ვერსია[7].

ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში მეოთხე თაობის GTA-ს თამაშები არის:

  • GTA: IV - მოვლენები ხდება: 2008; გამოცემულია: 2008
  • The Lost and Damned - მოვლენები ხდება: 2008; გამოცემულია: 2009
  • The Ballad of Gay Tony - მოვლენები ხდება: 2008 - გამოცემა იგეგმება 2009 წლის ოქტომბერში.
  • GTA: Chinatown Wars - მოვლენები ხდება: 2009; გამოცემულია: 2009

თამაშების რეზიუმე

რედაქტირება
ეპოქა სათაური დეველოპერი ძირითადი პლატფორმა გამოსადეგობა წელი
სონი Microsoft ნინტენდო სხვა
პირველი Grand Theft Auto DMA Design, Tarantula Studios პერსონალური კომპიუტერი PS1 Windows Game Boy Color DOS 1997
London, '69 DMA Design, Tarantula Studios, Rockstar Canada, Runecraft გაფართოების პაკეტი PS1 Windows DOS 1999
London, '61 DMA Design, Tarantula Studios, Rockstar Canada, Runecraft გაფართოების პაკეტი Windows
მეორე Grand Theft Auto 2 DMA Design, Tarantula Studios კონსოლი PS1 Windows Game Boy Color Dreamcast
მესამე Grand Theft Auto III DMA Design, Rockstar Vienna კონსოლი PS2 Windows, Xbox 2001
Vice City Rockstar North, Rockstar Vienna კონსოლი PS2 Windows, Xbox 2002
Advance Digital Eclipse პორტატული Game Boy Advance 2004
San Andreas Rockstar North კონსოლი PS2 Windows, Xbox
Liberty City Stories Rockstar North, Rockstar Leeds პორტატული PSP, PS2 2005
Vice City Stories Rockstar North, Rockstar Leeds პორტატული PSP, PS2 2006
მეოთხე Grand Theft Auto IV Rockstar North, Rockstar Toronto კონსოლი PS3 Windows, Xbox 360 2008
The Lost and Damned Rockstar North გაფართოების პაკეტი Xbox 360 2009
Chinatown Wars Rockstar North, Rockstar Leeds პორტატული PSP DS iPhone, iPod Touch
The Ballad of Gay Tony Rockstar North გაფართოების პაკეტი Xbox 360
სულ 14 (10 თამაში, 4 გაფართოება)
10
10
4
5
3

აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ყველა თამაშის სახელი იწყება "Grand Theft Auto"-თი.

მსგავსი თამაშები

რედაქტირება

კრიტიკოსები ზოგჯერ Grand Theft Auto III-ის გამოცემას დიდ როლს ანიჭებენ ვიდეო თამაშების ისტორიაში, იმაზე მეტსაც კი ვიდრე Doom-ს[8], რომელიც თითქმის ათწლეულით ადრე გამოვიდა მასზე. შემდგომ თამაშებს, რომლებიც იყენებდნენ ტარებისა და სროლის იმ ფორმულას, რომელიც GTA-ს სერიებშია გამოყენებული, ხშირად Grand Theft Auto-ს კლონებსაც უწოდებენ. ზოგი მიმომხილველები, Driver-ის სერიებსაც კი ანიჭებენ ამ მეტსახელს, თუმცა ეს თამაში Grand Theft Auto III-ის გამოცემამდე 1 წლის ადრე გამიცა[9]. Grand Theft Auto-ს კლონი თამაშები ძირითადად 3D მოქმედებით-სათავგადასავლო ჟანრის თამაშებია[10], სადაც მოთამაშეებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ატარონ ნებისმიერი მანქანა ან ისროლონ ნებისმიერი იარაღი.[11]. ასეთი თამაშები ხშირად შეიცავს ძალადობისა და კრიმინალურ ელემენტებს. აღსანიშნავი თამაშები, რომლებსაც ხშირად Grand Theft Auto კლონს ეძახიან, ესენია: Saints Row სერია,[12] The Godfather,The Godfather II, The Getaway, The Getaway: Black Monday, Crackdown, Mafia: The City of Lost Heaven, Mafia II, Wheelman, True Crime: Streets of LA, True Crime: New York City,[13][14] Scarface: The World Is Yours და The Simpsons Hit & Run, რომლებიც იყენებ თამაშის GTA-ისნაირ სტილს[15].

გამოხმაურებები

რედაქტირება
 
GTA IV-ის დახატული რეკლამა ნიუ-იორკში

2001 წლიდან, Grand Theft Auto-ის სერიებმა მიაღწიეს უზარმაზარ წარმატებებს, ორივე მხირვ, კრიტიკულათად და ფინანსურადაც. მან მიიღო ყველა თამაშზე სრულყოფილი, ან თითქმის სრულყოფილი განხილვები და ქულები. მსოფლიო მასშტაბით, სულ 70 მილიონი ასლია გაყიდული 2008 წლის მარტის მონაცემებით[16]. Times Online-მა აღნიშნა, რომ Grand Theft Auto IV-მა, GTA-ს სერიის კონსოლის უკანასკნელმა თამაშმა, დაამყარა რეკორდი და გაიყიდა პირველ დღეს მისი 609,000 ასლი დიდ ბრიტანეთში[17]. პირველ კვირას კი დაახლოებით 6 მილიონი ასლი გაიყიდა და 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა[18].

სერიებმა დაამყარეს არაერთი რეკორდი, ბევრი მათგანი კი შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდებში, 10 მსოფლიო რეკორდში - Guinness World Records: Gamer's Edition 2008. ეს რეკორდები მოიცავს: ყველაზე ბევრი ვარსკვლავი სტუმარი ვიდეო თამაშის სერიებში, ყველაზე ხანგრძლივი საუბარი ვიდეო თამაშში (GTA: San Andreas), ყველაზე ხანგრძილივი თამაშის საუნდტრეკი (GTA: San Andreas) და ყველა დროის ყველაზე წარმატებული გასართობი თამაში (GTA IV). გინესის მსოფლიო რეკორდებმა Grand Theft Auto ასევე შეაფასა ნომერ მესამე საუკეთესო კონსოლის თამაშად 50-დან[19].

ქულები და გაყიდვები

რედაქტირება
თამაში ქულები გაყიდვები შეძენილი ლეიბლ(ებ)ი პირველი გამოცემა
IGN GameSpot
პირველი ეპოქა
Grand Theft Auto 6[20] 8[21] 1 მილიონი
1997
Grand Theft Auto: London, 1969 7.5[22] 5.9[23] 1 მილიონი
1999
Grand Theft Auto: London, 1961 5.9 7.5 1 მილიონი
1999
მეორე ეპოქა
Grand Theft Auto 2 6.8[24] 6.9[25] 2 მილიონი PlayStation-ის უდიდესი ჰიტები 1999
მესამე ეპოქა
Grand Theft Auto III 9.6[26] 9.6[27] 15 მილიონი PlayStation 2-ის უდიდესი ჰიტები 2001
Grand Theft Auto: Vice City 9.7[28] 9.6[29] 20 მილიონი PlayStation 2-ის უდიდესი ჰიტები 2002
Grand Theft Auto Advance 8.5[30] 6.5[31] 100,000
2004
Grand Theft Auto: San Andreas 9.9[32] 9.6[33] 25 მილიონი PlayStation 2-ის უდიდესი ჰიტები, Xbox-ის თეთრი ოქროს ჰიტები 2004
Grand Theft Auto: Liberty City Stories 9[34] 8.6[35] 8 მილიონი PlayStation Portable-ის უდიდესი ჰიტები 2005
Grand Theft Auto: Vice City Stories 9[36] 8.4[36] 5 მილიონი PlayStation Portable-ის უდიდესი ჰიტები 2006
მეოთხე ეპოქა
Grand Theft Auto IV 10[37] 10[38] 13 მილიონი[39]
2008
Grand Theft Auto IV: The Lost and Damned 9[40] 8.95[41] 323,000+[42]
2009
Grand Theft Auto: Chinatown Wars 9.5[43] 9.5[44] 89,000[45][46]
2009
Grand Theft Auto IV: The Ballad of Gay Tony N/A N/A N/A
2009

