PlayStation

სათამაშო ბრენდი, რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშების კონსოლებს, ონლაინ სერვისებს, პორტატიულ კონსო
(გადამისამართდა გვერდიდან Playstation)

PlayStation (იაპონ. プレイステーション აბრევიატურა PS?) — სათამაშო სავაჭრო მარკა, რომელიც მოიცავს ხუთ სახლის ვიდეო თამაშების კონსოლს, ისევე როგორც ონლაინ სერვისს, კონტროლერების ხაზს, პორტატიულ მოწყობილობებს, ტელეფონსა და რამდენიმე სახის ჟურნალს. დაარსებიდან დღემდე ქმნის და ფლობს Sony Interactive Entertainment.

PlayStation
პროდუქტის ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი (სახლის, პორტატიული და მიკროკონსოლი)
მფლობელი Sony Interactive Entertainment
ქვეყანა იაპონია
წარდგენილი 3 დეკემბერი, 1994; 29 წლის წინ (1994-12-03)
ბაზრები მსოფლიო
საიტი playstation.com

კომპანიამ პირველი კონსოლი, სახელწოდებით PlayStation, გამოსცა 1994 წლის 3 დეკემბერს იაპონიაში. ის იქცა პირველ კონსოლად, რომელიც გამოსვლიდან 9 წლისა და 6 თვის შემდეგ გაიყიდა 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით, ხოლო სერიის რიგით მეორე კონსოლი PlayStation 2 გახდა (გამოსული 2000 წელს) ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სახლის კონსოლად 155 მილიონი ასლით.[1] Sony-ს მომდევნო კონსოლი PlayStation 3 გამოვიდა 2006 წელს. 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით მისი გაყიდვები 80 მილიონს აღემატება.[2] 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა PlayStation 4, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაიყიდა 1 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ისტორიაში.[3] კომპანიის უახლესი კონსოლია PlayStation 5, რომელიც გამოვიდა 2020 წლის ნოემბერში.

PlayStation სერიის პირველი პორტატიული სათამაშო კონსოლი PlayStation Portable 2013 წლის ნოემბერის მონაცემით (PSP) გაიყიდა 80 მილიონი ასლის რაოდენობით,[4] ხოლო 2011 წლის 17 დეკემბერს გამოსული მისი მემკვიდრის, PlayStation Vita-ს გაყიდვები 2017 წლის მონაცემით 15 მილიონ ეგზემპლარს აღემატება.[5] PlayStation-ის სერიის ერთადერთი მიკროკონსოლია PlayStation TV, რომელიც PlayStation Vita-ს არაპორტატიული ვარიანტია. PlayStation სერიის ფარგლებში, აგრეთვე გამოცემულია სხვადასხვა სახის აპარატურა, მათ შორის არის PSX - ციფრული ვიდეოჩამწერი და ვიდეო თამაშის კონსოლი, თუმცა მისი წარმოება მალევე შეწყდა მაღალი ფასიდან გამომდინარე. PlayStation-ის კონსოლები ძირითადად გამოიყენებენ DualShock-ის სათამაშო კონტროლერების სერიას, რომელიც წარმოადგენს ვიბრაციული უკუკავშირის გეიმპადების ხაზს, რომელთა გაყიდვები 2008 წლის ივნისის მონაცემით მოიცავს 28 მილიონ ასლს.[6]

PlayStation Network არის PlayStation-ის ონლაინ სერვისი, რომლის მომხმარებელთა რიცხვი 110 მილიონს აღწევს[7] და მოიცავს ონლაინ ვირტუალურ ბაზარს, PlayStation Store, (რომელიც იძლევა თამაშების და სხვადასხვა სახის მულტიმედიის შესყიდვის და გადმოტვრითვის საშუალებას), PlayStation Plus და სოციალურ სათამაშო ქსელურ სერვისს სახელად PlayStation Home, რომელსაც 2015 წლამდე, დახურვამდე ჰყავდა დაახლოებით 41 მილიონი მომხამრებელი მსოფლიოში.[8] PlayStation Mobile (ადრე PlayStation Suite) არის პროგრამული უზრუნველყოფის ფრეიმვორკი, რომელიც პასუხისმგებელია PlayStation-ის კონტენტის შემუშავებაზე მობილურ მოწყობილობებზე.[9]

მეშვიდე თაობის PlayStation-ის პროდუქტები გამოიყენებს XrossMediaBar-ის მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისს.[10] დამატებით PlayStation 2 და PlayStation 3-ს გააჩნდა Linux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა.

სერიას, აგრეთვე გააჩნია ექსკლუზიური თამაშების ძლიერი ხაზი, რომელსაც ქმნის Sony Interactive Entertainment-ის მფლობელობაში მყოფი თხუთმეტამდე დეველოპერული ჯგუფი. გარდა ამისა, სერიაზე გამოიცემა თამაშების სხვადასხვა სახის ხელახალი გამოცემები: „Greatest Hits“, „Platinum“, „Essentials“, „Favorites“ და „The Best“.

პროდუქტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NeoGAF. NeoGAF. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
  2. Now PS3 sales reach 80m units. Market for Home Computing and Video Games (6 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2013.
  3. PLAYSTATION®3 SALES REACH 80 MILLION UNITS WORLDWIDE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი, 2013.
  4. rossmcguinness20. (27 ნოემბერი, 2013) Xbox One v PlayStation 4: Who will win the next-gen console race? - Metro News. Metro.
  5. PlayStation Vita's Rebirth as a Boutique Platform. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-16. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2017.
  6. DualShock 3 Wireless Controller available for PlayStation 3 this summer. Next-Gen.biz (1 ივლისი, 2008). ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2008.
  7. PSN Passes 110 Million Accounts, Sony Pictures Developing Exclusive "Original TV-Style Programming" for PSN, Timed Exclusives - PlayStation LifeStyle. PlayStation LifeStyle. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
  8. Sony USA - Electronics, PlayStation, Movies, Music, Product Support. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი, 2014.
  9. Plunkett, Luke. (26 იანვარი, 2011) PlayStation Games Coming To Android Phones. Kotaku. Gawker Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-29. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2024.
  10. 58th Annual Technology & Engineering Emmy Awards. Emmy Online (8 იანვარი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი, 2009. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PlayStation&oldid=4713585“-დან