Pan European Game Information

(გადამისამართდა გვერდიდან PEGI)

Pan European Game Information (ცნობილი როგორც PEGI) თამაშების (ან მსგავსი გასართობი პროგრამების) საშემფასებლო სისტემა. იყო ჩამოყალიბებული ევროპის ფედერაციის მიერ, მუშაობა დაიწყო 2003 წელს. PEGI-ს მხარს უჭერს ევროკომისია თუმცა არ მართავს მას.

PEGI-ის ლოგო

სისტემა გამოიყენება 30 ქვეყანაში, თუმცა სავაჭროდ გატანა ყველგან დაშვებულია, შეფასება ყოველთვის მითითებულია გარეკანზე, რეკლამაზე და თამაშის საიტზე. თამაშის შემქმელები არ არიან ვალდებულები რომ შეაფასებინონ თამაში, ამას მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით აკეთებენ, რომ კლიენტმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

PEGI-ს აქვს შემუშავებული სისტემა რომლის დახმარებითაც ადგენს ასაკის შეზღუდვას, მაგალითად თამაშებს რომლებშიც გრაფიკული ძალადობა არის ფანტასტიკურ პერსონაჟებზე (არა ადამიანზე, ან ცხოველზე), ან ისეთი ძალადობა რომლის შედეგადაც არ არის განსაკუთრებული ვიზუალური ზიანი (სისხლი, ჭრილობები და სხვა) ითვლება თამაშად 12 წლისთვის (12+) ან უფრო დიდებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება