The Getaway: Black Monday
The Getaway: Black Monday — მოქმედებით-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Sony Computer Entertainment Europe-ის დამხმარე კომპანიამ, გუნდმა Soho-მ და გამოსცა 2004 წელს PlayStation 2-ისთვის.
თამაშის სიუჟეტი ვითარდება ლონდონში და აღებული აქვს რეპლიკები ბრიტანული განგსტერული ფილმებიდან, როგორებიცაა Get Carter, გრძელი კარგი პარასკევი და კარტი, ფული და ორი ლულა. იგი არის The Getaway-ის გაგრძელება.
განსხვავებით Grand Theft Auto-ს, True Crime-ისა და Driver-ის სერიისგან, თამაშში გვხვდება ლიცენზირებული ტრანსპორტები, როგორებიცაა Renault, Brabus და Vauxhall. სულ არის 130 მართვადი ტრანსპორტი.