Giant Bomb — ამერიკული საიტი, რომელიც აქვეყნებს რეცენზიებს, მიმოხილვებსა და სიახლეებს ვიდეო თამაშების შესახებ. საიტი შეიცავს ვიკი მონაცემთა ბაზას სათამაშო თემატიკის შესახებ. საიტი დააფუძნეს GameSpot-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ჯეფ გერსტმანმა და რაინ დევისმა Whiskey Media-სთან თანამშრომლობით. ჟურნალ ტაიმის მიერ Giant Bomb შეყვანილი იქნა 2011 წლის 50 ყველაზე პოპულარულ საიტებს შორის.[2] 2012 წლის მარტს საიტი შეისყიდა ამერიკულმა კომპანია CBS Interactive-მა.[3]

Giant Bomb logo.png
ოფიციალური ლოგო
საიტი giantbomb.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არჩევითი (უფასო და ფასიანი)
ხელმისაწვდომი ენა ინგლუსური
დამფუძნებელი ჯეფ გერსტმანი
რაიან დევისი
მფლობელი CBS Interactive
გაეშვა 21 ივლისი, 2008; 8 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი Increase2.svg 3,203 (თებერვალი, 2015)[1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

ისტორიარედაქტირება

2007 წლის 28 ნოემბერს ჯეფ გერსტმანი გათავისუფლებული იქნა გეიმსპოტის რედაქციის დირექტორის თანამდებობიდან.[4] გათავისუფლების შემდეგ, ჯეფმა ახალი საიტის შექმნის მიზნით დაამყარა თანამშრომლობა ვებდიზაინერების ჯგუფთან. განთავისუფლებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ინტერნეტში ხმები გავრცელდა, რომ თითქოს გათავისუფლების მიზეზად იქცა კომპანია Eidos Interactive-ის ზეწოლა Giant Bomb-ზე, იმის გამო, რომ ჯეფმა აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთ თამაშს სახელწოდებით Kane & Lynch: Dead Men მისცა ნეგატიური შეფასება,მას შემდეგ რაც დაიდო თამაშის რეკლამა Giant Bomb-ზე. თუმცა საიტის რედაქციამ უარყო აღნიშნული ფაქტი.[5] ამ ინციდენტის გამო, კომპანიის რედაქცია დატოვა რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ალექს ნავარომ, რაიან დევისმა, ბრედ შუმეიკერმა და ვინი კრაველამ, ხოლო რაიან დევისმა წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა 2008 წლის თებერვალს და წასვლის მიზეზად ჯეფის გათავისუფლება დაასახელა.[6]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Giantbomb.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-29. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  2. McCracken, Harry. “Giant Bomb - The Top 50 Websites of 2011“, Time Magazine, 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2011-08-17. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-17. 
  3. Giant Bomb, Comic Vine join CBS Interactive. GameSpot (2012-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2013-06-17.
  4. Wilde, Tyler. (2008-04-03) Jeff Gerstmann on GameSpot, Giant Bomb, and snark. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-10. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
  5. GameSpot staff. (2007-12-05) Spot On: GameSpot on Gerstmann. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-25. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
  6. Orland, Kyle. (2008-02-04) Gamespot exodus continues: Ryan Davis to leave. Joystiq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-05. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Giant_Bomb&oldid=3950873“-დან