Grand Theft Auto IV არის პირველი და ერთადერთი თამაში GTA-ს სერიიდან, რომელმაც დაიმსახურა IGN-ისგან 10-ით შეფასება. ეს არის უნიკალური სერიისთვის, რადგან IGN იშვიათად თუ აჯილდოებს თამაშებს სრულყოფილი ქულებით. უკანასკნელი თამაში, რომელსაც IGN-მ მიანიჭა შეფასება 10, Grand Theft Auto IV-მდე, იყო Soul Calibur, 1999 წელს. თუმცა, 2008 წლის ბოლოს, კიდევ ერთი თამაში, რომელმაც მიიღო IGN-სგან 10, იყო Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots

მომავალი

რედაქტირება

Grand Theft Auto IV-ის გამოცემის შემდეგ, Rockstar Games-მა გამოსცა The Lost and Damned და Grand Theft Auto: Chinatown Wars. ისინი ასევე მუშაოებენ მეორე პაკეტზე, Grand Theft Auto IV-ის Xbox 360-ის ვერსიაზე, რომელსაც ერქმევა Grand Theft Auto: The Ballad of Gay Tony და გამოიცა 2009 წლის 29 ოქტომბერს. Grand Theft Auto: Chinatown Wars-ის PSP & iPhone/iPod Touch ვერსიაბი ასევე იქმნება და მუშავდება. Grand Theft Auto IV-ის გამოცემის შემდეგ, ხმები გავრცელდა, რომ შემდეგი სრული კონსოლის თამაში გამოვიდოდა 2009 წელს, თუმცა ამავე წლის იანვარში Rockstar-მა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ ჭორი და სიმართლეს არ ეფუძნებოდა[47]. Wedbush Morgan Securities-ის ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ანალიტიკოსი მაიკლ პაჩტერი ეხლაც დარწმუნებული იყო, რომ სერიის შემდეგი კონსოლის სრული ვერსია გამოვი 2010 წელს. Game Trailers-ის მეოცე ეპიზოდში, "დამატებით რაუნდში", პაჩტერმა განაცხადა: “მე აქტიურად ვფიქრობ, რომ მათ უკვე აქვთ მოფიქრებული ისტორია თავიანდ გონებაში. GTA5 უკვე დაგეგმილია და ვფიქრობ, რომ თქვენ მალე ნახავთ GTA-ს ახალ თამაშს ორ წელ ნახევარში. 2010 წლის მიწურულს, Grand Theft Auto 5 გამოვა”.[48]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

