სამხრეთი პროვინცია (შრი-ლანკა)
სამხრეთი პროვინცია (სინჰალ. දකුණු පළාත Dakunu Palata, ტამილ. தென் மாகாணம் Thaen Maakaanam) — შრი-ლანკის ცხრა პროვინციიდან ერთ-ერთი. პროვინცია არსებობს XIX საუკუნიდან, თუმცა ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 1987 წელს, შრი-ლანკის კონსტიტუციის მეცამეტე შესწორების შედეგად პროვინციების საბჭოების დამტკიცების შემდეგ მიიღო.[2][3] პროვინცია მეშვიდე ადგილზეა ფართობის მხრივ, ხოლო დაახლოებით 2,5 მილიონიანი მოსახლეობის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. პროვინციას ესაზღვრება საბარაგამუვის, უვის, დასავლეთი და აღმოსავლეთი პროვინციები, ხოლო სამხრეთით – ინდოეთის ოკეანე. სამხრეთი პროვინცია მოიცავს გალეს, ჰამბანტოტისა და მატარის ოლქებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გალე.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
სამხრეთი პროვინცია სინჰალ. දකුණු පළාත ტამილ. தென் மாகாணம் | |||
| |||
ქვეყანა | შრი-ლანკა | ||
ადმ. ცენტრი | გალე | ||
კოორდინატები | 6°10′00″ ჩ. გ. 80°45′00″ ა. გ. / 6.16667° ჩ. გ. 80.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1833 | ||
ფართობი | 5 444 კმ² | ||
სალაპარაკო ენები | სინჰალური, ტამილური | ||
მოსახლეობა | 2 464 732[1] კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 453 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+05:30 | ||
ოფიციალური საიტი | [www.sp.gov.lk www.sp.gov.lk] | ||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Southern Provincial Council დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine. Official website
- Governor's Office - Southern Province დაარქივებული 2015-04-08 საიტზე Wayback Machine. Official website
- Chief Secretary Office - Southern Province Official website
- Southern Provincial Education Department
- Southern Provincial Post Codes დაარქივებული 2015-02-24 საიტზე Wayback Machine.
- Cities in Southern Province დაარქივებული 2007-03-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Population by Province, 2012. Department of Census & Statistics (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 1 December 2014.
- ↑ Provinces of Sri Lanka. Statoids.
- ↑ Provincial Councils. Government of Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-07. ციტირების თარიღი: 2015-04-06.