გალე (სინჰალ. ගාල්ල, ტამილ. காலி) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ შრი-ლანკაში, დედაქალაქ კოლომბოდან 119 კმ-ის დაშორებით, სამხრეთი პროვინციის დედაქალაქი. ბოლო მონაცემებით, მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს შეადგენს.

გალე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 6°02′02″ ჩ. გ. 80°12′58″ ა. გ. / 6.03389° ჩ. გ. 80.21611° ა. გ. / 6.03389; 80.21611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 451
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 451
ინგლ.რუს.ფრ.

XVI საუკუნემდე, სანამ აქ პორტუგალიელები მოვიდოდნენ, გალე კუძნულის მთავარი საზღვაო პორტი იყო და მას გიმჰატჰიტჰა ერქვა. ქალაქმა თავის განვითარების ზენიტს XVIII საუკუნეში, ნიდერლანდელების კოლონიურ პერიოდში მიაღწია.

გალე ევროპელების მიერ აშენებული თავდაცვითი, გამაგრებული ქალაქის საუკეთესო მაგალითია მთელს სამხრეთ აზიაში, რომელშიც წარმოდგენილია ევროპული არქიტექტურისა და სამხრეთ აზიური ტრადიციების ურთიერთშერწყმა. გალეს ციხესიმაგრე 1988 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, იგი ევროპელი ოკუპანტების მიერ აზიაში აშენებულ უდიდეს ციხესიმაგრეს წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: