შრი-ლანკა

(გადამისამართდა გვერდიდან შრი–ლანკა)

შრი-ლანკა, ოფიციალურად შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა (ශ්‍රී ලංකා სინჰალურზე / இலங்கை ტამილურზე) (ცნობილი როგორც ცეილონი 1972-მდე) — ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახ. 31 კმ-ში. სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო გზებზე შორეულ აღმოსავლეთსა, აფრიკასა და ევროპას შორის. დედაქალაქია შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე.

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა

இலங்கை சனநாயக சோஷலிசக் குடியரசு
შრი-ლანკა
შრი-ლანკის
დროშა გერბი
ჰიმნი: Sri Lanka Matha
შრი-ლანკის მდებარეობა
დედაქალაქიშრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე
6°54′ ჩ. გ. 79°54′ ა. გ. / 6.900° ჩ. გ. 79.900° ა. გ. / 6.900; 79.900
უდიდესი ქალაქი კოლომბო
ოფიციალური ენა სინჰალა, ტამილი
მთავრობა დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ანურა კუმარა დისანაიაკე
 -  პრემიერ-მინისტრი ჰარინი ამარასურია
ფართობი
 -  სულ 65 610 კმ2 (122-ე)
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 20 277 597[1] (57-ე)
 -  2001 აღწერა 18 732 255 
 -  სიმჭიდროვე 323 კაცი/კმ2 (40-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ 142.719 მილიარდი[2] (64-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $7,046[2] (99-ე)
აგი (2013) 0.750[3] (მაღალი) (73-ე)
ვალუტა შრი-ლანკის რუპი (LKR)
დროის სარტყელი UTC+05:30
ქვეყნის კოდი LKA
Internet TLD .lk
სატელეფონო კოდი 94

ქვეყანა იყოს ბრიტანეთის სამეფო კოლონია ერთ საუკუნეზე მეტ ხანს; დამოუკიდებლობა მოიპოვა 1948 წლის 4 თებერვალს და ამჟამად დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკაა ლინგვისტურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობით.

 
შრი-ლანკის სურათი სპეის შატლიდან.

კუნძულის ნაპირები უმთავრესად დაბალია, ლაგუნური, გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. ტერიტორიის 80 %-ზე მეტი უკავია დაბალ ვაკეებს, რომლებზედაც ზოგან ცალკეული შთენილი მთებია აღმართული. კუნძულის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი უჭირავს საფეხურებრივ მთიანეთს (სიმაღლე 2524 მ-მდე, მთა პიდურუტალაგალა). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება გრაფიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, აპატიტი, კაოლინი და სხვა.

ჰავა მუსონურია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სუბეკვატორული, სამხრეთით და დასავლეთით ეკვატორული. ჰაერის ტემპერატურა ვაკეზე 26-30 °C-ია, მთაში იკლებს 15-20 °C-მდე. ნალექები მთის ძირში 2000 მმ-მდეა წელიწადში, მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე - 5000 მმ-მდე.

მდინარეთა ქსელი ხშირია. ყველაზე დიდი მდინარეა მაჰაველი. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აგებულია ბევრი წყალსაცავი.

ნიადაგები წითელმიწა და ლატერიტულია, მდინარეთა გაყოლებით და სანაპიროზე - ალუვიური. კუნძულის დაახლოებით 3/4 შემოსილია ბუნებრივი მცენარეულობით. მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე შემორჩენილია ნოტიო ეკვატორული ტყეები. ვაკეები და მათი მიმდებარე მთიანეთის კალთები შემოსილია მეორეული ფოთოლმცვივანი ტყეებით. მთიანეთში სავანის ტიპის მცენარეულობა იზრდება, 2000 მ-ზე მაღლა - ტანბრეცილი ტყე. სანაპიროზე ზოგან ჯაგეკლიანია, ზოგან მანგროვიანი და ქოქოსის პალმები.

ცხოველთა სამყაროდან ბინადრობს სპილო, დათვი, ჯიქი, ფოცხვერი, მაიმუნი, ირემი, გარეული ღორი, ვივერა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო. ბევრია ხვლიკი, გველი, ნიანგი. ფლორა და ფაუნა დაცულია ბოტანიკურ ბაღებში, ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში.

 
სიგირიია, უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე.

