Rockstar Gamesვიდეო თამაშების ტრანსნაციონალური შემქმნელი და გამომცემელი კომპანია, რომელსაც ფლობს Take-Two Interactive. ბრენდი ცნობილია Grand Theft Auto-ს, Midnight Club-ის, Manhunt-ის და Max Payne-ის ფრენჩაიზების შექმნით.

Rockstar Games
ტიპი დივიზია
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა დეკემბერი1998; 26 წლის წინ (1998-12)
სათავო ოფისი ნიუ-იორკი, აშშ
მმართველი
სემ ჰაუზერი
(პრეზიდენტი)
დენ ჰაუზერი
(ვიცე პრეზიდენტი)
პროდუქცია Grand Theft Auto
Midnight Club
Manhunt
Max Payne
პარტნიორი Take-Two Interactive
თანამშრომელი 900[1]
საიტი Rockstargames.com

Rockstar Games დაარსდა 1998 წლის დეკემბერს[2][3][4] ვიდეო თამაშების პროდიუსერების, ტერი დონოვანის, სემ ჰაუზერის, დენ ჰაუზერის, ჯემი კინგისა და გარი ფორმანის მიერ[5]. 2007 წელს დონოვანმა დატოვა კომპანია[5] და იგი ჩაანაცვლა Capcom-ის მმართველმა დირექტორმა გარი დეილმა[6].

კომპანიის შტაბ ბინა (საყოველთაოდ ცნობილი, როგორც Rockstar NYC[7]) მდებარეობს ბროდვეიზე, ნიუ-იორკი, რომელიც არის Take-Two Interactive-ის ოფისების ნაწილი. იგი არის მარკეტინგის, საზოგადოებსთან ურთიერთობებისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ცენტრი[8].

2014 წლის მონაცემით, Rockstar Games-ის თამაშების საერთო გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ კოპიას მიაღწია, ხოლო კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზია Grand Theft Auto - 2015 წლის სექტემბრის მონაცემით გაიყიდა 220 მილიონი ასლი[9][10].

2014 წელს Rockstar Games-ს მიენიჭა BAFTA Fellowship-ის ჯილდო British Academy Video Games Awards-ის ცერემონიაზე.

გამოცემული თამაშები

რედაქტირება
სათაური გამოსვლის წელი დეველოპერი
Grand Theft Auto 1997–დღემდე Rockstar North (ძირითადი თამაშები)
Digital Eclipse
Rockstar Leeds (Stories და Chinatown Wars)
Smuggler's Run 2000–2002 Rockstar San Diego
Rebellion Developments (Smuggler's Run-ის GBA-ის ვერსია)
Midnight Club 2000–2008 Rockstar San Diego
Rebellion Developments (Street Racing-ის GBA-ის ვერსია)
Rockstar Leeds (Midnight Club 3: DUB Edition-ის PSP-ის ვერსია)
Rockstar London (Los Angeles-ის PSP -ის ვერსია)
Oni 2001 Bungie (PC-ის ვერსია)
Rockstar Toronto (PS2-ის ვერსია)
Max Payne 2001–დღემდე Remedy Entertainment (Max Payne და Max Payne 2)
Rockstar Studios (Max Payne 3)
Manhunt 2003–2007 Rockstar North (Manhunt)
Rockstar London (Manhunt 2-ის PC-ისა და PS2-ის ვერსიები)
Rockstar Leeds (Manhunt 2-ის PSP-ის ვერსია)
Rockstar Toronto (Manhunt 2-ის Wii-ის ვერსია)
Red Dead 2004–დღემდე Rockstar San Diego
The Warriors 2005 Rockstar Toronto (PS2-ის და Xbox-ის ვერსიები)
Rockstar Leeds (PSP-ის ვერსია)
Bully 2006 Rockstar Vancouver
Rockstar New England (Scholarship Edition)
Rockstar Games Presents Table Tennis 2006 Rockstar San Diego
Beaterator 2009 Rockstar Leeds
L.A. Noire 2011 Team Bondi

სტრუქტურა

რედაქტირება

მიმდინარე სტუდიები

რედაქტირება
ლოგო სახელი მდებარეობა წლები შენიშვნები
  Rockstar Leeds ლიდზი, ინგლისი 2004–დღემდე შექმნილი აქვს: Chinatown Wars, Beaterator, Liberty City Stories დაVice City Stories. Max Payne დააპორტირა Game Boy Advance-ზე, ხოლო L.A. Noire - Microsoft Windows-ზე.
  Rockstar Lincoln ლინკოლნი, ინგლისი 1999–დღემდე პასუხისმგებელი არის Rockstar-ის შექმნილი თამაშების ხარისსხის უზრუნველყოფა, ლოკალიზაციასა და თამაშების ტესტირებაზე. ამასთანავე შექმნა Las Vegas Cool Hand Game Boy Color-ისთვის.
  Rockstar London ლონდონი, ინგლისი 2005–დღემდე დაარსდა 2005 წელს, შექმნილი აქვს Manhunt 2 და ასევე შექმნა Midnight Club: Los Angeles PlayStation Portable-ისთვის.
  Rockstar New England ანდოვერი 2008–დღემდე პასუხისმგებელი იყო Bully-ის პორტირებაზე Wii-ის, Xbox 360-ისა და, PC-ის პლატფორმებზე.[11]

ყოფილი სტუდიები

რედაქტირება
ლოგო სახელი მდებარეობა წლები შენიშვნები
  Rockstar Vancouver ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია 2002–2012 შუერთდა Rockstar Toronto-ს 2012 წელს. მონაწილეობა მიღებული აქვს Max Payne 3-სა და Bully-ის შექმნაში.[12]
  Rockstar Vienna ვენა, ავსტრალია 2003–2006 დააპორტირა Max Payne-ის სერია კონსოლებზე და ასევე შეიტანა წვლილი Manhunt 2-ის შექმნაში.[13]
  Rockstar North ედინბურგი, შოტლანდია 1999–დღემდე დაარსდა 1987 წელს, როგორც DMA Design, ხოლო 1999 წელს შეიძინა Rockstar-მა,[14] ნცობილი არის Grand Theft Auto-ს და Manhunt-ის ფრენჩაიზების შექმნით, ასევე DMA Design-ის სხელწოდების ქვეშ შექმნილი აქვს Lemmings-ის თამაშები.
  Rockstar San Diego კარლსბადი, კალიფორნია 2003–დღემდე შექმნილი აქვს თამაშის ძრავა RAGE, ასევე ვიდეო თამაშები Rockstar's Table Tennis, Midnight Club-ის სერია, Red Dead Revolver და Red Dead Redemption.
  Rockstar Toronto ოკვილი, ონტარიო 1999–დღემდე ცნობილი არის The Warriors,Grand Theft Auto IV-ის PC ვერსიისა და Episodes from Liberty City-ის შექმნით

ტექნოლოგიები

რედაქტირება

Rockstar-მა შექმნა საკუთარი თამაშის ძრავა სახელწოდებით Rockstar Advanced Game Engine (RAGE), რადგან ხელი შეუწყოს თამაშების განვითარებას შემდეგ პლატფორმებზე: PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One, Windows, OS X და Wii.

Rockstar Games Social Club არის ონლაინ სათამაშო სერვისი შექმნილი სპეციალურად Rockstar-ის თამაშებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება. (12 მარტი, 2014) Fellowship in 2014 – Rockstar Games. YouTube. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2014.
  2. Rockstar Games / - Design/Designer Information. Design Museum (20 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2016.
  3. Develop. Develop (magazine) (15 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 17 მაარტი, 2016.
  4. Rockstar Games Corporate Info. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2013.
  5. 5.0 5.1 Sinclair, Brendan. (12 იანვარი, 2007) Terry Donovan leaves Rockstar. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2016.
  6. Capcom exec leaves to join Rockstar. GameSpot.
  7. Rockstar NYC Job openings. Rockstar Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2013.
  8. „Rockstar Studios Information“. Rockstar Universe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. Rockstar titles have now shipped 250 million copies to date. GameSpot (4 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2014.
  10. Grand Theft Auto Series Passes 220 Million Sales Worldwide. GameSpot (21 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2016.
  11. Rockstar Acquires Mad Doc Software. RockstarWatch. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2008.
  12. Jared Linwood. (July 9, 2012) Rockstar Vancouver merges with Rockstar Toronto and expands. RockstarWatch. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2012.
  13. Jurie Horneman. (11 მაისი, 2006) Rockstar Vienna closes its doors. Intelligent Artifice. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2007.
  14. Take-Two Interactive Buys DMA Design for $11m.. Computergram International (30 სექტემბერი, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-23. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.