ბარტონ (ბადი) ლეონ რეინოლდს უმცროსი (ინგლ. Burton (Buddy) Leon Reynolds Jr.; დ. 11 თებერვალი, 1936, ლენსინგი, მიჩიგანი, აშშ — გ. 6 სექტემბერი, 2018, ჯუპიტერი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ჰოლივუდში 1970-იანი წლების ბოლოს. ორი ოქროს გლობუსის (1992, 1998) და ემის ჯილდოს (1991) მფლობელი.

ბარტ რეინოლდსი

რეინოლდსი 1991 წელს
დაბადების სახელი ბარტონ ლეონ რეინოლდსი
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1936
ლენსინგი, მიჩიგანი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 6 სექტემბერი, 2018 (82 წლის)
ჯუპიტერი, ფლორიდა, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი
აქტიური 1958-2018
მეუღლე(ები) ჯუდი კერნი (იქ. 1963; გ. 1965)
ლონი ანდერსონი (იქ. 1988; გ. 1993)

მისი დასამახსოვრებელი როლებია: ლევის მედლოკი განთავისუფლებაში, პოლ კრივი ყველაზე გრძელ ეზოში, მწვრთნელი ნეით სცარბოროუ ყველაზე გრძელი ეზოს 2005 წლის რიმეიქში, ბო „ბანდიტი“ დარვილი სმოტი და ბანდიტში, ჯ.ჯ მაკკლარი The Cannonball Run-ში, ჩარლი ბარკინის ხმა ყველა ძალი მიდის სამოთხეში და ჯან ჰორნერი Boogie Nights-ში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბარტონ ლეონ რეინოლდს უმცროსი დაიბადა 1936 წლის 11 თებერვალს ჰარიეტ ფერნეტ „ფერნ“ (ინგლ. Harriet Fernette "Fern", ქალიშვილობაში მილერი — ინგლ. Miller) და ბარტონ მაილო რეინოლდსის (ინგლ. Burton Milo Reynolds sr.) ოჯახში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: