ვიდეო თამაშების დეველოპერი

პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზირებულია ვიდეო თამაშების შემუშავება

ვიდეო თამაშების დეველოპერიპროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია ვიდეო თამაშების და მასთან დაკავშირებული პროცესების და დისციპლინების შემუშავებაზე.[1][2] ვიდეო თამაშის შემქმნელი შეიძლება იყოს როგორც ერთი ადამიანი,[3] ასევე მსხვილი საწარმო, სადაც მოვალეობები განაწილებულია თანამშრომლებზე — პროგრამირება, დიზაინი, მხატვრული მხარე, ტესტირება და ა.შ. თამაშების დეველოპერებს აქვთ გამომცემლების ფინანსური და მარკეტინგული მხარდაჭერა.[4] დეველოპერები, რომლებიც ქმნიან თამაშებს თავიანთი რესურსების ხარჯზე ეწოდებათ დამოუკიდებელი ან ინდი-დეველოპერები (ინგლ. Indenpendent Developer) და როგორც წესი, ქმნიან ინდი თამაშებს.[5]

დეველოპერი შეიძლება თამაშს ქმნიდეს ერთი რომელიმე კონკრეტული კონსოლისთვის (როგორებიცაა Nintendo Wii U, Microsoft Xbox One და Sony PlayStation 4), ან ქმნიდეს ერთდროულად რამდენიმე კონსოლისთვის (მათ შორის პერსონალური კომპიუტერისთვის). ზოგიერთი მწარმოებელი დაკავებულია თამაშის ერთი სისტემიდან მეორე სისტემაზე პორტირებით, ხოლო ზოგიც თამაშის ერთი ენიდან სხვა ენაზე თარგმნით. თამაშების შექმნის პარალელურად, ზოგიერთი კომპანია ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე.

გამომცემელი კომპანიების უმეტესობა ფლობს საკუთარ დეველოპერ სტუდიებს (მაგალითად, Electronic Arts, Square Enix, Activision და სხვები). თუმცა არიან ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც იმყოფებიან კერძო საკუთრებაში. (მაგალითად, კომპანია Bungie — ვიდეო თამაშების სერია „Halo“-ს შემქმნელი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bethke, Erik (2003). Game development and production. Texas: Wordware Publishing, Inc., გვ. 4. ISBN 1-55622-951-8. 
  2. McGuire, Morgan; Jenkins, Odest Chadwicke (2009) Creating Games: Mechanics, Content, and Technology. Wellesley, Massachusetts: A K Peters, გვ. 25. ISBN 978-1-56881-305-9. 
  3. Bob, Ogo. Electronic Game School. Teacher.
  4. Bates, Bob (2004). Game Design, 2nd, Thomson Course Technology, გვ. 239. ISBN 1-59200-493-8. 
  5. Gnade, Mike. (15 ივლისი, 2010) What Exactly is an Indie Game?. The Indie Game Magazine. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2011.