Grand Theft Auto (ვიდეო თამაში)

Grand Theft Auto — პირველი თამაში Grand Theft Auto-ს სერიებიდან. შექმნილია DMA Design-ის მიერ. გამოცემულია BMG Interactive-ს მიერ. პირველად გამოვიდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, 1997 წლის ოქტომბერში, MS-DOS-ის და Microsoft Windows-ის სისტემებისთვის. 1997 წლის 14 დეკემბერს იგი გამოვიდა ევროპაში, ხოლო 1998 წლის 30 ივნისს - ჩრდილოეთ ამერიკაში, PlayStation-ისთვის. ეს არის Grand Theft Auto-ს სერიის რიგით პირველი ნაწილი. სიუჟეტი აღწერს რამდენიმე დამნაშავის აშშ-ის სამ გამოგონილ ქალაქში ცხოვრებას. ისინი ძარცვავენ ბანკებს, კლავენ ადამიანებს და სხვა დანაშაულებს ჩადიან.

Grand Theft Auto
დეველოპერ(ებ)ი DMA Design (დღესდღეობით Rockstar North), Tarantula Studios
გამომცემელი
სერია Grand Theft Auto
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
ოქტომბერი 1997
  • MS-DOS, Microsoft Windows
    • ჩ.ა. 28 თებერვალი 1998
    • ევრ ოქტომბერი 1997
    • მსოფლიო მარტი 2003 (ციფრული)
    PlayStationGame Boy Color
რეჟიმ(ებ)ი ერთი მოთამაშე, მრავალი მოთამაშე

თავდაპირველად თამაშის სახელწოდება უნდა ყოფილიყო Race'n'Chase[1]. პროექტი წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დახურვის პირას იყო.[2]

თამაშის გაგრძელება, Grand Theft Auto 2, 1999 წლის ოქტომბერში გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wallis, Alistair. (21 December 2006) Playing Catch Up: GTA/Lemmings' Dave Jones. Gamasutra. ციტირების თარიღი: 25 August 2013.
  2. DuPz0r. Original GTA almost scrapped. iGrandTheftAuto (1 February 2011). ციტირების თარიღი: 25 August 2013.