კრის პენი (ინგლ. Christopher Shannon "Chris" Penn; დ. 10 ოქტომბერი, 1965 — გ. 24 იანვარი, 2006) — ამერიკელი კინო და სატელევიზიო მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა მისი როლებისთვის ფილმებში: „ცოფიანი ძაღლები“, „Footloose“ და „True Romance“.

კრის პენი
დაბადების სახელი კრისტოფერ შენონ პენი
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1965
ვესტ კოვინა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი, 2006 (40 წლის)
სხვა სახელები კრისტოფერ პენი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი
აქტიური 1979-2006

ბიოგრაფია

რედაქტირება

პენი დაიბადა მერილენდში, კალიფორნია. მისი მშობლები ლეო პენი და ეილინ რაიანი იყვნენ მსახიობები. მისი მამობრივი ბებია და პაპა იყვნენ ებრაელი იმიგრანტები ლიტვიდან და რუსეთიდან, ხოლო დედამისი იყო კათოლიკე იტალიური და ირლანდიელი წარმოშობის. მას ჰყავს ორი უფროსი ძმა, მსახიობი შონ პენი და მუსიკოსი მაიკლ პენი.

პენი იპოვეს გარდაცვლილი მის სანტა მონიკას კონდომინიუმში 2006 წლის 23 იანვარს, 40 წლის ასაკში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1989 დაბრუნება მდინარე კვაიდან Return from the River Kwai ლეიტენანტი კროუფორდი
1992 ცოფიანი ძაღლები Reservoir Dogs ედი კებოტი
1993 ხანმოკლე მონტაჟი Short Cuts ჯერი კაიზერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კრის პენი