Grand Theft Auto V

2013 წლის ვიდეო თამაში

Grand Theft Auto V (შემოკლებით GTA V) — მესამე პერსონაჟის მსროლელის და ღია სამყაროს ჟანრის ვიდეო თამაში Grand Theft Auto-ს სერიებიდან, გამოცემული Rockstar Games-ის მიერ. თამაშის პირველი ტრეილერი 2011 წლის 2 ნოემბერს გამოვიდა, ხოლო თამაშის ანონსი შემდეგ დღეს, 3 ნოემბერს შედგა. თამაშის გამოსვლა იგეგმებოდა 2013 წლის გაზაფხულზე, მაგრამ რელიზი 2013 წლის 17 სექტემბრისთვის გადაიდო Xbox 360-სა და PS3-თვის.

Grand Theft Auto V
დეველოპერ(ებ)ი Rockstar North
გამომცემელი Rockstar Games
დისტრიბუტორი Take-Two Interactive
სერია Grand Theft Auto
ძრავა RAGE
პლატფორმ(ებ)ი PC
PS3
PS4
Xbox 360
Xbox One
გამოსვლის თარიღი PlayStation 3, Xbox 360
17 სექტემბერი 2013
PlayStation 4, Xbox One
18 ნოემბერი 2014
Microsoft Windows
14 აპრილი 2015
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
პროდიუსერ(ებ)ი ლესლი ბენზისი
ირმან სარვარი
დიზაინერ(ებ)ი ლესლი ბენზისი
ირმან სარვარი
პროგრამისტ(ებ)ი ადამ ფაულერი
მხატვარი აარონ გარბატი
სცენარისტი დენ ჰაუზერი
მაიკლ ანსუორთი
კომპოზიტორი Tangerine Dream
ვუდი ჯეკსონი
The Alchemist
Oh No

Rockstar Games-მა განაცხადა, რომ Grand Theft Auto V — მათი ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტია. თამაშს მიღებული აქვს 2013 წლის საუკეთესო თამაშის ტიტული.

გეიმპლეი

რედაქტირება

Grand Theft Auto V არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში. იგი ასევე თავის თავში მოიცავს პირველი პირისა და მესა პირის ხედვას[1]. პირველად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მოგვიწევს 3 მთავარი გმირის როლის მორგება, რომელთა შეცვლაც შეიძლება თითქმის ნებისმიერ დროს. ზოგიერთ მისიებში ხელმისაწვდომია 2 პერსონაჟი, ზოგიერთებზე კი პერსონაჟები ავტომატურად იცვლება. თამაშში შესაძლებელია სხვადასხვა სპორტის სახეობებით დაკავება: იოგა, ტრიატლონი, ჩოგბურთი, გოლფი, ბეისჯამპინგი და სხვა.

Grand Theft Auto V-ში სიუჟეტი ვითარდება გამოგონილ ქალაქ ლოს-სანტოსში (ინგლ. Los Santos), რომელიც ლოს-ანჯელესის პროტოტიპია. პირველად ლოს-სანტოსი გამოჩნდა თამაშის წინა ვერსიაში — Grand Theft Auto: San Andreas-ში, გამოსული 2004 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hamilton, Kirk. (24 2013 სექტემბერი) Five Ways You Can Make Grand Theft Auto V More Immersive. Kotaku. Gawker Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2014.