კოლომბო
კოლომბო (სინჰალ.කොළඹ, ტამილ. கொழும்பு) — შრი-ლანკის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და ესაზღვრება ამჟამინდელ დედაქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეს. კოლომბო საქმიანი, ცოცხალი ქალაქია, სადაც თანამედროვე ცხოვრება და კოლონიური არქიტექტურა თუ ნანგრევები ერთმანეთშია შერწყმული.[1] 2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 647 100 ადამიანს შეადგენდა.[2] კოლომბოს მეტროპოლიური არეალი, რომელიც ასევე გამპაჰასა და კალუტარას რაიონებსაც მოიცავს, 3 694.20 კმ²-ზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 5 648 000 - აღწევს.[3][4]
ქალაქი | |
---|---|
კოლომბო කොළඹ; கொழும்பு | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 6°56′04″ ჩ. გ. 79°50′34″ ა. გ. / 6.93444° ჩ. გ. 79.84278° ა. გ. |
ფართობი | 37.31 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი |
მოსახლეობა | 647 100 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 17 344 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 5 648 000 |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 011 |
საფოსტო ინდექსი | 00000–09999 |
ოფიციალური საიტი | cmc.lk |
ფართო ნავმისადგომის გამო, კოლომბო აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზებზე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ვაჭრებისათვის, დაახლოებით 2 000 წლის წინ.
1978 წელს, ადმინისტრაციული დედაქალაქი კოლომბოდან შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში გადავიდა, ხოლო ქვეყნის კომერციულ დედაქალაქად დღემდე კოლომბო რჩება.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Colombo, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- კოლომბოს ისტორია დაარქივებული 2011-12-02 საიტზე Wayback Machine.
- ყველაფერი კოლომბის შესახებ დაარქივებული 2012-12-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Jayewarden+-e, Mr.. How Colombo Derived its Name. ციტირების თარიღი: 2007-01-18.
- ↑ Census July 17, 2001 (via citypopulation.de)
- ↑ Department of Census and Statistics, Sri Lanka; Statistical Abstract 2007, Estimated mid year population by district, 2002 - 2006 (pdf-file) Total population of the three districts of the Colombo Metropolitan Region. Retrieved on 2008-12-31.
- ↑ Buildsrilanka.com; Summary of the CMR Structure Plan დაარქივებული 2009-05-03 საიტზე Wayback Machine. Definition and description of the Colombo Metropolitan Region. Retrieved on 2008-12-31.