უვის პროვინცია (სინჰალ. ඌව පළාත Uva Palata, ტამილ. ஊவா மாகாணம் Uva Maakaanam) — შრი-ლანკის პროვინცია, მერვე მოსახლეობის, ხოლო მეოთხე ფართობის მიხედვით. შეიქმნა 1896 წელს. შედგება ბადულისა და მონერაგალის ოლქებისაგან. ესაზღვრება ცენტრალური, აღმოსავლეთი, სამხრეთი და საბარაგამუვის პროვინციები. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბადულა.

პროვინცია
უვის პროვინცია
სინჰალ. ඌව පළාත
ტამილ. ஊவா மாகாணம்
დროშა

ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ადმ. ცენტრი ბადულა
კოორდინატები 6°35′24″ ჩ. გ. 81°01′48″ ა. გ. / 6.59000° ჩ. გ. 81.03000° ა. გ. / 6.59000; 81.03000
დაარსდა 1896
ფართობი 8 500 კმ²
სალაპარაკო ენები სინჰალური, ტამილური
მოსახლეობა 1 259 800 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 150 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+05:30
ოფიციალური საიტი [www.up.gov.lk www.up.gov.lk]

პროვინციის ფართობი შეადგენს 8 000 კმ²-ს,[1] საიდანაც ხმელეთს უკავია 8 335 კმ²,[1] ხოლო წყლით დაფარულია 165 კმ².[1] 2011 წლის აღწერის მიხედვით, პროვინციაში ცხოვრობს 1 259 800 ადამიანი.

  1. 1.0 1.1 1.2 Area of Sri Lanka by province and district. Statistics Statistical Abstract 2010. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2015-04-06.