კარტი, ფული და ორი ლულა
„კარტი, ფული და ორი ლულა“ (ინგლ. Lock, Stock and Two Smoking Barrels) — 1998 წლის ბრიტანული კრიმინალური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია გაი რიჩი, პროდიუსერი – მეთიუ ვონი, ხოლო როლებს ასრულებენ ჯეისონ ფლემინგი, დექსტერ ფლეტჩერი, ნიკ მორანი, ჯეისონ სტეითემი, სტივენ მაკინტოში, ვინი ჯოუნსი და სტინგი.
„კარტი, ფული და ორი ლულა“ | |
---|---|
რეჟისორი | გაი რიჩი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | გაი რიჩი |
ტექსტს კითხულობს | ალან ფორდი |
როლებში | |
მუსიკა | |
ოპერატორი | ტიმ მორის-ჯოუნსი |
მონტაჟი | ნივენ ჰაუი |
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | PolyGram Filmed Entertainment |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 106 წთ.[1] |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
სიუჟეტი აღწერს ბანქოს ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელიც განგსტერ ჰარი ლონსდეილთან აგებს 500 000 გირვანქა სტერლინგს და ერთ კვირაში ეს თანხა უნდა გადასცეს. ამისთვის იგი, მეგობრებთან ერთად, გადაწყვიტავს გაქურდოს დამნაშავეთა სხვა ბანდა.
ფილმმა რიჩის მოუპოვა მსოფლიო აღიარება. ამავე დროს, პოპულარულები გახდნენ მსახიობები ვინი ჯოუნსი (უელსის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ყოფილი მოთამაშე) და ჯეისონ სტეითემი, ყოფილი მოცურავე. 1.35 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით, ფილმის შემოსავალმა 28 მილიონს გადააჭარბა.
2000 წელს აგრეთვე გამოვიდა ტელესერიალი „კარტი, ფული...“, რომელიც, საპილოტო ეპიზოდთან ერთად, შვიდ ეპიზოდს მოიცავს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Lock, Stock and Two Smoking Barrels (18). British Board of Film Classification (22 June 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 1 August 2013.