საუნდტრეკები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Moses, Travis. (2008-01-23) Preview : Grand Theft Auto IV. Gamepro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  2. According to the final entry of the official Liberty Tree "online newspaper" დაარქივებული 2009-02-15 საიტზე Wayback Machine. , Grand Theft Auto III is implied to be set around the first release of GTA III, specifically, October 2001.
  3. GTA IV: Building a Brave New World. uk.xbox360.ign.com (2008-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2008-04-23.
  4. MCWHERTOR, MICHAEL. (2 August 2007) Take-Two Execs Explain GTA IV Delay. kotaku.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2007-08-02.
  5. Totilo, Stephen. (2007-03-29) 'GTA IV' Revealed: Game Returning To City That Made It Famous. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-16. ციტირების თარიღი: 2007-04-01.
  6. Grand Theft Auto: The Ballad of Gay Tony. RockstarBase.com (2009-05-26). ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  7. Robert Purchese. (2009-06-22) GTA: Chinatown Wars for PSP. Eurogamer.net. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  8. თამაშის ინფორმატორი გამოცემა 138; გვ. 73
  9. Jeff Gerstmann. (2006-03-14) Driver: Parallel Lines Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-01. ციტირების თარიღი: 2008-07-24.
  10. Sources that refer to GTA-style games as action-adventure games include:
    i. Jonathan Parkyn. (2006-04-18) Review: The Godfather 3D action game. Personal Computer World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-24. ციტირების თარიღი: 2008-07-25.
    ii. Steve Tilley. (2007-04-01) Wii 'Godfather' for newbies only. CANOE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-23. ციტირების თარიღი: 2008-07-25.;
    iii. Sam Bishop. (2003-05-16) E3 2003: True Crime: Streets of L.A. Update. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2008-07-25.
    iv. Will Tuttle. (2006-08-30) GameSpy Review - Saints Row. GameSpy. ციტირების თარიღი: 2008-07-25.;
    v. Blake Snow. (2008-01-30) Just Cause 2 announced for Xbox 360, PS3, PC. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-01. ციტირების თარიღი: 2008-07-24.
  11. Crackdown Community Q&A. EuroGamer (2007-03-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2008-07-25.
  12. დუგლასი, პერი, Saints Row-ს განხილვა, Saints Row 2 IGN, 28 აგვისტო, 2006
  13. True Crime: Streets of LA დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine. , IGN, 31 ოქტომბერი, 2003
  14. Gameranking PS2 Average 77%. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-11. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
  15. კრის როპერი, Scarface: The World is Yours-ის განხილვა დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. , IGN, 6 ოქტომბერი 2006
  16. Recommendation of the Board of Directors to Reject Electronic Arts Inc.'s Tender Offer (PDF) გვ. 9, 12. Take-Two Interactive Software, Inc. (2008-03-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-08. ციტირების თარიღი: 2008-04-01.
  17. საბაგი, დენ "Grand Theft Auto IV-ის რეკორდი, 609,000 ასლი პირველივე დღეს" დაარქივებული 2008-07-20 საიტზე Wayback Machine. , The Times, 1 მაისი, 2008
  18. Franklin Paul. (2008-05-07) Take-Two's Grand Theft Auto 4 sales top $500 million. Reuters. ციტირების თარიღი: 2008-05-08.
  19. Ivan, Tom. (28/02/2009) Guinness ranks top 50 games of all time. ვიდეო თამაში. ციტირების თარიღი: 14-03-2009.
  20. IGN: Grand Theft Auto (GTA). Psx.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  21. Grand Theft Auto PlayStation-ისთვის. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  22. IGN: Grand Theft Auto: London 1969. Psx.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  23. Grand Theft Auto: London, 1969 PlayStation. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.[მკვდარი ბმული]
  24. IGN: Grand Theft Auto II (GTA 2). Psx.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  25. Grand Theft Auto 2 PlayStation. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  26. IGN: Grand Theft Auto III (GTA 3). Ps2.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  27. Grand Theft Auto III Playstation 2. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  28. IGN: Grand Theft Auto: Vice City (GTA: Vice City). Ps2.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  29. Grand Theft Auto: Vice City Playstation 2. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  30. IGN: Grand Theft Auto (GTA Advance). Gameboy.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  31. Grand Theft Auto for Game Boy Advance. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.[მკვდარი ბმული]
  32. IGN: Grand Theft Auto: San Andreas (GTA: San Andreas). Ps2.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  33. Grand Theft Auto: San Andreas Playstation 2. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.[მკვდარი ბმული]
  34. IGN: Grand Theft Auto: Liberty City Stories (GTA: Liberty City Stories). Psp.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  35. Grand Theft Auto: Liberty City Stories for PSP. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.[მკვდარი ბმული]
  36. 36.0 36.1 IGN: Grand Theft Auto: Vice City Stories (GTA: Vice City Stories). Psp.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  37. IGN: Grand Theft Auto IV (GTA IV). Ps3.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  38. Grand Theft Auto IV Playstation 3. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  39. GTA 4-ის 13 მილიონი ასლი გაიყიდა - ჯადოსნური ექსტრიმი. Ve3d.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-03. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  40. IGN: Grand Theft Auto IV: The Lost and Damned (GTA IV: The Lost and Damned). Xbox360.ign.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  41. Grand Theft Auto IV: The Lost and Damned for Xbox 360. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.[მკვდარი ბმული]
  42. Plunkett, Luke. (2009-03-19) Lost & Damned "Outsells Killzone 2", Gives Us Sales Ballpark - Lost & Damned. Kotaku. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  43. IGN: Grand Theft Auto: Chinatown Wars (GTA: Chinatown Wars). Ds.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  44. Grand Theft Auto: Chinatown Wars for DS. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  45. 10:13am ET. „TTWO: Summary for Take-Two Interactive Software“. Finance.yahoo.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  46. By thorsen-ink. Only 200,000 Chinatown Wars sold in March? - GameSpot Rumor Control. Gamespot.com. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  47. McWhertor, Michael. (2009-01-16) Rockstar: Sorry, No Grand Theft Auto "V" In 2009 - grand theft auto IV. Kotaku. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  48. http://www.gametrailers.com/bonusround.php?ep=20&pt=4