შრი-ლანკის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის ეპოქაში. ინდოეთთან ტერიტორიულმა სიახლოვემ ძლიერი გავლენა იქონია კუნძულის მოსახლეობის ისტორიულ განვითარებაზე. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში შრი-ლანკაზე პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოები წარმოიქმნა. XV საუკუნეში კუნძულზე წარმოიქმნა სამი დიდი სახელმწიფო: სინჰალური - კოტე (დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით) და კანდი (ცენტრალურ ოლქებში), ტამილური - ჯაფნა (ჩრდილოეთით). შრი-ლანკის პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და ეკონომიკურმა სისუსტემ ევროპელებს კუნძულის დაპყრობა გაუადვილა. 1517 წელს შრი-ლანკის სანაპირო ნაწილი პორტუგალიელებმა დაიპყრეს, 1658 წელს ჰოლანდიელებმა. 1795-1796 წლებში ინგლისმა კუნძულიდან განდევნა ჰოლანდიის ჯარები. 1815 წელს კანდის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ მთელი შრი-ლანკა ბრიტანეთის კოლონიად იქცა. 1796, 1818, 1848 წლებში შრი-ლანკელებმა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ აჯანყებები მოაწყვეს. XX საუკუნის დასაწყისში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სინჰალისა და ტამილის ბურჟუაზია, რომელმაც 1919 წელს შექმნა პირველი პოლიტიკური პარტია - ცეილონის ეროვნული კონგრესი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდამ ბრიტანეთი აიძულა 1948 წლის 4 თებერვალს შრი-ლანკასათვის დომინიონის სტატუსი მიენიჭებინა. 1955 წელს შრი-ლანკა გაეროს წევრი გახდა.

პოლიტიკა

რედაქტირება
 
შრი-ლანკის პარლამენტის ძველი შენობა.

შრი-ლამკა წარმოადგენს აზიის უძველეს დემოკრატიულ ქვეყანას.[4] ქვეყანამ დონამორის კომისიის მიერ შექმნილი კონსტიტუცია 1931 წელს მიიღო, რომელიც ყველა სრულწლოვან მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა.[5] ამით ის არაევროპულ ქვეყნებში პირველი იყო. პიველი ცეილონის სახელმწიფო საბჭოს საყოველთაო არჩევნები ჩტარდა 1931 წელს. საბჭოს ლიდერად დონ-ბარონ ჯაიატილაკა აირჩიეს.[6] 1944 წელს სოლბურის კომისიამ ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. კონსტიტუციია სამუშაო ვარიანტი იმაცე წელს მიიღეს. 1947 წელს ჩტარდა საპარლამენტო არჩევნები. ახალი კონსტიტუციის მიხედვით შრი-ლანკამ უარი თქვა დომინიონის სტატუსზე და 1948 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[5]

შრი-ლანკის დღევანდელ პოლიტიკაში არის ორი ძირითადი პოლიტიკური ალიანსი: მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის, პროგრესული ხალხის თავისუფლების გაერთიანებული ალიანსი და შედარებით მემარჯვენე, კაპიტალისტური გაერთიანებული ნაციონალური პარტია. ქვეყანაში ასევე არის ბევრი მცირე პარტია, 2011 წლის მონაცემებით დარეგისტრირებული იყო 67 დამოუკიდებელი პარტია.[7] მათ შორის უძველესია 1935 წელს შექმნილი ლანკა სამა სამაჯა („ლანკას თანასწორი საზოგადოების პარტია“). 2001 წლიდან ტამილების მთავარი პარტია არის ტამილების ნაციონალური პარტია, რომელიც მანამდე არსებული ტამილის განთავისუფლების გაერთიანებული ფრონტის და ლანკა ტამილი არასუ კაჩის (ტამილ. இலங்கைத் தமிழரசுக் கட்சி, სინჰალ. ඉලංගෙයි තමිළ් අරසු කච්චි, ლანკა ტამილის სახელმწიფო პარტია) გაერთიანებით შეიქმნა. დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში მესამე ძალას 1965 წელს როჰანა ვიჯევირას მიერ შექმნილი მარქსისტულ-ლენინისტური პარტია ჯანათა ვიმუკთი პერამუნა[8] (სინჰალ. ජනතා විමුක්ති පෙරමුණ; ტამილ. மக்கள் விடுதலை முன்னணி "ხალხის განთავისუფლების ფრონტი"[9]) წარმოადგენს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
შრი-ლანკის პროვინციები

ქვეყნის ტერიტორია იყოფა 9 პროვინციად (სინჰალ. පළාත; ტამილ. மாகாணம்).[10] პროვინციები თავის მხრივ იყოფიან ოლქებად, რომელთა რაოდენობაა 25,[11] ხოლო ოლქები დივიზიონებად.

შრი-ლანკაში პროვინციები XIX საუკუნიდან არსებობს, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 1987 წლიდან მიიღეს.[12] თითოეული პროვინციის საბჭო არის ავტონომიური ორგანო და არცერთ მინისტრს არ ექვემდებარება.

