Driver
Driver (ქართ. მძღოლი) — ვიდეო თამაშის სერია, რომელიც შექმნა Reflections Interactive-მა (ახლა Ubisoft Reflections). თავდაპირველად გამოსცა GT Interactive-მა, შემდეგ კი Atari, ხოლო დღესდღეობით გამოსცემს Ubisoft. თამაშის გეიმპლეი მოიცავს სარბოლო, მოქმედებითისა და სროლების ჟანრების ელემენტებსა და ღია სამყაროს გარემოს. 1999 წლიდან მოყოლებული გამოშვებული იქნა ხუთი თამაში სერიიდან.
Driver | |
---|---|
სერიის ლოგო | |
ჟანრები |
მოქმედებითი-სათავგადასავლო სარბოლო თამაში |
დეველოპერ(ებ)ი |
Ubisoft Reflections Sumo Digital Ubisoft Gameloft |
გამომცემელი |
GT Interactive (1999) Infogrames/Atari (2000–2006) Ubisoft (2006–დღემდე) |
შემქმნელ(ებ)ი | მარტინ ედმონდსონი[1] |
კომპოზიტორ(ებ)ი |
ალისტერ ბრიმბლი რიჩ აიტკენი |
პირველი გამოცემა |
Driver 30 ივნისი, 1999 |
ბოლო გამოცემა |
Driver: Speedboat Paradise დეკემბერი 2014 |
ოფიციალური საიტი | driver-game.com |
2011 წლის აგვისტოს მონაცემებით გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი მსოფლიოს მასშტაბით.[2]
სერია
რედაქტირებადასახელება | პლატფორმები | წელი | |||
---|---|---|---|---|---|
Sony | Microsoft | Nintendo | Apple | ||
Driver | PlayStation | Windows | Game Boy Color | Mac, iOS | 1999 |
Driver 2 | PlayStation | არა | Game Boy Advance | არა | 2000 |
Driv3r | PlayStation 2 | Xbox, Windows | Game Boy Advance | არა | 2004 |
Parallel Lines | PlayStation 2 | Xbox, Windows | Wii | არა | 2006 |
Driver 76 | PlayStation Portable | არა | არა | არა | 2007 |
San Francisco | PlayStation 3 | Xbox 360, Windows | Wii | Mac OS X | 2011 |
Renegade 3D | არა | არა | 3DS | არა | 2011 |
თამაშები
რედაქტირებაDriver
რედაქტირებაპირველი გამოცემა Driver-ის სერიიდან გამოშვებული იქნა Playstation-ისთვის 1999 წლის 30 ივნისს.მოგვიანებით, 2000 წლის დეკემბერში შეიქმნა Game Boy Color-ისთვის, 2000 წელს - Windows-ისთვის, 2000 წლის დეკემბერში - Mac-ისთვის, ხოლო iOS-ზე გამოშვებული იქნა ყველაზე ბოლოს, 2009 წლის დეკემბერში. თამმაში მოთამაშე მართავს ყოფილ ავტომრბოლელს ჯონ ტანერს , რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდება პოლიციის დეტექტივი. თამაში შთაგონებულია ისეთი ფილმებით, როგორებიც არის მძღოლი, ბულიტი. დაფუძნებულია 4 რეალურ ქალაქზე, ესენია: მაიამი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი.
Driver 2
რედაქტირებამეორე ნაწილი თამაშის სერიიდან, გამოშვებული 2000 წლის 13 ნოემბერს PlayStation-ისთვის, Infogrames მიერ (დღეს Atari), ხოლო მოგვიანებით, 2002 წლის 4 ოქტომბერს პორტირებული იქნა Game Boy Advance-ზე. თამაშში კვლავ ფიგურირებს დეტექტივი ჯონ ტანერი მის პარტნიორ ტობიას ჯონსთან ერთად. თამაში დაფუძნებულია რეალურ ქალაქებზე - (ჩიკაგო, ჰავანა, ლას-ვეგასი, რიო-დე-ჟანეირო). ის არის პირველი თამაში სერიიდან, რომელშიც ჩადებული არის 2 მოთამაშის რეჟიმი, მოხრილი გზები და მანქანიდან გადმოსვლის და სხვა მანქანის გატაცების შესაძლებლობა.
Dirver 3
რედაქტირებამესამე ნაწილი სერიიდან და პირველი - რომელმაც მიიღო M რეიტინგი ESRB-ისგან, (პირველმა ორმა ნაწილმა მიიღო T) გამოშვებული იქნა PlayStation 2-ისა და Xbox-ისთვის 2004 წლის 21 ივნისს. ერთიანობაში მიიღო უარყოფითი შეფასება კრიტიკოსებისგან, როგორიც არის სიუჟეტი, ცუდი კონტროლი და ა.შ. (მიუხედავად იმისა, რომ თამაშში პირველად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი). თამაშში მიმდინარეობა ხდება ქალაქ მაიამში, ნიცასა და სტამბოლში. შემდგომში თამაში პორტირებული იქნა Windows-სა და Game Boy Advance-ზე[3].
Driver: Parallel Lines
რედაქტირებამეოთხე ნაწილი სერიიდან. რელიზი შედგა 2006 წლის 14 ნოემბერს, PlayStation 2-სა და Xbox-ზე, ხოლო Windows-სა და Wii-თვის - 2007 წლის 26 ივნისს. სერიებიდან გამოირჩევა ძალადობრივი სცენებით, რომელიც +18 ნიშნით იქნა შეფასებული.
თამაში შესამჩნევად განსხვავდება მისი წინამორბედებისაგან. წინა სერიების გმირი ჯონ ტანერი მონაწილეობს მცირე ხნით. მოქმედება ხდება ნიუ-იორკში. ამჯერად მთავარი გმირის როლში გვევლინება არა პოლიციის ოფიცერი, არამედ კრიმინალი სახელად TK. მიმდინარეობა ხდება 1978 წლიდან 2006 წლამდე, სადაც მთავარი გმირი 28 წლის შემდეგ გამოდის ციხიდან. თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება, თუმცა გაყიდვების მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა.
Driver 76
რედაქტირებაDriver 76 არის PlayStation Portable-ის ექსკლუზივი დრაივერის სერიებში. თამაშის პროცესი მიმდინარეობს ნიუ-იორკში, Parallel Lines-ის პირველი პერიოდში მომხდარი მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ. მთავარი გმირი არის TK-ის მეგობარი რეი, რომელიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია Parallel Line-ში. იგი შემუშავებული იქნა Sumo Digital-ის მიერ.გამოვიდა 2007 წლის 8 მაისს.
Driver: San Francisco
რედაქტირებამეხუთე ნაწილი სერიიდან, რომლის დამზადება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა[4][5][6]. რამდენიმეწლიანი სპეკულაციების შემდეგ, Ubisoft-მა, საბოლოოდ გაამხილა დეტალები E3 2010-ზე. საბოლოოდ, გარკვეული შფერხებების შემდეგ, თამაში გამოშვებული იქნა 2011 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიაში.
თამაშში მოქმედება ხდება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სადაც პროტაგონისტი არის წინა სერიებიდან ცნობილი პერსონაჟი ჯონ ტანერი.იგი კომაში იყო გადატანილი ავარიის შემდეგ. თამაში მიმდინარეობს ტანერის კომის პერიოდში, მის სიზმრებში[7]. Wii ვერსიის თამაშის სიუჟეტი განსხვავდება სხვა Driver-ის სერიიდან. ის წარმოადგენს ორიგინარული თამაშის Driver წინარეისტორიას.
ამ თამაშში, დეველოპერებმა გადაწყვიტეს ამოეღოთ მანქანიდან გადმოსვლის შესაძლებლობა. ამას გარდა, მათ შექმნეს ახალი მექანიზმი "ცვლა" (ინგლ:Shift), რომელიც საშუალებას იძლევა მანქანიდან გადმოსვლის გარეშე ერთი მანქანიდან მეორე მანქანაში გადასვლას.
თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. იგი, ასევე კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.
Driver:Renegade 3D
რედაქტირებაNintendo 3DS-ის ექსკლუზივი. მასში კვლავ ფიგურირებს ჯონ ტანერი, რომელიც ცდილობს ნიუ იორკის კრიმინალური ბანდების განადგურებას საკუთარი ხელებით. თამაში გამოვიდა 2011 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიაში.
Driver: Speedboat Paradise
რედაქტირებაუფასო თამაში გამოსული მობილურ პლატფორმაზე, iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე
მსგავსი თამაშები
რედაქტირებაDriver: Vegas (გამოვიდა 2006 წელს) და Driver: LA Undercover (გამოსული 2007 წელს) წარმოადგენს მობილური პლატფორმის ექკლუზიურ თამაშებს. აქაც, კვლავ თამაშის მთავარ გმირად გვევლინება ჯონ ტანერი. Driver: Vegas-ში მიმდინარეობა ხდება ქალაქ ლას-ვეგასში. ჯონ ტანერი ცდილობს შური იძიოს ჩარლს ჯერიკოზე Driver 3-ში მომხდარი მოვლენების გამო. ხოლო Driver: LA Undercover-ში თამაში მიმდიონარეობს ლოს-ანჯელესში, სადაც ტანერი ცდილობს ქალაქის მაფიის წევრების განადგურებას.
C.O.P. The Recruit
რედაქტირება2009 წლის 3 ნოემბერს Ubisoft-მა C.O.P. The Recruit გამოუშვა Nintendo DS-ისთვის. იგი დარეგისტრირებული იყო სხვადასხვა სახელწოდებებით, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სახელწოდება Driver: The Recruit.[8].
კრიტიკოსების შეფასება
რედაქტირებათამაში | GameRankings | Metacritic |
---|---|---|
Driver | (PS1) 87.57%[9] (PC) 79.05%[10] (GBC) 75.50%[11] |
(PS1) 87[12] |
Driver 2 | (PS1) 69.20%[13] (GBA) 63.36%[14] |
(GBA) 73[15] (PS1) 62[16] |
Driver 3 | (Xbox) 59.98%[17] (PS2) 58.34%[18] (GBA) 50.00%[19] (PC) 41.21%[20] |
(PS2) 57[21] (Xbox) 56[22] (PC) 40[23] |
Driver: Parallel Lines | (PS2) 69.99%[24] (Xbox) 68.46%[25] (PC) 61.80%[26] (Wii) 59.82%[27] |
(PS2) 69[28] (Xbox) 69[29] (PC) 61[30] (Wii) 59[31] |
Driver 76 | (PSP) 59.89%[32] | (PSP) 57[33] |
Driver: San Francisco | (X360) 81.00%[34] (PS3) 79.77%[35] (PC) 76.67%[36] (Wii) 65.25%[37] |
(X360) 80[38] (PC) 80[39] (PS3) 79[40] (Wii) 64[41] |
Driver: Renegade 3D | (3DS) 46.14%[42] | (3DS) 48[43] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Martin Edmondson“. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 2014-03-01.
- ↑ At a glance. Ubisoft (2011-02-28). ციტირების თარიღი: 2011-04-19.
- ↑ Driver 3 speeds onto the GBA - Game Boy Advance News at GameSpot
- ↑ Atari sells Reflections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-18. ციტირების თარიღი: 2016-01-06.
- ↑ How a computer game is made. BBC (18 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 2008-06-18.
- ↑ UK games industry needs brains. BBC (18 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 2008-06-18.
- ↑ Driver: San Francisco coming to 360, PS3, Wii and PC. Joystiq (2010-06-14). ციტირების თარიღი: 2010-06-15.
- ↑ E3 2009: C.O.P. The Recruit – Driver's little brother?. One Last Continue (2009-06-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-12. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Driver Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-06. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: You are the Wheelman Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-07. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver 2 Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-14. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver 2 Advance Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-03. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver 2 Advance Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver 2 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-31. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-17. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-13. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driv3r Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-16. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-16. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-16. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: Parallel Lines Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver '76 Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-08. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver '76 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-09. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-09. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: January 20, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: January 20, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: January 20, 2013.
- ↑ Driver: San Francisco Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: January 20, 2013.
- ↑ Driver: Renegade Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2011. ციტირების თარიღი: January 20, 2013.
- ↑ Driver: Renegade Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: January 20, 2013.