პროვინციები

რედაქტირება
პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,[13]
კმ²
მოსახლეობა,[14]
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1 ცენტრალური კანდი 5 674 2 556 774 450,61
2 აღმოსავლეთი ტრინკომალი 9 996 1 547 377 154,80
3 ჩრდილო-ცენტრალური ანურადჰაპურა 10 472 1 259 421 120,27
4 ჩრდილოეთი ჯაფნა 8 884 1 060 023 119,32
5 ჩრდილო-დასავლეთი კურუნეგალა 7 888 2 372 185 300,73
6 საბარაგამუვა რატნაპურა 4 968 1 919 478 386,37
7 სამხრეთი გალე 5 544 2 465 626 444,74
8 უვა ბადულა 8 500 1 259 419 148,17
9 დასავლეთი კოლომბო 3 684 5 837 294 1584,50
სულ: 65 610 20 277 597 309,06


დემოგრაფია

რედაქტირება

უდიდესი ქალაქები

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება
 
შრი-ლანკის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის მონაცემებით შრი-ლანკის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 143 მილიარდ დოლარს. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით შრი-ლანკა მალდივების შემდეგ სამხრეთ აზიის რეგიონში მეორეა. 2011 წელს მისი მშპ–ს ზრდა იყო 8,3 %.[16]

ტრადიციულად შრი-ლანკის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩაის, ყავის, შაქრის, რეზინის და სხვა ფართომოხმარების საგნების წარმოება-ექსპორტს. ინდუსტრიალიზაციამ გაზარდა საკვების გადამუშავების, ქსოვილის წარმოები, ტელეკომუნიკაციების და ფინანსების როლი. ქვეყნის ძირითად ეკონომიკური სექტორებია: ტურიზმი, ჩაის ექსპორტი, ტანსაცმლის წარმოება. 2010 წლის მონაცემებით მომსახურების სექტორზე მოდის მშპ–ს 60 %, ინდუქსტიალიზაციაზე 28 %, სოფლის მეურნეობაზე 12 %. ეკონომიკის 85 %–ს შეადგენს კერძო კომპანიები.[17] მისი უდიდესი სავაჟრო პარტნიორია ინდოეთი.[18] ეკონომიკაში ქვეყნის პროვინციებს განსხვავებული წვლილი შექვთ. 2010 წლის მონაცემებით დასავლეთ პროვინციას ეკონომიკაში უჭირავს 45,1 %, სამხრეთ პროვინციას 10,7 %, ცენტრალურ პროვინციას 10 %, ხოლო ჩრდილოეთ პროვინციას 22,9 %.[19]

2005 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაორმაგდა.[20] იგივე პერიოდში სიღარიბე 15,2 %–დან 7,6 %–მდე, ხოლო უმუშევრობა 7,2 %–დან 4,9 %–მდე შემცირდა. მოსახლეობის 87,3 %–ს სუფთა წყალთან აქვს წვდომა. 2010 წელს ჯინის კოეფიციენტმა შეადგინა 0,36.[21] შრი-ლანკა სამხრეთ აზიის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დანერგა 3G და 4G მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიები.[22]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Census of Population and Housing 2011 Enumeration Stage February – March 2012 (PDF). Department of Census and Statistics – Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  2. 2.0 2.1 Sri Lanka. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  3. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  4. Norton, James H.K. (2001). India and South Asia. McGraw-Hill. ISBN 978-0-07-243298-5. 
  5. 5.0 5.1 Russell, Jane (1982). Communal Politics Under the Donoughmore Constitution. Tisara Publishers. 
  6. The Constitution of Sri Lanka – Contents. შრი-ლანკის პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-30. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  7. Political Parties in Sri Lanka. Department of Election, Sri Lanka (July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  8. Political Parties.
  9. List of recognized political parties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-26. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
  10. The Constitution of Sri Lanka – Eighth Schedule. Priu.gov.lk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  11. The Constitution of Sri Lanka – First Schedule. Priu.gov.lk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  12. Provincial Councils. The Official Website of the Government of Sri Lanka (3 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2015.
  13. Area of Sri Lanka by province and district. Statistics Statistical Abstract 2010. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2015-04-24.
  14. Law, Gwillim. (2010)Provinces of Sri Lanka. statoids.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 19 January 2010.
  15. World Gazetteer online. World-gazetteer.com. ციტირების თარიღი: 21 September 2011.
  16. Central Bank of Sri Lanka Annual Report 2011 – Key Economic Indicators. შრი-ლანკის ცენტრალური ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  17. Country Partnership Strategy (PDF). Asian Development Bank (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  18. 65th Independence Day of India celebrates in Sri Lanka. InfoLanaka (2011). ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  19. Sri Lanka's Northern province has recorded the highest GDP growth rate of 22.9 per cent last year. Asian Tribune (18 July 2011).
  20. Per capita income has doubled. tops.lk (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  21. Inequality drops with poverty. Department of Census and Statistics. ციტირების თარიღი: 15 July 2014.
  22. Saarc: Sri Lanka Takes a Lead. voicendata.ciol.com (31 August 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2015.